საზოგადოება ვინ არიან ყველაზე ახალგაზრდა გავლენიანი ქალები მსოფლიოში? 2018, 4 სექტემბერი, 0:30 Forbes-მა გაავრცელა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალების ასეული. მინდა წარმოგიდგინოთ ამ სიაში მოხვედრილი ყველაზე ახალგაზრდა ქალები, რომლებმაც შეძლეს და მოიპოვეს უდიდედი გავლენა მსოფლიო მასშტაბით. 1. ტეილორ სვიფტი - ამერიკელი მომღერალი, რომელიც მომენტის ყველაზე გაყიდვადიდა განხილვადია ამ სფეროში. ის 28 წლისაა და უკვე შეძლო მოეპოვებინა ადგილი Forbes-ის შემდეგ სიებში - ყველაზე გავლენიანი ქალები #85, ამერიკის self-made ქალები #60, ყველაზე მაღალ შემოსავლიან ვარსკვლავები #21. 2. პრისცილა ჩანი - facebook-ის მამის, მაკრ ცუკერბერგის მეუღლე, მედიცინის დოქტორი, რომლის საქველმოქმედო ფონდი და არასამთვრობო ორგანიზაცია მილიონობით დოლარის ინვესტირებას ახდენს სხვადასხვა სფეროში და ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში 60-მდე დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. Forbes-მა ის 69-ე ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. პრისცილა 33 წლისაა. 3. ივანკა ტრამპი - ამერიკის პრეზიდენტის შვილი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ დე-ფაქტო პირველ ლედიდ. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ის მართვდა საკუთარ კომპანიას, ახლა კი პრეზიდენტი მამის მრჩეველია და Forbes-მა ის მე-19 ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა მსოფლიოში. ის 36 წლისაა. 4. ბიონსე - მუსიკოსი. 21-ე საუკუნის ეთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი მომღერალი. მას დიდი გავლენა აქვს მოდაზეც. ბიონსე 36 წლისაა. Forbes-მა ის 50-ე ყველაზე გავლენიან ქალას დაასახელა. ამასთანავე არის 35-ე ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავი. 5. Roshni Nadar Malhotra - HCL Corporation-ის ექსკლუზიური დირექტორი, რომელმაც ეს თანამდებობა 27 წლის ასაკში დაიკავა. ამჟამად მართავს 7.5 მილიარდიან ბიზნესს და აქვს საქვემოქმედო ფონდი, რომელიც სკოლებსა და კოლეჯებს აშენებს ინდოეთის მასშტაბით. ის 36 წლისაა და Forbes-მა 57-ე ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა მსოფლიოში. სიაში ყველაზე ასაკოვანი ბრიტანეთის დედობალი ელისაბედ მეორეა. ის 92 წლისაა და სიაში 26-ეა. 303 1-ს მოსწონს
|