საზოგადოება
იუნა შაფათავა: შოვინიზმი, ნაციზმი, სადიზმი, რეგვენობა, ბარბაროსობა - დამეხმარეთ, რა ჰქვია ამ არაადამიანობას???
2018, 30 აგვისტო, 23:05
ამერიკაში მცხოვრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს ეხმაურება, სადაც მოწოდებაა სადაც შეგხვდება რუსის ქალები, დიდიან-პატარიანად მათზე იძალადო:
"მრცხვენია ძალიან. და კომენტარებში წერენ "მაგისთვის არიან ჩამოსულებიო".
შოვინიზმი, ნაციზმი, სადიზმი, რეგვენობა, ბარბაროსობა- დამეხმარეთ, რა ჰქვია ამ არაადამიანობას??? ეს ბრძოლა არაა ეს ლაჩრობაა. გაუშვით ცოლები თურქეთში ამერიკაში რუსეთში საშოვარზე და მოტ*ანით "მტრის" სახე ქალები.
ტფუ."-წერს იუნა შაფათავა.