x
image
- ლანა -
სამოსის ჭრილის არჩევისას უნდა დაფიქრდეთ

სამკუთხა ჭრილი ჭიმავს ზედატანს, აგრძელებს კისერს, ავიწროებს სახესა და მხრებს. თუ არ გაქვთ გამოკვეთილი წელი ან ფართო თეძო, კარგი არჩევანია.

შეუსაბამეთ ხვეული თმა, მოშვებული კუდი ან უკან გადავარცხნილი.

imageნავისებური ჭრილი ყელს ამოკლებს, აფართოებს სახესა და მხრებს. კარგი არჩევანია ქალებისთვის, რომელთაც ფართო თეძო&ვიწრო მხრები აქვთ.

შეუხამეთ ვარცხნილობა რეტროს სტილში, დაწნული ან დაბალი კოსა.

image

მრგვალ ჭრილს ყურადღება ზედატანზე გადააქვს, არბილებს სახის ნაკვთებს. თუ ქამარს მოირგებთ, ბიუსტის ზომას გაზრდის. ეს იმ ქალებისთვისაა, რომელთაც ვიწრო მხრები და ფართო თეძო აქვთ.

შეუსაბამეთ მსუბუქად დახვეული, აჩეხილი ან შეკრული თმა.

image

ასიმეტრიული ჭრილი მხრებს ფართოს აჩენს. თუ ვიწრო თეძო და განიერი მხრები გაქვთ, თქვენთვისაა.

შეუხამეთ ასიმეტრიული ვარცხნილობა, გვერდზე გადაწეული თმა ან დაბალი კოსა.

image

გულის ფორმის ჭრილი ზრდის ბიუსტის და მხრების ზომას, აგრძელებს ყელს და ტორსს. უხდებათ იმ ქალებს, რომელთაც აქვთ მხრების და თეძოს ერთნაირი ზომა აქვთ ან ფართო თეძო&ვიწრო მხრები.

შეუსაბამეთ ხვეული თმა, მაღალზე აწეული ან თევზის კუდი.

image

ოთხკუთხედი ჭრილი ამაღლებს და ხაზს უსვამს ბიუსტს. მხრებს ფართოს აჩენს და ყელს ჭიმავს. უარი თქვით კვადრატულ სახიანებმა. მოირგეთ, თუ არ გაქვთ განიერი მხრები ან გამოკვეთილი წელი.

შეუხამეთ გვერდზე ან უკან გადავარცხნილი თმა, კლასიკური ბობი.

image

მოფარდაგებული ჭრილი აგრძელებს ყელს, ბიუსტის ზომას ზრდის. თუ ფართო თეძო გაქვთ, თქვენს ვიზუალს დააბალანსებს. ჭარბწონიანებმა არ მოირგოთ.

შეუსაბამეთ ვარცხნილობა ბუნებრივ სტილში, ოდნავ აწეწილი კოსა ან დაწნული ცხენის კუდი.

image

ჭრილი მხრებამდე მხრების ზომას ზრდის. თუ ვიწრო თეძო გაქვთ, უარი თქვით. შესანიშნავია გამხდარი და მაღალი ქალისთვის.

შეუხამეთ ჩამოშლილი და ტალღოვანი თმა, კუდი გვერდზე.

imageდაფარული ყელი სახეს ამრგვალებს, ზრდის ბიუსტის ზომას, ამოკლებს ყელს.

შეუსაბამეთ ორმაგი კუდი, მაღალი კოსა, ცხენის კუდი.image

დეკოლტესთან ჩაჭრილი სამოსი ბიუსტს ადიდებს. გამომწვევად გამოიყურება დიდმკერდიან ქალებზე.

შეუხამეთ არეული, უკან შეკრული კულულები, კოსა ან დაწნული ქოჩორი.

imageგულამოჭრილი სამოსი ხაზს უსვამს ბიუსტს. კარგი არჩევანია დაბალი ქალებისთვის.

შეუსაბამეთ მერლინ მონროს ვარცხნილობა, მაღალი კოსა, გაწეწილი ბობი.
image

0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0