ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი მათე მაყაშვილი საზოგადოების წიგნის წაკითხვის იძულების საინტერესო მეთოდზე წერს:
"მოკლედ, მე მაქვს იდეა, როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის დონე, ამისათვის საჭიროა ნაწარმოებები გამოვიდეს ახალი სათაურებით, მაგალითად:
"აუ პროსტა ნახეთ მატარებელი რას უშვება გოგოს" - ლევ ტოლსტოი.
"ტიპი ტყუილად ჩასვეს ციხეში, გამოვიდა და რაც შემდეგ მოხდა ყველას გაგაოცებთ" - ალექსანდრე დიუმა.
"აუ ტიპი მაგრად ღადაობს" - ვუდჰაუზი.
"ბიჭმა სელფი გადაიღო, რაც შემდეგ მოხდა, შოკში ჩაგაგდებთ" - ოსკარ უალდი.
"აუ ნახეთ ტიპი პროსტა რა გიჟია" - კენ კიზი.
"საყვარელი ბავშვი. ყოველდღე ვიწერდი, ნაწერი სულს აგიფორიაქებთ" - ანე ფრანკი.
"ამ საწყალ არსებას თავიდან ყველა დასცინოდა, რაც შემდეგ მოხდა ცრემლებს მოგადენთ, " - ვიქტორ ჰიუგო
დანარჩენი თქვენ დაამატეთ. ერთი დიდი სია გავაკეთოთ და დავბეჭდოთ ახალი სათაურებით, " - წერს ფეისბუქში მათე მაყაშვილი.