სხვა 8 საინტერესო და უცნაური ფაქტი გერმანულ ცხოვრებაზე 2018, 4 აგვისტო, 22:29
როცა გერმანიაში პირველად ჩადიხართ, თავს ვერ შეიკავებთ აღფრთოვანებული წამოძახილებისგან. ეს სტატია გერმანულ ღირსშესანიშნაობებზე არ არის, ეს იმ ყოველდღიურობაზეა, რაც გერმანელი ხალხის ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გერმანიასა და გერმანელებზე. პარკინგისაპარკინგე ადგილი ქალებისთვის. როგორც წესი, ეს ნიშნები უფრო მოსახერხებელ ადგილებზეა დახატული და აქ არაფერ შუაშია რაინდობა მამაკაცთა მხრიდან. ამ ხერხით გერმანელები თავიდან იცილებენ ქალზე თავდასხმის შემთხვევებს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება მიწისქვეშა ავტოსადგომებში. ქალის საპარკინგე ნიშნები გასასვლელთან ახლოსაა დახატული, რომ მათ სწრაფად შეძლონ გაქცევა საფრთხის შემთხვევაში. ველოსიპედისტებიგერმანია ველოსიპედისტების ქვეყანაა. ისინი ყველგან არიან. მოსახლეობის 96%-ს ჰყავს ველოსიპედი. ამიტომაც, მანქანიდან გადმოსვლამდე აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, ახლომახლო ველოსიპედისტები ხომ არ არიან. ასევე, გერმანიაში არასდროს იაროთ ფეხით ველოსიპედის ბილიკზე. სუპერმარკეტიპირველი რამ, რამაც შეიძლება გერმანიის სუპერმარკეტებში გაგაოცოთ, ისაა, რომ ფასები კილოგრამებში, გრამებში და ლიტრებშიცაა მოცემული. "მთავარი" ფასის გვერდით შეიძლება ნახოთ პროდუქტის ფასი სხვა ერთეულებში. ეს მომხმარებელს ეხმარება, ერთმანეთს შეადაროს პროდუქტი და აირჩიოს ყველაზე მომგებიანი ფასის მქონე. როცა გერმანიაში წყალს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ მის ფასს: ბოთლისა და წყლის ფასები ცალ-ცალკეა მოცემული. თქვენს ფულს უკან დაგიბრუნებენ, თუ მოგვიანებით ბოთლს ამ სუპერმარკეტს ჩააბარებთ. მზად იყავით ჩეკზე ბოთლის ფასის სანახავად (ესეც ცალკე, წყლის გარეშე). როგორც წესი, გერმანიაში ყველა მაღაზია იკეტება საღამოს 8 საათზე, ზოგი მოლი კი - 7 საათზეც. არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც ყველა მაღაზიის დაკეტვის საათს არეგულირებს. თუ გერმანიაში შოპინგს გეგმავთ, ეს ფაქტი აუცილებლად გაითვალისწინეთ. ძაღლებიგერმანიაში ყველგან ნახავთ ადამიანებს ძაღლებთან ერთად: მეტროში, კაფეებში, პარკებში, მოედნებზე. ასევე, ყველა უბნის ყველა ქუჩაზე ნახავთ ძაღლის განავლის ასაღებ პარკებს. ნახმარი პარკები შეგიძლიათ სპეციალურ ურნაში ისე ჩააგდოთ, რომ არც კი შეეხოთ მას. სხსხვადასხვა ღონისძიებების დროს გერმანიაში ამ ტიპის მამაკაცის პისუარებს დგამენ. ისინი უფასოა, ამიტომ 75 ცენტს დაზოგავთ, რაც ჩვეულებრივ საპირფარეშოში უნდა გადაგეხადათ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მამაკაცებისთვისაა. ეს კარგი "ხელსაწყოა" მშობლებისთვის: ბავშვისთვის გამოსაცვლელი მაგიდები. ისინი თითქმის ყველა საზოგადოებრივ საპირფარეშოშია განთავსებული. გერმანიის ტუალეტის დეკორაციებს მოგზაურები ხშირად პოსტავენ Instagram-ისა და Facebook-ის გვერდზე. ზოგჯერ გერმანიის საპირფარეშოებში ნამდვილ შედევრებსაც აღმოაჩენთ. წითელი ბარათიArschkarte (“arsch” ნიშნავს “უკანალს”, “karte” ნიშნავს “ბარათს”) შეიძლება გადმოვთარგმნოთ, როგორც "უკანალის ბარათი". ეს ფრაზა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ყველა ტელევიზია შავ-თეთრი იყო. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მსაჯები საჯარიმო ბარათებს სხვადასხვა ჯიბეებში ინახავენ. ყვითელ ბარათს მკერდის ჯიბეში იდებენ, წითელს კი - შორტის უკანა ჯიბეში, ასე ხალხისთვის უფრო მარტივი გასაგებია ბარათის მნიშვნელობა იმის მიხედვით, თუ საიდან ამოიღებს მას მსაჯი. დღესაც კი აქვთ გერმანელებს ფრაზა “Arschkarte gezogen”, რომელსაც მაშინ გამოიყენებენ, როცა რაღაც უსიამოვნო ხდება. საუნაროგორც წესი, გერმანიაში ქალები და კაცები ერთად დადიან საუნაში და არ იცვამენ საცურაო კოსტიუმებს. პირსახოცები მხოლოდ ჰიგიენისთვის გამოიყენება: იმისთვის, რომ ზედ დასხდნენ. გამოსაცვლელი ოთახებიც ერთია ქალისა და მამაკაცისთვის. გერმანული იუმორიროგორც ამბობენ, გერმანელის გაცინება საკმაოდ რთული საქმეა. ბონუსიOktoberfest, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდის ფესტივალი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფოლკლორული ფესტივალია მსოფლიოში. ბევრმა არ იცის, რომ ის სექტემბერში იწყება, ამიტომ, შეგიძლიათ იმაზე ადრე ეწვიოთ, ვიდრე ფიქრობდით. თქვენი მოგზაურობის უკეთ დასაგეგმად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს და გაიგეთ ფესტივალის მიმდინარეობის ზუსტი თარიღი. ასევე დაგაინტერესებთ:1. ეს მხოლოდ რუსეთში ხდება - 20+ საინტერესო ფაქტი 2. 10 უცნაური რამ, რაც პაპისთვისაა დამახასიათებელი 3. გამოვლინდა 20 ყველაზე ზარმაცი ერი მსოფლიოში 10051 2-ს მოსწონს
|