x
image
- ლანა -
როგორ გავხდეთ ელეგანტური
გაინტერესებს, რა არის დახვეწილი ხალხის საიდუმლო? ეს არაა მხოლოდ ცარიელი ფასადი (ლამაზი კაბის ან მაკიაჟის მორგება), იგი თანხვედრაა შინაგან მიმზიდველობასთან.imageსულაც არაა რთული, იყო ელეგანტური. მთავარია თვითრწმენა, შემართება, მისდიო ეტიკეტის ნორმებს და წაიკითხო ეს რჩევები.

ელეგანტურობა ბუნების ნაწილად რომ გექცეს, ამ საკითხს მარტივად უნდა შეხედო. დაე, გახდი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია! ვარჯიში სარკის წინ დაიწყე, დააკვირდით შენთვის მისაბაძ ხალხს..

რამდენად მოხდენილად გამოიყურები? რამდენად შეუცდომელია შენი მანერები? პირველ შთაბეჭდილებას გარეგნობა ახდენს. დაიმახსოვრე:

იარე მსუბუქად, გამართულმა და თავაწეულმა. უნდა ჩანდეს, რომ ზუს­ტად იცი, სა­დ მი­დი­ხარ. სწორი დგომა შთამბეჭდავია! არ იჯდე წელში მოხრილი. სხეულის ენა მრავლისმეტყველია. სასიამოვნო ხმა, მიხვრა-მოხვრა და მიმიკა.. მანქანაშიც ნაზად უნდა ჩაჯდე. სცადე თავის წარმოჩენა.


გამომეტყველება - წარბები გახსენი, არანაირი მოღუშული სახე! მუდმივად ღიმილს არ გაიძულებთ, უბრალოდ ეცადე გქონდეს კეთილგანწყობილი და არა უხეში მზერა.imageსტილი ჩვენი იმიჯის ნაწილია. ის, რაც გაც­ვი­ა, კარ­გად უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეს შენს ხა­სი­ათს. ჩაცმულობა ყოველთვის უნდა იყოს სათანადო(ასაკი, ფიგურა, გარემო, ამინდი..) და კომფორტული. არ დაივიწყო ფერთა გემოვნებიანი კომბინაცია. უპირატესობა მიანიჭე ნათელი ფერის სამოსს. თუ არ იცი კონკრეტულ ღონისძიებაზე რა სტილის ტანსაცმლით მიდიან, მასპინძელს დაეკითხე. არასდროს ჩაიცვა დაჭმუჭნილი ან ბინძური სამოსი. დრო გამონახე ფეხსაცმლის გასაწმენდად. ვულგარულობის ასაცილებლად, თუ დეკოლტეს ჩაიცვამ, ქვედაბოლო გრძელი უნდა იყოს და პირიქით. მოიხდინე აქსესუარი (არ გადააჭარბო).imageimageმაკიაჟი რაც უფრო მსუბუქი, მით უკეთესი. დაიწყე სახის გაწმენდით. მაკიაჟით რომელიმე ნაკვთს გაუსვი ხაზი - ან თვალებს, ან ტუჩებს (არა ორივეს). არ გამოგრჩეს მაცდუნებელი სუნამო.

თავის მოვლა ჩვევად აქციე! არ მოიკლო ძილის საჭირო რაოდენობა და დღეში 15 წუთი მაინც გამონახე „ქალური პროცედურებისთვის''.

როგორია შენი საუბრის მანერა? ''სანამ პირს გააღებს, კარგი გოგოა'' - ნაცნობი ფრაზაა. ელეგანტური ქალი მხოლოდ იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც იცის. ის ასევე კარგი მსმენელია და მის გვერდით ხალხი თავს კომფორტულად გრძნობს.

○ გაიღიმე ხშირად და დაამყარე მხედველობითი კონტაქტი;

○ ისაუბრე გარკვევით (სანამ რამეს იტყოდე, ჩამოყალიბდი). უცხო წრეში არ გამოიყენო ჟარგონები, ჟესტები - მოზომილად. ეცადე გქონდეს იუმორის გრძნობა, მაგრამ ძალზე ხმამაღლა არ იცინო;

○ არ იყო დრამის დედოფალი. შენი მწუხარება გარშემომყოფებს არ მოახვიო (მხოლოდ უახლოეს მეგობარს გაუზიარე დარდი);

○ ხშირად არ დაიკვეხნო საკუთარი თავით;

○ არ გასცე ზედმეტი პირადი ინფორმაცია. ყველაფრის ცოდნა ხალხს არ სჭირდება. იყავი იდუმალი;

○ გახდი სასიამოვნო და ტაქტიანი თანამოსაუბრე. ყურადღება მიაქციე სხვა ადამიანს, მიეცი რჩევა და უთხარი დამსახურებული ქათინაური.

მანერები არ უნდა იყოს გამომწვევი. ნურაფერს გააკეთებ გადაჭარბებით, იყავი ბუნებრივი. გამოხატე დადებითი ემოციები.

არა­ვის მის­ცე უფ­ლე­ბა, თავი ვინ­მე­ზე ნაკ­ლე­ბად გაგ­რძნო­ბი­ნოსდაკავშირებული სურათიგააზრებულად მოიქეცი. გავლენა, რომელსაც ხალხზე მოახდენ, შენს ქმედებებზეა დამოკიდებული.

ელეგანტური ქალი ასოცირდება ღირსეულ, გაწონასწორებულ ქალთან. არ სცადო ყურადღების მიპყრობა ბავშვური და სულელური სქციელით! არ დაკარგო საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემა.

თავი შეიკავე, ჩაიდინო რაიმე დასაძრახი. მაგ: სახლში მთვრალი, ბარბაცით ბრუნდები. ასეთი რამ ხომ მეორე დღეს შეგარცხვენს? ფხიზელი უნდა იყო ნებისმიერ სიტუაციაში. საკუთარი თავი ყოველ წამს შეიგრძენი - ეს ცხოვრების წესად აქციე!

ჭორაობის სიყვარული და სხვების ქილიკი შენს სტატუსს გაანადგურებს! ის, თუ როგორ ექცევი სხვებს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ხარ შენ!

რო­გო­რი მწა­რე და დამ­ცი­ნა­ვიც არ უნდა იყოს შე­ნდამი გა­მოთ­ქმუ­ლი კო­მენ­ტა­რი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ღი­მი­ლით უპასუხე :) სიმშვიდით შეძ­ლეთ მი­ახ­ვედ­რო, რომ მათი ღვარ­ძლი უმი­სა­მარ­თოა.

ისწავლე რამე ახალი, გაიარე კურსები, რომ განავითარო თავი. ელეგანტური ქალი არ ფლანგავს დროს სოციალურ ქსელში, ის თვითშემეცნებითაა დაკავებული.imageდააფასე ხელოვნება. დაესწარი კლასიკურ კონცერტს ან ბალეტს, ეწვიე მუზეუმს. ჩაერთე სპორტში, უყურე თამაშებს.

მოგზაურობამდე, ახალი ადგილის ჩვეულებებს გაეცანი და შეისწავლე უცხო ენა სასაუბრო დონეზე.

წვეულებაზე რომ მოგიწვევენ, პასუხი დროულად შეატყობინე და მასპინძლისთვის საჩუქარი არ დაივიწყო.

ადამიანებს ზრდილობიანი მადლობა ხშირად გადაუხადე. კომ­პლი­მენ­ტებს იმ­სა­ხუ­რე­ბ, ამიტომ ''შეიფერე''. ერთ ბრძენს უთქვამს, ''ქალს საკუთარი თავი უყვარს - ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ძალიან ბევრს უყვარს''. თუმცა ზღვარი ყველაფერში არსებობს.

ბოდიში მექანიკურად კი არა, გააზრებულად მოიხადე.

ისწავლე და აჩვენე სათანადო მანერები სუფრაზე, სადილისას.

რესტორანში იქნები, თუ სალონში, მომსახურე პერსონალს ყოველთვის თავაზიანად მოექეცი.

იყავი ყველასთან კეთილი, გულუხვი და თავმდაბალი (გარშემომყოფები „კლასებად“ არ დაყო)

პატივი ეცი შენს პირად სივრცეს. უსიამოვნო ხალხთან დროს ნუ გაატარებ.woman hug children gif-ის სურათის შედეგიმათ, ვინც სახლში დაგპატიჟეს, თავადაც გაუმასპინძლდი შინ.

ელეგანტური ქალი ბავშვებს არ ივიწყებს და სამყაროს ლამაზ ფერებში ხედავს.

სასიყვარულო ურთიერთობას სიფრთხილით, გონივრულად ეკიდება, შეუძლია პირველი ნაბიჯი გადადგას, მისი პარტნიორი კარგად აღზრდილი და სანდო პიროვნებაა.

დახვეწილ ქალს შეუძლია ემოციების მართვა. ცუდ ამბავსაც ღირსეულად იღებს და შესაძლოა, ამაზე მსუბუქადაც გაიხუმროს. ის არასდროს მისცემს თავს უფლებას, ცუდი ამბის გამო სისუსტე გამოავლინოს.

თუ უცხო თვალი მას დაჟინებით აკვირდება, ქალი ამას გრძნობს, თუმცა არ იმჩნევს, თითქოს ეს ჩვეული სიტუაციაა და არაფრის მომცემია.

არ ცდილობს იყოს იდეალური. წარსულს არ მისტირის, ცხოვრობს აწმყოთი.

თავს კომფორტულად გრძნობს საკუთარ სხეულში. ''ვხედავ ჩემს ნაკლს. მაგრამ მომწონს ის, რომ ცოცხალი ვარ. ვხედავ როგორ ვბერდები და სიყვარულით ვეკიდები ამას. ჩემს ანარეკლში ჩემს ოჯახსა და ასაკს ვხედავ.“ - ანჯელინა ჯოლი.image

0
648
4-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0