x
image
გემი დალანდი
5 რამ, რაც ფილტვების კიბოს იწვევს, მაშინაც კი, თუ არ ეწევით
ქალები მამაკაცებზე უფრო ხშირად ავადდებიან ფილტვების კიბოთი

imageსტატისტიკის თანახმად, ფილტვების კიბოთი ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ამასთან, ყოველ მე-5 შემთხვევაში პაციენტს სიგარეტთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.

ონკოლოგებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა ხდება კიბოს გამომწვევი მიზეზი იმ ადამიანებში, რომლებსაც არასოდეს მოუწევიათ სიგარეტი, თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომლებიც ფილტვის კიბოს განვითარების რისკს ზრდიან და თუ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, მათ შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.


1. პასიური მოწევა


imageარამწეველების შემთხვევაში, ფილტვების კიბოს გამომწვევი მიზეზი 35%-ში პასიური მოწევაა. ამასთან, “მეორადი კვამლი", რომელსაც მწეველები ჩაისუნთქავენ, გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ე.წ. “პირველადი კვამლი", რომელსაც არამწეველები სუნთქავენ.


2.აზბესტი

imageეს მატერიალი ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის სამშენებლო ნაერთებში. საბედნიეროდ, სხვადასხვა კვლევების წყალობით, რომლებითაც დასტურდება, რომ ეს ნივთიერება კიბოს განვითარებას უწყობს ხელს, აზბესტის გამოყენება თანდათან მცირდება. თუმცა, თუ მშენებლობაზე მუშაობთ, ან ისეთ საწარმოში, სადაც აზბესტს იყენებენ, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღოთ.


3. ჰაერის დაბინძურება

imageმიკრონაწილაკები, რომლებიც ავტომობილების გამონაბოლქვშია, ელექტროსადგურები, შეშის ღუმელები... ყველაფერ ამათ მნიშვნელოვნად შეუძლიათ სიმსივნის განვითარების რისკი გაზარდონ. ამიტომ, საცხოვრებელი ადგილის შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ და შეეცადოთ, რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროთ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე.


4. სხივური თერაპია

imageქალებს, რომლებიც მკერდის კიბოს დროს სხივურ თერაპიას გადიან, უფრო მაღალი აქვთ ფილტვების კიბოს განვითარების რისკი. ეს კვლევებითაცაა დადასტურებული. ამიტომ, თუ ასეთ კურსს გადიოდით, შეამოწმეთ თქვენი ფილტვების მდგომარეობა და ყოველწლიურად გაიკეთეთ ფლუროგრაფია.


5. სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება

imageროგორც ექიმებმა დაადგინეს, საწმენდი საშუალებების ანაორთქლმა და საჭმლის მომზადების დროს ჩასუნთქულმა ორთქლმა და კვამლმა შესაძლოა არსებითად გაზარდოს ფილტვების კიბოს განვითარების რისკი.

ამიტომ, საჭმლის მომზადებისას აუცილებლად ჩართეთ გამწოვი. სახლის დალაგებისას კი აუცილებლად დაიცავით სასუნთქი გზები სპეციალური ნიღბით.


0
86
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0