საზოგადოება ვარსკვლავების ახალგაზრდობის დროინდელი სკანდალური ფოტოები 2018, 6 სექტემბერი, 16:24 18 წლის ბრიტნი სპირსი, 16 წლის ანჯელინა ჯოლი, 10 წლის ბრუკ შილდსი...ამ ადამიანებმა ახალგაზრდობაში სკანდალურ ფოტოსესიებში მიიღეს მონაწილეობა, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ბრიჯიტ ბარდო 1950 წლის 8 მაისის ფრანგული ჟურნალ Elle -ის გარეკანზე 15 წლის ბრიჯიტის ფოტო მოხვდა. ეს ფოტო საკმაოდ მოკრძალებული იყო, მაგრამ ფოტოსესია, რომელშიც ფრანგმა ლამაზმანმა 3 წლის შემდეგ მიიღო მონაწილეობა, გაცილებით თამამი იყო და ხმაურიც გამოიწვია. ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი უოტერ კარონი იყო. ამ დროს ბრიჯიტი 18 წლის იყო, მაგრამ უფრო ბავშვურად გამოიყურებოდა და ბალეტს ეუფლებოდა ცეკვების ეროვნულ აკადემიაში. ბრიტნი სპირსი 18 წლის მომღერლის ფოტო 1999 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის გარეკანზე მოხვდა. მოზარდების კუმირი საცვლებში გამოწყობილი იწვა ლოგინზე და ისე პოზიორობდა. მისი ფანატების მშობლებმა მაშინვე წაუყენეს ბრიტნის პრეტენზიები და დაადანაშაულეს, რომ ის სექსუალური იმიჯით ცდილობდა პოპულარობის მოპოვებას და ცუდ მაგალითს აძლევდა მის თაყვანისმცემლებს. არანაკლებ გამომწვევი იყო ის ფოტოებიც, რომლებიც ჟურნალში მოხვდა. ბრუკ შილდსი მომავალმა მსახიობმა 10 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა სკანდალურ ფოტოსესიაში. 1975 წელს, დედის ხელშეწყობით, ბრუკმა მონაწილეობა მიიღო Playboy Press-ის ეროტიულ ფოტოსესიაში. მოგვიანებით, ის მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ჟურნალისგან ფოტოები და ნეგატივები გამოესყიდა, თუმცა უშედეგოდ. მაილი საირუსი 15 წლის მომრერალს ჯერ კიდევ გულუბრყვილო გოგონას იმიჯი ჰქონდა, როცა პრაქტიკულად შიშველმა იპოზიორა ფოტოგრაფ ენ ლეიბოვიცთან. ფოტოები Vanity Fair-ში დაიბეჭდა და პრესისა და მომღერლის თაყვანისმცემლების არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან რთული დასაჯერებელიცაა, რომ მაშინდელ ფოტოებს ასეთი ვნებათაღელვა მოჰვა. კენდალ ჯენერი კენდალი სულ რაღაც 14 წლის იყო, როცა სკანდალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ კარდაშიანების ოჯახს ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ამ ფოტოსესიით ისინი სხვა მოზარდ გოგონებს მაკიაჟისა და სექსუალური ბიკინის ტარებისკენ უბიძგებდნენ. ანჯელინა ჯოლი 2008 წელს გამოჩნდა ფოტოები, რომელზეც 16 წლის ენჯი საკმაოდ თამამად პოზირებს. თავად ვარსკვლავისთვის ამ ფოტოებში არაფერი სკანდალური არ ყოფილა. ანჯელინა ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როცა ბოიფრენდთან ერთად დაიწყო ცხოვრება. ტილან ბლონდო ფრანგი მოდელი 10 წლის იყო, როცა Vogue-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.ამ ფოტოებმა დიდი სკანდალი გამოიწვია პრესასა და საზოგადოებაში.ეს ეპატაჟური ფოტოსესია Vogue Paris-ის რედაქტორს, კარინ როიტფელდს სამსახურის დაკარგვად დაუჯდა. ტილანი დღეს ერთ–ერთ მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება მოდის სამყაროში. ქეით მოსი 1992 წელს Calvin Klein-მა უნისექსის სტილის პირველი ხაზი გამოუშვა. რეკლამაში 18 წლის მოსი და მსახიობი მარკ უოლბერგი მონაწილეობდნენ.გულახდილმა ფოტოებმა საზოგადოებაში მორიგი სკანდალი გამოიწვია. ქეითმა კიდევ რამდენიმე სკანდალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, არომატ Obsession-ის რეკლამაში ამ ფოტოზე კი, 18 წლის სრულიად შიშველი ქეითი მარიო სორენტიმ გადაიღო 1992 წელს. კამერონ დიასი ქერა ლამაზმანი 16 წლის იყო, როცა Elite Model Management-თან ხელშეკრულება გააფორმა და 5 წლის განმავლობაში მოდელად მუშაობდა. მან სრულიად შიშველმაც მიიღო ერთ–ერთ ფოტოსესიაში მონაწილეობა. 481 2-ს მოსწონს
|