პოეზია ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ - დააკვირდით! 2018, 5 სექტემბერი, 10:02
ჯონათან რიდის ამ ლექსმა 2007 წელს მეორე ადგილი დაიმსახურა ორგანიზაცია AARP-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში, რომელიც დაკარგულ თაობას ეძღვნებოდა. მონაწილეებს უნდა შეექმნათ ორ წუთიანი ვიდეო, რომელშიც აღწერილი იქნებოდა მომავლის შესახებ მათი შეხეულება - წარმოედგინათ, როგორი იქნებოდა სამყარო მაშინ, როცა მათ 50 წელი შეუსრულდებოდათ.
მე დაკარგული თაობის ნაწილი ვარ და უარს ვამბობ მჯეროდეს, რომ მე შემიძლია სამყაროს შეცვლა. გაგიკვირდებათ, მაგრამ დავრწმუნდი, "ბედნიერება უკვე შენშია" - სინამდვილეში ტყუილია. "ფული მომიტანს ბედნიერებას" და ოცდაათი წლის ასაკში შვილს მოვუყვები, რომ ის არ არის ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი.. ჩემს უფროსს კი ეცოდინება, ჩემი პრინციპი აი, ეს არის - "სამუშაო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახი" მისმინეთ: უხსოვარი დროიდან ოჯახები ერთად ცხოვრობენ მაგრამ დღეს სწრაფი გადაწყვეტილების ხანაა, როგორც გამოცდილი ადამიანები ამბობენ, ოცდაათი წლის შემდეგ განქორწინების ათი წლისთავს ვიზეიმებ. მე არ მჯერა, რომ ვიცხოვრებ ქვეყანაში, რომელსაც თავად შევქმნი. მომავალში ბუნების განადგურება ნორმად ჩაითვლება. აღარავინ იტყვის, რომ შევძლებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი მშვენიერი პლანეტა. და რაღა თქმა უნდა, ჩემი თაობა უკვე დაკარგულია. სისულელეა გჯეროდეს, რომ იმედი არსებობს. Jonathan Reed, "Lost Generation". ახლა კი წაიკითხეთ ეს თეთრი ლექსი მეორედ, ქვემოდან ზემოთ. "დაკარგული თაობა" - ლექსი, რომელიც ორივე მხრიდან იკითხება და წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების ორი საპირისპირო სიუჟეტის ერთგვარ სიმბოლოს. რომელ მათგანს აირჩევთ - ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. ესეც აღნიშნული ლექსის ორიგინალი, ინგლისური ვერსია: ასევე დაგაინტერესებთ: 1. ტესტი: რომელი მულტფილმია სურათზე სიმბოლოებით დაშიფრული? 2. განცხადება პაემნის რუბრიკაში 3. იმერელი ბაბუა - სახალისო ამბავი 4. "ყავის ჭიქები" - თანამედროვე იგავი ბედნიერებაზე 5. "აუ პროსტა ნახეთ მატარებელი რას უშვება გოგოს" - ლევ ტოლსტოი 6. ორწინადადებიანი ძალიან საშიში მოთხრობები 7. 6 სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ 948 10-ს მოსწონს
|