საზოგადოება ტელეკომპანია „იბერია“ საგანგებო რეჟიმზე გადადის და დახურვის საფრთხეზე საუბრობს (ვიდეო) 2018, 7 სექტემბერი, 12:11 ტელეკომპანია „იბერია“ დახურვის საფრთხეზე საუბრობს და საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამგვარი განცხადება ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მეორედ გაკეთდა. სპეციალური განცხადება დღეს 11:50 საათზე არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა ახალი ამბების სპეციალურ გამოშვებაში გააკეთა. ის ამბობს, რომ ომეგა ჯგუფი, რომელიც არხის მთავარი დამფინანსებელია, საფრთხეშია, რის გამოც ტელეკომპანიის ფუნქციონირების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშაა. "იბერია" საფრთხეშია - ტელეკომპანიას ხელისუფლებამ დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტა, “ - აღნიშნა ხუზმიაშვილმა. კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა ომეგა ჯგუფის და ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმაც 43 შეფასება არ არის
|