რელიგია საფრანგეთში დააკავეს ფემინისტი, რომელიც წმ.მარიამს დედიშობილა გამოხატავდა 2018, 7 სექტემბერი, 14:36
ფრანგი ფემინისტი და მხატვარი დებორა დე რობერტისი არაერთხელ მოექცა პოლიციის ყურადღების ქვეშ, როდესაც შიშვლდებოდა საზოგადოებრივ ადგილებში, თუმცა ამჯერად გოგონამ გროტე მასაბელში გაიხადა, კათოლიკე მომლოცველთა წმინდა ადგილზე, რომელიც ქალაქ ლურდშია.
ფოტოზე: მარია ბერნარდა
კათოლიკური ეკლესიის მიხედვით, მასაბელი არის ადგილი, სადაც წმ.ბერნადეტს(მარია ბერნარდა-1844-1879) გამოეცხადა წმინდა მარიამი, იქვე მოედინება წყარო, რომელიც სასწაულმოქმედად ითვლება. ლურდს ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი მორწმუნე სტუმრობს. ფოტოზე:გროტე მასაბელი
დებორა დე რობერტისი წმინდა ადგილზე მთლიანად გაშიშვლდა, თავზე თავშალი მოიფარა და წმ.მარიამის პოზა მიიღო, სულ მალე პოლიციამ ფემინისტი დააკავა. სამართალდამცველებმა ფემინისტს ბრალი ექსჰიბიციონიზმში წაუყენეს, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 2019 წლის მაისშია დაგეგმილი. 358 6-ს მოსწონს
|