" ერთი წუთით მაინც განმარტოვდით და დაფიქრდით, მდიდარმაც და ღარიბმაც გაანალიზეთ რა ხდება თქვენს გარშემო და შეჯამების შემდეგ შეგეშინდებათ დაძინების, რომელ ევროპაზეა საუბარი, ევროპის პატარა პროვინციის დონესთან ახლოცას არ ვიმყოფებით, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი ფორმალურად რომ ვინარჩუნებთ სახელმწიფოს სტატუსს იმაზე?!
იყიდება საქართველო, ხოლო ჩვენ კი ვიღუპებით როგორც ერი, ყოველდღე, ყოველ წამს და იმის ნაცვლად თითოეულ ჩვენთაგანს ბრძოლის ალამი გვეჭიროს ხელში, დაქსაქსულები ვიმყოფებით და ერთმანეთს ვძიძგნით.თუ ასე გაგრძელდა და კარდინალური ცვლილებები არ განვახორციელეთ ყველა სფეროში, უახლოეს ათ წელიწადში რეალურად უმცირესობაში აღმოვჩნდებით ქართველები, საქართველოს კი დაინაწილებს მეზობელი სახელმწიფოები, მაგრამ მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი და მოთქმა-გოდება, მაგის უფლებას მონებს არავინ მისცემს."-წერს გიორგი ფანჯავიძე