საზოგადოება "ქართველო ნუ ყიდი საქართველოს, ანუ რა გველის ჩვენი დღევანდელი ბედოვლათობის გამო" - გურამ ქართველიშვილი 2018, 22 აგვისტო, 10:28 (საწერად და საკითხავად საგანგაშო სიმართლე) (წაიკითხეთ და გააზიარეთ, ეს ხვალინდელობაა) დღევანდელი სახელმწიფოებრივი ვაქჰანალიიდან გამომდინარე, მოვა დრო როცა ახალგაზრდა თაობები, ასაკში შევლენ, დაღვინდებიან, ჩვენგან, უფროსი თაობებისგან ასპარეზად დათმობილ პორნო-ნარკო კლუბების და ათას დამამახინჯებელ დაწესებულებებში “ძიგძიგის“ ასაკიც გაუვათ და მწარე კითხვები გაუჩნდებათ.
არადა ეს კითხვები ჩვენს მიმართ იქნება დასმული მშობლებო, რადგან ჩვენგან ვერ დაცულ და ჩვენგანვე გამოხრულ--გაყიდულ საქართველოში მოუწევთ ცხოვრება. სამშობლოში, რომელშიც მათი აღარაფერი იქნება. აღარ იქნება მიწა და ქართული წარმოშობის გლეხი, რადგან დღეს ჩვენ სოფელში ახალგაზრდა კაცი სანთლით საძებარია და აქამდე სიმწრით მოტანილ ქართულ გლეხურ კულტურას შვილები აღარ ითვისებენ, ერთეულების გარდა---- ანუ გლეხი აღარ გვეზრდება უძველეს მიწათმოქმედ-გეორგიკანებს. აქედან გამომდინარე ქართულ მიწას ის ეთნოსები გადაიბარებენ, რომლებსაც ჩინელ--ინდოელს ვეძახით ოდიდგანვე ქართველები და რომელ ხალხებსაც დღეს ასე გულუხვად ვასახლებსთ საქართველოში. ხალხებს, რომლებიც არნახულად მრავლდებიან და მიწის მუშების დაუსაქმებელი არმიები ყავთ. შვილები იმასაც ნახავენ თვალით, რომ გენეტიკურად ვაჭრული ორგანიზაციული კულტურით მდიდარი ირანელები კალიებივით მოედებიან საქართველოს სავაჭრო სივრცეს და მის ყველა კუთხე-კუნჭულს დაიკავებენ. ზემოთ ნახსენები ხალხებივე გადაიბარებენ ამ წარმტაცი ქვეყნის ტურისტულ ბერკეტებს, რადგან უდიდესი ტურისტული ნაკადების ქვეყნების შვილები არიან და საქართველოს თავისივე მილიარდობით თანამემამულის მოსასვენებლ აგარაკად გადააქცევენ. ქართველები აზიურ უმდიდრეს კაპიტალს ვერაფერს დავუპირისპირებთ. აზიელი ეთნოსების ხელში ჩავარდნილი ეკონომიკა აუცილებლად გამოიწვევს ამავე ეთნოსებისგან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სივრცის სრულ ოკუპაციას. ინდო-ჩინელები, არაბები, ირანელები და თურქები, მთლიანად გადაიბარებენ, სახელმწიფოს მმართველობას და ჩინოვნიკურ კორპუსს ბოლო სტრუქტურის ჩათვლით. ამას აუცილებლად მოყვება დღეს ქართული ძალოვანი კორპუსის შევსება უცხო ეთნოსებით. თავისვე ქვეყანაში უმცირესობის უმცირეშობაში მოხვედრილი ქართველობა და მისი განათლების სისტემა მთლიანად მოიშლება და მას დომინანტი აზიელ ხალხთა განათლების ტალღები ჩაყლაპავენ. იგივე დღე დაადგება ქართულ კულტურას და დღეს უკვე ჩვენგანვე სიკვდილის პარას მიყვანილ სამეცნიერო სკოლებს. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საკუთარ სამშობლოში უუფლებო მდგომარეობაში ჩავარდნილი და გაღარიბებული მრევლი თანდათან შემოეცლება და ის ერთერთ მცირე რელიგიურ დანამატად იქცევა მოძალებულ ისლამურ--ბუდისტურ მოზღვავებაში.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. საუდის არაბეთი - 17 უცნაური ფაქტი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ! 2. 4 საოჯახო ფოტო, რომელიც "უცხოების" არსებობას გვიდასტურებს! 3. დღეში მხოლოდ 2 წუთი - კბილების გათეთრება სახლის პირობებში 4. "აი ესაა შეშლილი მსოფლიო" - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ჯუჯა სახელმწიფოები! 5. 10 ყველაზე სახიფათო სარკინიგზო მაგისტრალი მსოფლიოში 6. რატომ უნდა გაწმინდოთ პურის შესანახი კონტეინერი ძმრით? 7. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი) 8. როგორ ატარებენ სექსუალური "ანგელოზები" შვებულებას...
598 7-ს მოსწონს |
ერთხელ მიკროავტობუსში მღვდლებზე ჩამოვარდა სიტყვა და ერთმა ასაკოვანმა კაცმა თქვა ,,ეეჰ, შვილო, მღვდელი და მგელი ერთიაო'' მაშინ შევეწინააღმდეგე, ახლა კი ვხვდები რომ არ იყო მთლად მტყუანი