პოეზია ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ: რატომ? წაიკითხეთ და მიხვდებით! 2015, 20 იანვარი, 13:04 მე დაკარგული თაობის ნაწილი ვარ და უარს ვამბობ მჯეროდეს, რომ მე შემიძლია სამყაროს შეცვლა. გაგიკვირდებათ, მაგრამ უკვე დავრწმუნდი, "ბედნიერება უკვე შენშია" - სინამდვილეში ტყუილია. "ფული მომიტანს ბედნიერებას" და ოცდაათი წლის ასაკში შვილს მოვუყვები, რომ ის არ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი. ჩემს უფროსს კი ეცოდინება, ჩემი პრინციპი აი, ეს არის - "სამუშაო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახი" მისმინეთ: უხსოვარი დროიდან ოჯახები ერთად ცხოვრობენ მაგრამ დღეს სწრაფი გადაწყვეტილების ხანაა, გამოცდილი ადამიანები მეუბნებიან, ოცდაათი წლის შემდეგ განქორწინების ათი წლისთავს ვიზეიმებ. მე არ მჯერა, რომ ვიცხოვრებ ქვეყანაში, რომელსაც თავად შევქმნი. მომავალში ბუნების განადგურება ნორმად ჩაითვლება. აღარავინ იტყვის, რომ შევძლებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი მშვენიერი პლანეტა. და რაღა თქმა უნდა, ჩემი თაობა უკვე დაკარგულია. სისულელეა გჯეროდეს, რომ იმედი არსებობს. Jonathan Reed, "Lost Generation". ახლა კი წაიკითხეთ ეს თეთრი ლექსი მეორედ, ქვემოდან ზემოთ. ჯონათან რიდის "დაკარგული თაობა" - ლექსი, რომელიც ორივე მხრიდან იკითხება და წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების ორი საპირისპირო სიუჟეტის ერთგვარ სიმბოლოს. რომელ მათგანს აირჩევთ - ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. ესეც ორიგინალი ვერსია: 7103 14-ს მოსწონს 1-ს არა
|