საზოგადოება ბოდბის მონასტერში რუსი ტურისტების საცურაო კოსტიუმებით გამოჩენას ხმაური მოჰყვა 2018, 9 სექტემბერი, 23:11 სიღნაღში რუსი ტურისტები ბოდბის მონასტერში საცურაო კოსტიუმებით მივიდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა - ფაქტის ამსახველ ფოტოს ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო მაჭარაშვილი ავრცელებს და პოსტს წერს. როგორც სოციალურ ქსელში იკვევა, მონასტრის ტერიტორიაზე ასეთი ჩაცმულობის გამო, რუსმა ტურისტებმა შენიშვნა მიიღეს, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ტერიტორია დატოვეს. "დღეს ვიყავით საოცარი ამბის მომსწრენი. ბოდბის მონასტერში წმინდა წყალთან რიგში დგომის დროს, შემოვარდა შავი ჯიპი რუსული ნომრებით... გამოვარდნენ ქალი და კაცი საცურაო კოსტიუმებით (პირდაპირ პლაჟიდან) და შეუერთდნენ მომლოცველებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. შენიშვნა მისცეს, რამაც პირიქით, მათი აგრესია გამოიწვია (როგორც სჩვევიათ ხოლმე ოკუპანტებს) და დემონსტრაციულად დატოვეს ტერიორია. აი, რისი გადაღებაც შევძელით" - წერს ნინო მაჭარაშვილი. 1278 4-ს მოსწონს
|