რჩევები თუ ბანკეტზე შარვლით წასვლას აპირებთ (რჩევა გოგონებს) 2017, 10 მაისი, 17:36 1. იყოს სპეციალურად შენს ტანზე შეკერილი, მორგებული.
მამაკაცური პიჯაკ-შარვალი დიდ თავდაჯერებულობას შეგძენს! შესანიშნავია მკაცრ სტილში გაფორმებული სამოსი. ემა სრულიად მომხიბვლელად გამოიყურება მასზე მორგებულ სმოკინგში, არ ჰგავს მამამისის საკუჭნაოდან აღებულს!
2. უარი არ თქვა დეკორატიული დეტალების დამატებაზე. კაბა რომ არ გაცვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გექნება ტიპიური საბანკეტო ბრწყინვალება. შეარჩიე წვრილი მძივებით ან რამე დეტალებით მორთული კოსტუმი. ემა სტოუნის მსგავსი უბრეტელო სტილით, თავს სუპერ დიდებულად იგრძნობ. 3. ჩაიცვი მოკლე ზედა. გაბედული გოგონები ბანკეტზე წავლენ მოშიშვლებული ადგილით! სცადე მოკლე ტოპი პიჯაკის შიგნით, როგორც ლორდმა - მოარშიყე ნათელი კანისთვის. მიმზიდველობისთვის მბრწყინავი აქსესუარიც არ დაივიწყო. 4. აირჩიე ნათელი ფერი. ბანკეტზე შარვლით მისვლა უკვე თამამი განაცხადია, მაგრამ ფანატიკური მოდისთვის არჩევანი შავს +ნათელ ტონზე შეაჩერე. კარა დელევინის ლურჯი კოსტუმი სახალისო, საგაზაფხულო გრძნობებს აღგვიძრავს. 5. შეარჩიე მოშვებული, ფართო ქსოვილი. დები რაიენის კოსტუმი შეიძლება თითქმის კაბა გეგონოს, მადლობა თავისუფალ, მოქანავე, მღელვარე ქსოვილს. ეს არაჩვეულებრივი სამოსია, თუ გსურს გამოიყურებოდე კომფორტულად შარვალში და იყო მომხიბვლელი იატაკამდე გრძელი ქსოვილით. 6. დაამატე თვალშისაცემი ფეხსაცმელი. შეილინ ვუდლის ხმამაღალი ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი მის გამხდარ შარვალს და კოსტიუმის პიჯაკს სრულიად გემოვნებიანს ხდის. ოჰ, და წითელი პომადა რა მაგარი იქნებოდა! 7. შეურიე სიკაშკაშე. სხვადასხვა ფერების კომბინაცია არ იქნება ურიგო. მაგ. შარვალთან შედარებით უფრო ნათელი ფერის ზედა და ფეხსაცმელი. კლატჩი აუცილებლად, სათვალეც შეიძლება. განახლებული გაზაფხულის სურნელის შექმნით მიიქციე ყურადღება♥ წელს ტრენდებშია ნარინჯისფერი, ვარდისფერი, ყვითელი და მონაცრისფრო მწვანე. სამოსის უნიკალურობისთვის, პირველ რიგში, მასში თავს კომფორტულად და ლამაზად უნდა გრძნობდე. ვარცხნილობას და მაკიაჟს ბანკეტამდე რაც შეიძლება სწრაფად მიხედე. შესანიშნავი სამოსი შეიძლება ბიუსტჰალტერის თასმებმა ან ნაკეცებიანმა კოლგოტკებმა გაგიფუჭოს. ყველაფერი გადაამოწმე! დარწმუნდი, რომ თან გაქვს: ქინძისთავები, სარკე, საშრობი ქაღალდი, დეოდორანტი, დამატებითი ფეხსაცმელი, მობილური. მაკიაჟი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, სწორად შეარჩიე! ვფიქრობ, მოკლე შარვალიც შთამბეჭდავი იქნება^^ 405 3-ს მოსწონს
|