პროფილაქტიკა გოგრა - ბოსტნეულის მეფე და მისი გასაოცრად სასარგებლო თვისებები 2018, 8 აგვისტო, 12:44 გოგრას ტყუილად არ უწოდებენ ბოსტნეულის მეფეს, მისი სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია ნებისმიერ ვარიანტში, თუმცა დღეს საუბარი გვექნება გოგრის წვენზე. ის არის იდეალური ხალხური საშუალება მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვის. გოგრა ძალზე სასარგებლო ბოსტნეულია, თუმცა თერმული დამუშავების შემდეგ ის გარკვეულწილად კარგავს დადებით თვისებებს, ამიტომ საუკეთესო საშუალებაა გოგრის წვენი. იგი ვიტამინების და მინერალების ფანტასტიკურ შემადგენლობას შეიცავს: В, Е, К და С ვიტამინებს, კალიუმს, რკინას, კალცს და მაგნიუმს. ასევე, გოგრაში უხვადაა ცილები და მინერალური მარილები. პირველ რიგში კი, გოგრა პექტინის უხვად შემცველია, სწორედ ეს ნივთიერება ეხმარება ორგანიზმს, მოაწესრიგოს კუჭ-ნაწლავი, ამცირებს ქოლესტერინს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. პექტინის დახმარებით გოგრის წვენი ორგანიზმს ასუფთავებს შლაკებისგან, ტოქსინებისგან. ძალიან სასარგებლოა გოგრის წვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს. ერთი ჭიქა გოგრის წვენი საუკეთესო საშუალებაა ათელოსკლეროზის პროფილაქტიკისთვის და არანაკლები ეფექტურობით გამოირჩევა ნერვული სისტემის დაავადებულთათვის. ამაღლებს გუნება-განწყობას, მოგიხსნით უძილობის პრობლემას. თუ წვენს რეგულარულად მიიღებთ, ძილი მშვიდი და უშფოთველი გექნებათ. გოგრის წვენი ასევე უებარია მათთვის, ვისაც თირკმელი აწუხებს. წვენი უნდა მიიღოთ 10 დღის განმავლობაში, დღეში 200 გრამი – ნახევარი დილას, ნახევარი – საღამოს. გოგრის წვენი ძალზე ეფექტურია ფეხმძიმე ქალებისთვის. მას შეუძლია მოხსნას ტოქსიკოზის სიმპტომები და ჭინთვების ნორმალიზება მოახდინოს. 135 6-ს მოსწონს
|