რელიგია ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბოლო მოუღოს ქრისტიანულ რელიგიას 2018, 9 აგვისტო, 15:39
ჩინეთში აგორდა ქრისტიანობის დევნის ახალი ტალღა, ეს გახლავთ ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე მასშტაბური ღონისძიება 1982 წლის შემდეგ. ქვეყანაში მასიურად მიმდინარეობს ეკლესიების დარბევა და დახურვა, ბიბლიის და სხვა წმინდა წიგნების კონფისკაცია, ხელისუფლება მოითხოვს, ქრისტეს და სხვა წმინდანების სურათები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის პორტრეტებით ჩანაცვლდეს. კომუნისტური ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქრისტიანობა ქვეყნისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.
მთავრობამ რიგი ახალი კანონები შემოიღო, რითაც საშუალება ექნებათ, თვალყური ადევნონ რელიგიურ მოღვაწეობას პროვინცია ხენანში. სწორედ ამ მხარეშია ყველაზე მსხვილი ქრისტიანული სათვისტომოები.
ფოტოზე:გაუქმებული ეკლესია ჩენჯოუში, პოლიციამ დაარბია სამლოცველო, დაამტვრია შუშები, გაწყვიტა ელექტროსადენები, წაიღო ბიბლია და კომპიუტერი. სი ძინპინის ბრძანებით, რომელიც ყველაზე ძლიერ მმართველად ითვლება მაო ძედუნის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეიზღუდა რელიგიური თავისუფლება, მიუხედავად ამისა, პარალელურად, ბოლო წლებში მოსახლეობაში გაძლიერდა რელიგიისადმი ინტერესი და განსაკუთრებით ეს შეინიშნება ქრისტიანულ კონფესიაში. მრავალი ექსპერტის და აქტივისტის ცნობების თანახმად, სი ძინპინს ეშინია, რომ შესაძლოა ქრისტიანებს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია ჰქონდეთ, სწორედ ამიტომ, მან ყველაზე მკაცრი რეპრესიები განახორციელა ქრისტიანების მიმართ 1982 წლის შემდეგ. ქრისიტიანობის დევნა სხვა არსებულ რელიგიებთან ერთად ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი "ჩინეთიზაციის" პროგრამისა, რასაც ხელისუფლება ქადაგებს, ნაციონალური ჩინური იმიჯი არის - "კომუნისტური პარტიის მიმართ ერთგულება". ბოლო რამდენიმე თვეში დაიკეტა უამრავი სახლში მოწყობილი მცირე ეკლესია, რაც შეეხება დედაქალაქ პეკინს, ამა წლის თებერვლის თვიდან მოყოლებული, დაიხურა 47 ქრისტიანული ეკლესია. ფოტოზე:"ასწავლეთ მორწმუნეებს ჩინური კულტურის დიდებული ტრადიციები"-ქრისტიანული ეკლესიის წინ გამოკრული პროპაგანდისტული პლაკატი (ხენანის პროვინცია). დასავლელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ათობით ჩინელი პასტორი აღნიშნავს, რომ მათ უთვალთვალებს პოლიცია, ერთ-ერთმა მღვდელმა აღნიშნა, რომ პოლიციამ ეკლესიაში მოსული მრევლი სათითაოდ დაჰკითხა. "ჩინეთის ხელისუფლებას ყოველთვის მიაჩნდა, რომ რელიგია საკუთარი რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, სი ძინპინის მოსვლის შემდეგ გაიზარდა შიში დასავლური ზეგავლენის მიმართ" - აღნიშნა სი ლიანმა, რომელიც დიუკის უნივერსიტეტში ჩინელ ქრისტიანთა ისტორიას სწავლობს. ფოტოზე: პლაკატი პინდინშანეში, სადაც უმსხვილესი ქრისტიანული სათვისტომო ცხოვრობს, ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს, "აქტიურად ჩაერთონ პარტიული მშენებლობის საქმეში" თუმცა არ გეგონოთ, მხოლოდ ქრისიტიანულ რელიგიას დევნის ჩინეთის ხელისუფლება, ივლისის თვეში ტრადიციულ ბუდისტურ ტიბეტში ბავშვები აიძულეს, ხელი მოეწერათ ვალდებულებისათვის, რის მიხედვითაც ზაფხულის განმავლობაში არავითარ რელიგიურ რიტუალში არ მიიღებდნენ მონაწილეობას. "ბუდისტური ტიბეტი არანაკლებ რეპრესიას განიცდის ტრადიციულ ქრისტიანულ და მუსლიმანურ რეგიონებთან ერთად. მთავრობამ მოგვთხოვა, რომ ყველა რელიგიურ ნაგებობაზე აუცილებელია ფრიალებდეს სახელმწიფო დროშა, ქვეყნის ყველა კონფესიის წარმომადგენელი შიშით ელოდება, კიდევ რა ღონისძიებებს გაატარებს მთავრობა "რელიგიის სოციალიზმში ასიმილაციისათვის" - აღნიშნა ერთ-ერთმა მოძღვარმა. არანაკლებ რეპრესიებს განიცდიან მუსლიმანები, - სინძიანი-უიგურთა ავტონომიურ რაიონში, სადაც ძირითადად მაჰმადიანები ცხოვრობენ, მათ სეპარატიზმში სდებენ ბრალს და გადაჰყავთ სპეციალურ "პოლიტიკურ სასწავლო ბანაკებში", სადაც მათ აიძულებენ, ჭამონ ღორის ხორცი და მიიღონ ალკოჰოლი.
517 7-ს მოსწონს
|