საზოგადოება "როგორ ხაართ"-ვინ არის გოგონა,რომლის ვიდეოც ინტერნეტმა აიტაცა 2018, 23 აგვისტო, 14:40
აი, გოგო გამოვიდა, სრული დებილობა იბოდიალა "როგორ ხაართ" თუ რაღაც. ყველა გაამხიარულა, ვიდეო გაავირუსა და ხალხი ისტერიულად ბაძავს. და რატო არაა ახლა ეს ნიჭიერება? 21-ე საუკუნემ და ზოგადად პროგრესმა, ბევრი რამის გაგება და კრიტერიუმები შეცვალა. ხოდა, დიდებულად არი"-წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია. ვიდეორგოლში ახალგაზრდა გოგონა ერთ-ერთ სიმღერას ღიღიღინებს და შიგადაშიგ ამბობს"როგორ ხაართ?"-ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი ვიდეორგოლმა ძალზე გაამხიარულა, ნაწილში კი აგრესია გამოიწვია და შეურაცხმყოფელმა კომენტარებმაც არ დააყოვნა:"სამკურნალოა" "მთვრალია"და ა.შ.ბევრი ვერ მივხდა, რომ ეს სახუმარო, პაროდიული ვიდეორგოლია. სინამდვილეში ვინ არის ის ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ასე გაახიარულა საზოგადოება? იგი გახლავათ მარი არღუთაშვილი (დაბ.1987წ.), შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და გორის ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობი, ნათამაშევი აქვს სპექტაკლებში:“მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი", “თეთრი საყელო", “მუსუსი", “ბლეფი“, "ბურატინო" “ჭირვეულის მორჯულება", “ხმაურის სცენის მიღმა“ "ალუბლის ბაღი", "კონკია", "ძაღლის გული" და სხვა. "ვინც ვერ გაიგო სწორად, მათი ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ მართლაც რთულია, ჩართო ვიდეო და მაშინვე მიხვდე, რომ ხუმრობაა. არაადეკვატური სახით, ხმით და მეტყველებით ვსაუბრობ ვიდეოში, ვინც არ მიცნობს ნამდვილად გაუჭირდებოდა იმის გაგება, რომ ეს ხუმრობა იყო. ზოგი წერდა, წადი თავი მოიკალიო. რომ ვთქვა, რომელიმე კომენტარი მეწყინა, არა. ყველას თავისი აზრი აქვს, თან ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები არიან. გარდა ამისა ჩემი მეგობრების მხირადან მოჰყვა განმარტებები, ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით, “-ამბობს მსახიობი "მოზაიკასთან" ინტერვიუში(ავტორი ხატია მუმლაძე) 2195 8-ს მოსწონს
|