ერთხელ, პრესტიჟული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებმაც საკმაოდ წარმატებული კარიერა გაიკეთეს, ყოფილ პროფესორს ესტუმრნენ. საუბარი სამუშაოზე ჩამოვარდა და ახალგაზრდებმა წუწუნი დაიწყეს - უამრავი სირთულისა და ყოველდღიური პრობლემების გადალახვა გვიხდებაო.
პროფესორი სამზარეულოში გავიდა, რათა სტუმრებისთვის ყავა გამოეტანა.
დაბრუნებულ მოხუცს ლანგარზე ყავადანი და სხვადასხვანაირი ჭიქები ედო: აქ იყო
ფაიფურის, შუშის, პლასტმასის, ბროლის ჭიქები; ზოგი უბრალო იყო, ზოგიც კი - ძალიან ძვირფასი.
როდესაც სტუმრებმა ჭიქები აიღეს, პროფესორმა თქვა:
- ნახეთ, ყველამ ლამაზი ჭიქები აიღო, უბრალოები კი დარჩა. მართალია ნორმალურია საკუთარი თავისთვის გინდოდეს ყველაფერი საუკეთესო, მაგრამ სწორედ ეს არის თქვენი პრობლემებისა და სტრესის მიზეზი. გაიგეთ, რომ ჭიქა თავისთავად არ ხდის ყავას უფრო გემრიელს. ხშირად ჭურჭელი მართალია, ძვირიანია, მაგრამ ამით უფრო ფარავს იმას რაც შიგ ასხია. სინამდვილეში თქვენ უბრალოდ ყავა გინდოდათ და არა ჭიქა. მაგრამ გაცნობიერებულად აიღეთ საუკეთესო ფინჯნები, შემდეგ კი ჩუმად აკვირდებოდით რომელს უფრო უკეთესი შეხვდა.
ახლა კი დაფიქრდით: ცხოვრება - ყავაა, ხოლო სამუშაო, ფული, მდგომარეობა, საზოგადოება - ფინჯნებია. ისინი მხოლოდ ხელსაწყოებია ცხოვრების შესანარჩუნებლად. ის ფაქტი, თუ როგორი ფინჯანი გვაქვს, არ განსაზღვრავს და არც ცვლის ჩვენი ცხოვრების ხარისხს. ზოგჯერ მხოლოდ ფინჯანზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას და გვავიწყდება თავად ყავის გემოს დაფასება.
ბედნიერი ის კი არ არის, ვისაც ყველაფერი საუკეთესო აქვს, არამედ ის, ვინც ყველაფერ საუკეთესოს იღებს იმისგან, რაც აქვს.