თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი კლასიკაა! ამ ტრენდს ყველა იხდენს, მთავარია სწორად შეარჩიოთ.
დამალეთ ნაკლოვანებები, ხაზი გაუსვით ღირსებებს. +იგრძენით კომფორტი
პირველ რიგში, თქვენი სხეულის ფორმა განსაზღვრეთ:
ტანზე მომდგარი ჯინსი გამოკვეთს თეძოს(+ამრგვალებს) და წელის ხაზს, აგრძელებს ფეხებს. სააშკარაოზე გამოაქვს სხეულის ნაკლი, ჭარბწონიანებმა უარი თქვით.
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, ქვიშის საათი, სამკუთხედი.
![შეარჩიეთ ჯინსის შარვალი სხეულის
ფორმის მიხედვით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018081000381780254.jpg)
კლასიკური ჯინსი ფარავს ზედმეტ წონას მუცლის, წელის და თეძოს მიდამოში, სხეულს პროპორციულს ხდის. თავი შეიკავეთ ძალიან გამხდარმა გოგონებმა. ასეთი ჯინსი კოჭებთან არ უნდა აიკეცოთ.
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: ქვიშის საათი, სამკუთხედი, ამოტრიალებული სამკუთხედი, მრგვალი.
ჯინსი ბოიფრენდი ფარავს ვიწრო თეძოს და ფეხის ნაკლოვანებებს, გამოკვეთს წელის ხაზს. საჯდომს ფორმას უკარგავს და გამოკლებთ ვიზუალურად.
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: ქვიშის საათი, ამოტრიალებული სამკუთხედი, მართკუთხედი.
მაღალწელიანი ჯინსი აგრძელებს ფეხებს, ავიწროებს წელის ხაზს და ფარავს ღიპს. ამასთან, ამოკლებს ტორსს და სიმაღლესაც გიკარგავთ.
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, ქვიშის საათი, მრგვალი.
![შეარჩიეთ ჯინსის შარვალი სხეულის
ფორმის მიხედვით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018080923455680254.jpg)
ე.წ.
თავისუფალი ჯინსი ფარავს ღიპს და ფეხის ნაკლოვანებებს. თქვენი წელის ხაზი სააშკარაოზე გამოჰყავს.
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: სამკუთხედი, მრგვალი, ქვიშის საათი.
დაბალწელიანი ჯინსი გამოკვეთს მუცლის კუნთებს და წელის ხაზს, აგრძელებს ტორსს. ამასთან, ფეხებს ამოკლებს და წელის ხაზის ნაკლოვანებებიც ცხადდება.
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: ამოტრიალებული სამკუთხედი, მართკუთხედი, ქვიშის საათი.
ფართო ტოტებიანი შარვალი აპატარავებს მკერდს და მხრებს, ასწორებს სხეულის პროპორციებს. დაბალმა გოგონებმა თავი შეიკავეთ.
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: ამოტრიალებული სამკუთხედი, მრგვალი, ქვიშის საათი.
ფართო ჯინსი სავსე თეძოს ათხელებს, ფეხის ყველა ნაკლს ფარავს, კარგია ჭარბწონიანი გოგონებისთვის, თუმცა ფეხს მოკლეს აჩენს.
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მრგვალი, ამოტრიალებული სამკუთხედი, ქვიშის საათი.![შეარჩიეთ ჯინსის შარვალი სხეულის
ფორმის მიხედვით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018081000130380254.jpg)
ე.წ.
Boot-cut ჯინსი აგრძელებს ფეხებს, ავიწროებს თეძოს. ასეთი მოდელი კარგია მაშინ, თუ ტერფებთან ფართოვდება.
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: სამკუთხედი, ამოტრიალებული სამკუთხედი, მრგვალი, ქვიშის საათი.
კოჭებამდე სიგრძის ჯინსი ხაზს უსვამს ტერფებს. უმჯობესია, მასთან ხორცისფერი ''ნავი'' ჩაიცვათ და არა ქამრიანი ფეხსაცმელი (ფეხს ამოკლებს).
რეკომენდირებულია შემდეგი ტიპის სხეულისთვის: მართკუთხედი, ქვიშის საათი.
![შეარჩიეთ ჯინსის შარვალი სხეულის
ფორმის მიხედვით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018081000322380254.jpg)