x
image
natia.a
"არსებობს სიცოცხლე შობის შემდეგ?" - იგავი ორ ტყუპზე
imageერთხელ, ერთი ორსული ქალის მუცელში ორი ემბრიონი იზრდებოდა. ერთს პატარა მორწმუნე ერქვა, მეორეს - პატარა სკეპტიკოსი.


ერთ დღეს სკეპტიკოსმა ძმას ჰკითხა: "მისმინე, გჯერა რომ შობის შემდეგ სიცოცხლე არსებობს?"


მორწმუნემ უპასუხა:"რა თქმა უნდა, მჯერა. ეს ხომ ცხადზე ცხადია - სიცოცხლე შობის შემდეგ გრძელდება. აქ მხოლოდ იმისთვის ვართ, რომ გავიზარდოთ და შობის შემდეგ სიცოცხლისთვის შევემზადოთ, ძალა რომ მოგვემატოს ახალ ცხოვრებასთან შეხვედრისთვის."


"ხოო? მე კი ეს ყველაფერი სისულელე მგონია. სინამდვილეში შობის შემდეგ არანაირი სიცოცხლე არ არსებობს. წარმოგიდგენია როგორი შეიძლება იყოს ის ცხოვრება?" - განაგრძო სკეპტიკოსმა.



"ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ იქნება მეტი სინათლე, ვიდრე აქ არის. შეიძლება პირით ვჭამოთ, ვირბინოთ და..."


"რა სისულელეა! - შეაწყვეტინა ძმას სკეპტიკოსმა, - სირბილი საერთოდ შეუძლებელია, პირით ჭამის იდეა კი უბრალოდ სასაცილოა. ჩვენ ხომ ჭიპი გაქვს და ის გვკვებავს. ამის გარეშე წარმოუდგენელია. ჭიპი - ჩვენი სიცოცხლეა! თანაც, შეამჩნიე, რომ ეს ჭიპიც სულ უფრო გვიმოკლდება?"


"არა! ნამდვილად შესაძლებელია. უბრალოდ მთელი სამყარო იქნება სხვანაირი - არა ისეთი, რომელსაც შევეჩვიეთ." - არ თმობდა პატარა მორწმუნე.


"მაგრამ, შობის შემდეგ...აღარავინ დაბრუნებულა! ყველამ იცის, რომ ცხოვრება შობით მთავრდება. და საერთოდ, სიცოცხლე - ეს სიბნელეში ტანჯვაა და მეტი არაფერი."


"არა, მართლა არ ვიცი, როგორი იქნება შობის შემდეგ სიცოცხლე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დედიკოს ვნახავთ და ის მოგვივლის. "


"დედას? შენ რა, გჯერა, რომ დედა არსებობს? ჰა-ჰაა! და როგორ გგონია, სად არის?"


"ყველგან...სულ ჩვენთან არის. ჩვენ ხომ მასში ვცხოვრობთ. მის გარეშე ვერ ვიარსებებდით."


"სისულელეა ეს ყველაფერი. არასოდეს მინახავს ეს დედა და არც შეიძლება არსებობდეს."


"ზოგჯერ, როცა ჩუმად ვართ, შეგიძლია გაიგონო როგორ მღერის, ან კიდევ როგორ ეფერება ჩვენს "სამყაროს", და... დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტი სიცოცხლე სწორედ შემდეგ დაიწყება!"


2
548
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
548
  
2015, 5 მაისი, 18:41
მაგარია *–*
2015, 4 მაისი, 12:11
კარგია.G–G
0 1 2