x
image
მანჩო 777
სკანდალური არქეოლოგიური აღმოჩენები - ბოსნიის პირამიდები
პირამიდები-უძველესი ნაგებობებია, რომელთა ზუსტი დანიშნულება მეცნიერებისათვის ჯერაც არაა ცნობილი. უძველესი დროიდანვე ყველასათვის კარგად იყო ცნობილი გიზის (ეგვიპტე) პირამიდები. მოგვიანებით, როდესაც პირველად გაიჭრა გზა ახალ სამყაროში, აღმოჩნდა, რომ ამერიკის კონტინენტზეც არსებობენ ეს გრანდიოზული ნაგებობები, XX საუკუნის დასაწყისში პირამიდები აღმოჩენილ იქნა ჩინეთში და შემდეგ მთელი რიგი პირამიდებისა იპოვეს ოკეანის ფსკერზე იაპონიის, კუბის, ბერმუდის კუნძულებთან ახლოს, მაგრამ ალბათ ყველაზე სენსაციური და მოულოდნელი აღმოჩენა XXI საუკუნის დასაწყისში მოხდა. მოვლენები ევროპაში, კერძოდ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში განვითარდა.



image



2005 წელს სამოყვარულო არქეოლოგმა სემირ ოსმანაჟიჩიმა გამოაცხადა წარმოუდგენელი აღმოჩენის შესახებ - მან აღმოაჩინა ხუთი უზარმაზარი პირამიდა ბოსნიაში. ისინი ეგვიპტის პირამიდებს ჰგავდნენ, მაგრამ გაცილებით დიდები იყვნენ. მანამდე ითვლებოდა, რომ ევროპაში არ იყო პირამიდები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოსნიის პირამიდები დედამიწაზე ამ ტიპის უმსხვილესი და უძველესი ნაგებობები იყო.

მაიმნც რა დაედო საფუძვლად ამ სკანდალურ აღმოჩენას: ერთხელ სემირ ოსმანაჟიჩს მისმა ჰიუსტონელმა ნაცნობმა, რომელიც ნასა-ში მუშაობდა, აჩვენა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც ცენტრალური ბოსნია იყო აღბეჭდილი. ფოტოზე ნათლად ჩანდა ნაცნობი ადგილები, სადაც სემირი დაიბადა და გაიზარდა. როცა მეცნიერი მშობლიური ქალაქის კონტურებს ათვლიერებდა, უცებ ყურადღება მიაქცია პატარა ქალაქ ვისოკოსთან ახლომდებარე მთებს. სემირი შეძრა იმან, რაც სურათზე დაინახა: სამ მთას გააჩნდა ნათლად გამოხატული დიაგონალები, რომლებით სწორი კუთხით იკვეთებოდა. მრავალწლიანმა გამოცდილებამ მეზოამერიკული პირამიდების კვლევისა მეცნიერს მაშინვე უკარნახა ის აზრი, რომ ეს მთები აშკარად ხელოვნური წარმოშობისა იყო და მის შექმნაში ადამიანების ხელი ერია. ასე რომ, ნასას ფოტოებმა დაუდო საფუძველი ამ სენსაციურ აღმოჩენას.




image



დეტალური შესწავლის შედეგად მკვლევარებმა აღმოაჩინეს მკაფიო ნიშნები, რომ ნაპოვნი ნაგებობები ადამიანის ხელით იყო შექმნილი. განსაცვიფრებელი აღმოჩენის წყალობით ოსმანაჟიჩმა მიიღო ოფიციალური მხარდაჭერა და ასიათასობით დოლარი ბოსნიის წარსულის საიდუმლოების ამოხსნისათვის.

51 წლის სემირ ოსმანოვიჩი სარაევოს უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორი და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრია. 2005 წელს ჩატარებული გამოკვლევების და არქეპოლოგიური გათხრების შემდეგ მან განაცხადა, რომ ქალაქ ვისოკოს მახლობლად არსებული ტყით დაფარული მთა რეალურად უძველესი 220-მეტრიანი პირამიდაა, რომელიც ააგო უცნობმა ცივილიზაციამ დაახლოებით 40 ათასი წლის წინ!



image


არქეოლოგიური გათხრები ამ განცხადების გაკეთებიდან ერთ წელიწადში დაიწყო. გათხრების დაწყებისთანავე დადგინდა, რომ მთა შედგება უზარმაზარი ქვის ბლოკებისაგან (2-3 მეტრი სიმაღლის), მთის მწვერვალისაკენ მიდის საფეხურები, მთის ძირში გზაა გაყვანილი, მთის ფერდობებზე კი ტერასებია გაკეთებული. ოსმანაჟიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: ''ვისოკოს მახლობლად მდებარე ხეობაში სულ ხუთი პირამიდაა აღმოჩენილი, რომლებიც აშენდა უძველესი არქიტექტორების მიერ მზის, მთვარისა და დრაკონების უცნობი ღვთაების პატივსაცემად. ყველა შენობა ერთმანეთთან დაკავშირებულია მიწისქვეშა გვირაბების ქსელით''.

image


"ჩვენ სკოლიდანვე გამუდმებით გვიმეორებდნენ: არ არსებობს თეთრი ლაქები ისტორიაში, ეს უბრალოდ შეუძლებელია, - წერს ოსმანაჟიჩი, - მაგრამ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდებოდა პლანეტაზე 20-30 ათასი წლის წინ მაშინ, როცა თუნდაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდის შესახებ ისტორიკოსებს შორის გამუდმებული დავა მიმდინარეობს? ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენი ცივილიზაცია სტიქიური უბედურებით და ბუნებრივი კატაკლიზმებით განადგურდეს - მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ დავუშვათ, ახალ ადამიანებს, რომლებიც დედამიწაზე დასახლდებიან, ასევე არ ეცოდინებათ არაფერი ჩვენს შესახებ, ისინი ივარაუდებენ, რომ მათ მოსვლამდე დედამიწაზე მხოლოდ მამონტები ცხოვრობდნენ''.

მას შემდეგ, რაც ვისოკოში გათხრები დაიწყო, სამეცნიერო სამყარო ორად გაიყო. ეს ბუნებრივია, რადგან მტკიცებულების გარეშე ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ათასობით წლის მანძილზე შუაგულ ევროპაში იდგა უცნობი ცივილიზაციის პირამიდები და არავინ არავითარი ყურადღება არ მიაქცია მათ.

როგორ შეიძლებოდა, ეს უზარმაზარი, მონუმენტური ნაგებობები ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ყოფილიყო XXI საუკუნეში? - საქმე იმაშია, რომ ისინი ისე ძველია, რომ დაფარული არიან ნიადაგით და მცენარეებით და ხალხი მას აღიქვამდა, როგორც მთებს და არა ადამიანის ხელით შექმნილ პირამიდებს.

ყველზე დიდ პირამიდას ოსმანაჟიჩმა მზის პირამიდა დაარქვა, მომდევნოს- მთვარის პირამიდა, სხვებს კი დედამიწის, სიყვარულის და დრაკონის სახელები უწოდა. მზის პირამიდას დედამიწიდან 220 მეტრი სიმაღლე აქვს, რაც ხეოფისის პირამიდის სიმაღლეზე (146, 6 მეტრი) გაცილებით მეტია. ბოსნიის პირამიდას სიმაღლით მხოლოდ ჩინეთის პროვინცია შანგსიში მდებარე თეთრი პირამიდა უსწრებს - მისი სიმაღლე 300 მეტრზე მეტია.



image



სემირ ოსმანაჟიჩის მტკიცებით, პირამიდების ასაკი 12- დან 40 ათას წლამდე მერყეობს. ამ განცხადებამ შოკში ჩააგდო ტრადიციული ისტორიის წარმომადგენელები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კაცობრიობის ისტორიაში პრაქტიკულად არაა თეთრი ლაქები. მეცნიერების ნაწილი სემირს მისტიფიკატორს უწოდებდა, ხოლო არქეოლოგების მეორე ნაწილმა მისი აღმოჩენა გენიალურად ჩათვალა.

ოსმანაჟიჩის ოპონენტების მტკიცებით, პირამიდები ბუნებრივი წარმონაქმნებია და ადამიანის ხელით შექმნილ ნაგებობებთან მათ საერთო არაფერი აქვთ.



image



ბალკანების უძველესი ისტორიის შემსწავლელი მეცნიერი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი კურტის რუნელი ამტკიცებს, რომ 27-დან 12 ათასწლეულების განმავლობაში ბალკანეთის ნახევარკუნძული ყინულით იყო დაფარული და ასეთი საშინელი სიცივის პირობებში ვერანაირი ცივილიზაცია ვერ იარსებებდა. სამეცნიერო სამყაროს მეორე ცნობილმა წარმომადგენელმა, ევროპის არქეოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ენტონი ჰარტინგმა ჟურნალ "ტაიმში" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ოსმანაჟიჩის თეორიას აბსურდული უწოდა, თუმცა ასეთი ბრალდებების მიუხედავად ბოსნიელ მეცნიერს ხელი არ ჩაუქნევია და გამუდმებით იბრძოდა თავისი ვერსიის დასამტკიცებლად.

არსებობს ფაქტები, რომელთა შემოწმება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: დამტკიცებულია, რომ გამყინვარების პერიოდში ის ტერიტორია, რომელზეც ამჟამად ბოსნია მდებარეობს, არასოდეს არ ყოფილა დაფარული ყინულით. მყინვარებმა დაფარეს სკანდინავია, პოლონეთი და მიაღწიეს გერმანიამდე, უფრო შორს სამხრეთისაკენ ის არ წასულა. ამ პერიოდში ადიატიკის ზღვა და მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული საკმაოდ რბილი ჰავით გამოირჩეოდა და სავსებით ხელსაყრელი გარემო პირობები არსებობდა ცივილიზაციის ჩამოყალიბებისათვის.

პირამიდების აღმომჩენის სემირ ოსმანაჟიჩის თქმით, ბოსნიის პირამიდების საიდუმლოების ამოხსნამ შესაძლოა გადაატრიალოს არამარტო ევროპის ისტორია, არამდე მთელი მსოფლიოსიც. როგოც უკვე ავღნიშნეთ, მეცნიერი ვარაუდობს, რომ პირამიდების ასაკია არანაკლებ 12 ათასი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეგვიპტის პირამიდებთან შედარებით გაცილებით ძველია.



სხვათაშორის, ბოსნიელ მეცნიერს არ სჯერა საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების, რომ პირამიდები ფარაონების ან ზოგადად მეფეების განსასვენებლებს წარმოადგენდნენ. ამ საკითხში ის ინგლისელი მეცნიერის კრისტოფერ დინის ვერსიას იზიარებს: თავდაპირველად პირამიდები ემსახურებოდა უცხო ცივილიზაციებს როგორც ენერგიის წყაროები თანამედროვე ელექტროსადგურების მსგავსად. წიგნში "გიზის ელქექტროსადგური'' მეცნიერმა გამოაქვეყნა ხეოფსის პირამიდის შიგნით მდებარე ლაბირინთების ფოტოები და სქემები უძველესი მექანიზმებისა, რომლებიც ძალიან ჰგავს ძრავებს. ბრიტანელმა წამოაყენა გამბედავი ვერსია, რომ პირამიდები აწარმოებდნენ გაცილებით მეტ ენერგიას, ვიდრე ბირთვული რეაქტორი.

გათხრების დაწყებიდან მალევე დაიწყო კიდევ ერთი სკანდალი: ისტორიკოსების და კულტურის მუშაკების ნაწილი ითხოვდა გათხრების შეწყვეტას. ისინი ამტკიცებდნე, რომ ამით ზარალი მიადგებოდა ვისოკოს შუასაუკუნეების არქეოლოგიურ ძეგლებს. ოსმანაჟიჩის დიდი გამარჯვება იყო მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცოგოვინის მთავრობის და თავად ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც საკმაოდ დიდი თანხები გამოჰყო გათხრების გასაგრძელებლად.

2007 წელს გათხრების ადგილას, ყველაზე დიდი-მზის პირამიდის ძირში გაიხსნა არქეოლოგიური პარკი, სადაც ნებისმიერი მსურველს შეუძლია მოინახულოს პირამიდების ველი, თუმცა შიგ შესვლა და გვირაბების დათვალიერება ჯერჯერობით აკრძალულია, რადგან ისინი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა შესწავლილი და გამოკვლეული. უნდა აღინიშნოს, რომ ინტერესი ამ აღმოჩენის შესახებ იმდენად დიდი იყო, რომ მხოლოდ 2006 წლის განმავლობაში ეს ადგილი 250 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა, აქ ჩამოდიოდნენ არქეოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ისტორიკოსები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და უბრალოდ სენსაციების მოყვარულები. სემირ ოსმანაჟიჩი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა.



image



ევროპის პატარა ქვეყანას-ბოსნია და ჰერცეგოვინას, სადაც სულ რაღაც 12-იოდე წლის წინ სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა, კიდევ ერთხელ მიეცა შანსი სამუდამოდ დაევიწყებინა უთანხმოება და გაერთიანებულიყო თუნდაც იმისათვის, რომ მოეპოვებინა სახელი მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდების ბატონ-პატრონისა.


მომდევნო წლებში ჩატარებულმა გათხრებმა და გამოკვლევებმა კიდევ ბევრ საიდუმლოს ახადა ფარდა. კერძოდ აღმოჩდა, რომ :

ყველაზე დიდი, მზის პირამიდის ოთხივე მხარე ორიენტირებულია ქვეყნის მხარეების მიმართულებით, ამასთანავე ჩრდილოეთი ნაწილი მკაცრად მიმართულია პოლარული ვარსკვლავისაკენ. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ეგვიპტის და მექსიკის პირამიდებიც ზუსტადა ასეთივე პრინციპითაა აგებული;



image



პირამიდები აგებულია უზარმაზარი ქვის ფილებით, რომლებიც ძალიან წააგავს თანამედროვე სამშენებელო ბლოკებს, მათ გააჩნიათ მართკუთხედის ფორმა და აბსოლუტურად სწორი ზედაპირი, თუმცა ბლოკები იმდენად დიდია და მძიმე, მათი აწევა და მშენებლობის ადგილზე მიტანა მხოლოდ ტიტანებს ან გოლიათებს შეეძლოთ. ნახშირბადოვანმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი დამზადებულია ძალიან მტკიცე, მაგრამ უცნობი მასალისაგან;



image



ქვის ბლოკები ერთმანეთთან შერთებულია ზუსტად იგივე ზემტკიცე მასალით, რისგანაც დამზადებულია ეს ბლოკები. აგრეთვე გამოირკვა, რომ ყველა ხუთივე პირამიდა ერთი და იგივე მასალითაა აშენებული;



image



პირამიდების ძირები ერთმანეთს უკავშირდება გვირაბების ქსელით. გვირაბებში უამრავი საინტერესო ნივთი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ლითონის ფილები-მეგალითები, რომლებიც უდაოდ ადამიანის ხელითაა შექმნილი. შესაძლებელია ისინი განკუთვნილი იყო რელიგიური რიტუალებისათვის;



image



გვირაბებში აღმოჩენილი იქნა სფეროსებრი ფორმის ქვის ბურთები. სკეპტიკოსებმა მაშინათვე გამოთქვეს აზრი, რომ ეს იყო ბუნებრივი წარმონაქმნები, მაგრამ ბევრი მეცნიერის მტკიცებით, ყოვლისშემძლე ბუნებაც კი ვერ მისცემდა ასეთ იდეალურად მრგვალ ფორმას ქვას. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სფეროები პრეისტორიული პერიოდისაა. იმედია, შემდგომი გამოკვლევა ნათელს მოჰფენს მათი დამზადების საიდუმლოებას;



image



მიწისქვეშა გადასასვლელებზე, რომლებსაც მიწისქვეშა ლაბირინთებს ეძახიან, აღმოაჩინეს საკმაოდ ბევრი ანტიკური ნივთი. დღეისთვის ყველა მეტი ანტიკური ნივთი ზუსტად ბოსნიის პირამიდების ქვეშ მდებარე გვირაბებშია ნაპოვნი. ნივთების საერთო წონა 9 ტონას აღემატება;


და კიდევ ერთი საინტერესეო ფაქტი: გვირაბების ატმისფეროს კვლევისას მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აქ არის უარყოფითად დამუხტული იონებით მდიდარი ჰაერის მასები, რომლებიც, ნახშირბადოვანი ანალიზის თანახმად, გამოჯანმრთელების ეფექტს იძლევა ბევრ დაავადებაზე.



image


ასე რომ, ბოსნიაში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გამოსაკვლევი და აღმოსაჩენი. ჯერ კიდევ გრძელდება მეცნიერებს შორის დავა: მართლა ადამიანის ხელითაა შექმნილი ვისოკოს "მთა-პირამიდები" თუ ბუნებამ იჯადოქრა და გვაჩუქა ეს გასაოცარი ნაგებობები. ვინ იქნება მართალი, ამას მომავალი გვჩვენებს!

ჩემი მხრიდან კი დავამატებდი, რომ სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ვისოკოს მთებში და საკუთარი თვალით ვნახავდი ამ პირამიდებს. სიმაღლის შიშსაც დავძლევდი და ყველაზე მაღალი, მზის პირამიდის წვეროდანაც გადმოვხედავდი არემარეს, თუმცა ეს მხოლოდ ოცნებაა, სავარაუდოდ, აუხდენელი...


6
4445
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
4445
  
2018, 31 აგვისტო, 10:41
ეს კარგად ცნობილი ფსევდოარქეოლოგიური ადგილებია, რომელთაც საერთო არაფერი აქვს პირამიდასთან. სემ ოსმანაგიჩი ჩვეულებრივი ბიზნესმენი თაღლითია, რომელმაც ხალხის შეცდომაში შეყვანით კარგადაც გამოიმუშავა ფული.
2018, 30 აგვისტო, 22:23
მადლობა შეფასებისათვის. კარგა ხანია მიდის დავა ამ პირამიდების შესახებ. სკეპტიკოსები ჯიუტად ირწმუნებიან, ბუნებრივი წარმოშობისააო, მაგრამ იქ ნაპოვნი არტეფაქტები სულ სხვაზე მეტყველებენ. ჯერ არაა საბოლოოდ გამორკვეული ბოსნიის პირამიდები, თანაც დამავიწყდა სტატიაში შემეტანა, რომ ზუსტად ამ ადგილებში მიმდინარეობდა ბრძოლები 90-იანებში და ტერიტორიის დიდი ნაწილი დანაღმული იყო. გათხრების დროს ბევრი ნაღმი იპოვეს, საბედნიეროდ არავინ დაღუპულა. ამის გამო ფერხდება ამ პირამიდების საბოლოო გამოკვლევა.
2018, 30 აგვისტო, 21:03
სხვათაშორის მაგ ტერიტორიებზე იმ დროს, როცა ეს პირამიდები აიგო თუ წარმოიქმნა ცხოვრობდა ჩვენთან მონათესავე ტომები და ხალხები - კავკასოიდური რასის იბერიული ქვერასა.
2018, 30 აგვისტო, 20:54
ეს არ მეგონა მართალი სანამ ამ სტატიას არ წავიკითხავდი. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისთვის. კიდევ ერთი შეემატა ჩვენს საამაყო კოლექციას :3
2018, 30 აგვისტო, 12:35
მადლობა თქვენ
2018, 30 აგვისტო, 11:43
ძალიან საინტერესოა, მადლობა მანჩო 777
0 1 6