რჩევები შეარჩიეთ ქვედაკაბა სხეულის ფორმის მიხედვით 2018, 14 აგვისტო, 20:13
თუ სხეულს აქვს...
მართკუთხედის ფორმა - უნდა გამოვკვეთოთ წელი და თეძო. გაიკეთეთ ვიწრო ქამარი. კარგი იქნება პრინტიანი კაბა ჯიბეებით.
სამკუთხედის ფორმა - ხაზი გავუსვათ წელს, შევნიღბოთ თეძო. ზედასთან შედარებით, მუქი ფერის ქვედაკაბა ჩაიცვით (ჯიბეების და რამე დანამატის გარეშე). თეძოს იმ მოდელით დაფარავ, რომელიც წელს აამაღლებს.
ქვიშის საათის ფორმა - გამოვკვეთოთ წელის ხაზი, ფიგურა ნაზი გავხადოთ. არ ჩაიცვათ ზედმეტად ხალვათიანი ან მჭიდროდ მორგებული ქვედაკაბა. კონტრასტული ფერის ქამარი მოირგეთ. ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმა - თეძო ფართო გამოვაჩინოთ, ხაზი გავუსვათ ფეხებს. ქვედაკაბის ფერი ბევრად ღია უნდა იყოს, ზედასთან შედარებით (კონტრასტი გვჭირდება). ჩაიცვით დიდპრინტიანი კაბა, ჰორიზონტალური ხაზებით ან კუბოკრული. მრგვალი ფორმა - სხეული მაღალი გამოვაჩინოთ, ყურადღება გადავიტანოთ წელიდან. აირჩიეთ დაბალწელიანი მოდელი, ასიმეტრიული ჭრილით ან არათანაბარი კიდეებით. მაღალი რომ გამოჩნდეთ: მონოქრომული(გარდამავალი ფერის) უნდა იყოს მაისური და ქვედაკაბა. შეარჩიეთ მაღალწელიანი მოდელი. იყოს ერთი ფერის, მუხლს ზემოთ სიგრძის, სწორხაზოვანი - ფურჩალების და ფურფუშების გარეშე. დაბალი რომ გამოჩნდეთ: მოირგეთ მსხვილი ქამარი. მაისური და ქვედაკაბა კონტრასტული ფერის იყოს. შეარჩიეთ დაბალწელიანი და დიდპრინტიანი მოდელი, ჰორიზონტალური ხაზებით. სიგრძე - მუხლს ქვემოთ. გამხდარი რომ გამოჩნდეთ: ქვედაკაბა უნდა იყოს სწორხაზოვანი ან ასიმეტრიულად ჩაჭრილი. კარგია გოფრეს და ''გადადებულის''(ხაზი დიაგონალზე) სტილი. ქსოვილი - გლუვი და მდიდრული ფერის (მუქი ლურჯი, ღვინისფერი), ვერტიკალური, საშუალო ზომის პრინტით. კაბა ფანქარი გამოკვეთს წელის ხაზს და ათხელებს ფეხებს. თუ ზედმეტად ფართო ან ვიწრო თეძო გაქვთ, არ ჩაიცვათ. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მრგვალი, სამკუთხედი, ქვიშის საათი. ნაკეცებიანი კაბა ზრდის სხვაობას წელსა და თეძოს შორის, ამოკლებს ფეხებს (დაბალს გაჩენთ). რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, ამოტრიალებული სამკუთხედი. გადადებული კაბა ფარავს მუცელს, ნაკლოვანებებისგან ყურადღება გადააქვს. სასურველია აირჩიოთ ერთნაკეციანი კაბა. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მრგვალი, ქვიშის საათი. A ფორმის კაბა ფარავს როგორც ფართო, ისე ვიწრო თეძოს. ვიზუალურად ამცირებს ფეხების სიგრძეს. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მრგვალი, სამკუთხედი, ქვიშის საათი. გაშლილ, მსუბუქ კაბას ყურადღება წელზე გადააქვს, თეძოს ფართოს აჩენს. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, ამოტრიალებული სამკუთხედი. კაბა ქალთევზა აბალანსებს ფართო თეძოს. მსხვილი კანჭები თუ გაქვთ, თავი შეიკავეთ. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: სამკუთხედი. ქვიშის საათი. კაბა გოფრე აქცენტს აკეთებს თეძოს ზემო ნაწილზე. თუ ჭარბი წონა გაქვთ, სხეულის ფორმებს უხეშად გამოაჩენს. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი. ამოტრიალებული სამკუთხედი. მინიკაბა ფეხებს აგრძელებს. მაღალს აყლაყუდად წარმოაჩენს. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: ქვიშის საათი. ე.წ. ''კორსეტიანი'' კაბა ფარავს უფორმო თეძოს. კაბის წინა კალთა უნდა მთავრდებოდეს თეძოს ყველაზე ფართო ადგილას. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, მრგვალი, ამოტრიალებული სამკუთხედი. სწორხაზოვან კაბას ყურადღება მთელ ფიგურაზე გადააქვს. მუხლამდე სიგრძის და უფრო გრძელი მოდელი დაბალს გამოგაჩენთ. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მრგვალი, სამკუთხედი. ფურფუშებიანი კაბა თეძოს ზომას ზრდის. თუ ჭარბი წონა გაქვთ, არ ჩაიცვათ. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, ამოტრიალებული სამკუთხედი. გრძელი კაბა ფეხის ნაკლოვანებებს ფარავს, თუმცა დაბალს გამოგაჩენთ. რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: სამკუთხედი. 299 3-ს მოსწონს
|