x
image
natia.a
აი, როგორი იქნებოდა გამოცდებს ცნობილი მწერლები რომ იბარებდნენ...

imageაი, კიდევ ერთი სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და იწყება მზადება ისეთი არც თუ ისე სასიამოვნო მომენტისთვის, როგორიცაა გამოცდები... ამიტომ, მოსწავლეებო, სტუდენტებო, ან თუნდაც მასწავლებლებო, გუნება-განწყობა ცოტათი მაინც რომ გამოგიკეთოდ, გთავაზობთ სახალისო ჩანახატებს, იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა გამომცდელების ადგილზე ყველასათვის ცნობილი მწერლები რომ ყოფილიყვნენ...


სოკრატე: "მე ვიცი, რომ თქვენ არაფერი არ იცით!"


ჰომეროსი: "გამოცდისთვის მზად ხართ?" - "დიახ" - "დავიწყოთ გემების ჩამონათვალით".

ალექსანდრე დიუმა (მამა): "გამოცდისთვის მოემზადეთ?“– "დიახ" – "მაშ დაიცავით თავი, ბატონო!".

შექსპირი: "გამოცდისთვის მოემზადეთ?" – "დიახ" – "თუ არ მოემზადეთ?"

გაბრიელ გარსია მარკესი: "გამოცდისთვის მოემზადეთ?" – „დიახ“ – „თქვენ ნამდვილი გმირი ხართ! მოგვიყევით თქვენი ოჯახის სშსახებ...“

ილფი და პეტროვი: „ამხანაგო სტუდენტებო (მოსწავლეებო)! თქვენი საგამოცდო ბილეთები ჩაკერილია სკამებში, რომლებზეც ზიხართ!“

ლერმონტოვი: „მზად ხართ დაიცვათ თქვენი პასუხი, ჩემო ბატონო?“ – „დიახ“ – „მაშ განაგრძეთ..."

ალექსანდრე ბლოკი: „ისწავლეთ ბილეთები?“ – „დიახ“ – „ყოჩაღ, წმინდად სიმბოლურად, გიწერთ ხუთიანს“.

ჩეხოვი: “გამოცდისთვის მოემზადეთ?“ – „არა“ – „ ვნახოთ რამდენად გულმხურვალედ ევედრეთ უფალს“.

ჯეიმს ჯოისი: „ბოლომდე ჩაიკითხეთ – „არა“ - ახლა ჩაიკითხეთ?“ – „დიახ“ – „შენიშვნა?“ – „შემიბრალეთ...“

არტურ კონან დოილი: „თქვენი თვალების ქვეშ გაჩენილი მუქი ზოლების მიზედვით თუ ვიმსჯელებთ, მეცადინეობდით... მაგრამ მენთოლის საღეჭი რეზინი
და არარსებობა საათისა, რომელსაც ყოველთვის ატარებდით და ახლაც ჩვეულებრისამებს ეძებთ მაჯაზე - მაფიქრებინებს, რომ ღამე თქვენს საწოლში არ გაგიტარებიათ. ხოლო ის, თუ როგორ აწვალებთ ჩანთის შესაკრავს და იქნევთ კალამს, მარწმუნებს, რომ მზად არ ხართ.“

შარლ ბოდლერი: „გამოცდისთვის მოემზადეთ? – „არა. ლექსებს
ვწერდით, ღვინოს ვსვამდი და ერთმანეთი გვიყვარდა“ – „ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერი მაინც ფერფლია, მხოლოდ ფერფლი...“

ზიგმუნდ ფროიდი: „გამოცდისთვის ემზადებოდით თუ გეძინათ?“ – „ვემზადებოდი“ – „ჰოდა მაშინ ამ ანტიმეცნიერული ერესით იუნგთან მიბრძანდით“.

მაიაკოვსკი: „მოემზადე?“ – „არა“ – „შესანიშნავია! აბა ყველაფერი ამოალაგე შარვლის ტოტებიდან!“

ჯოან როულინგი: „რატომ გაქვთ თვალი ჩალურჯებული?“ – „გოგონას ვიცავდი მოძალადეებისგან“ – „ხუთიანს გიწერთ! ყველას!

ოსკარ უაილდი: „გამოცდა... თავისთავად რა არის გამოცდა? ეს არის ის, როცა სულელები შეკითხვებს სვამენ, რომლებზეც ჭკვიან ადამიანებს არაფერი აქვთ საპასუხო.“

რემარკი: არაფერს კითხულობს - ყველაფერს ხვდება. უსიტყვოდ სვამს კალვადოსს და მიდის მეძავებთან.

მარკ ტვენი: „შემახსენეთ, თქვენ მოგიყევით მისისიპიზე მომხდარი სახალისო ამბავი?“

ეგზიუპერი: „გამოცდისთვის მზად გართ?“ – „დიახ, წავიკითხე სახელმძღვანელო“ – „იცით, ყველაზე მთავარს თვალით ვერ დაინახავთ...მობრძანდით გადაბარებაზე“.

ბულგაკოვი: „მოემზადეთ?“ – „დიახ, მგონი“ – „გჯერათ რომ ჩააბარებთ?“ – „ისე რა...“ – „ორიანი. ყველა საკუთარი რწმენის მიხედვით იღებს“.

დოსტოევსკი: „გამოცდისთვის მოემზადეთ?“ – „დიახ“ - "და
არ დაფიქრებულხართ, რომ სახელმძღვანელო თქვენთვის ახალი ცოდნის ბოროტი ძალის როლში გამოდის: რაც მეტად სწავლობთ მას, მით მეტად გართმევთ თავისუფლებას, გაიძულებთ შიშისგან იკანკალოთ ყოველ ჯერზე, როცა მასში ჩაწერილისგან განსხვავებულად აზროვნება მოგინდებათ?“

3
562
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
562
  
2015, 22 ივნისი, 17:19
არტურ კონან დოილი როგორ მიყვარს, მისი დამსახურებაა ჩემი დღევადელი ცხოვრების გზის არჩევა, რომელსაც არ ვნანობ.
2015, 12 ივნისი, 21:56
ბულგაკოვი მომეწონა,იყო რაღაც დამაფიქრებელი
2015, 12 ივნისი, 21:32
ჰაჰაჰ "სოკრატე: "მე ვიცი, რომ თქვენ არაფერი არ იცით!"
0 1 3