საქართველო "ბათუმი არ არის ხოფა"- გიორგი კაულაშვილი 2018, 4 აგვისტო, 14:39 ![]() ეს სურათი გადაღებულია ბათუმის აეროპორტში, მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, ამ ქვეყნის (ქალაქის) საერთაშორისო აეროპორტში - საქართველოს ნაცვლად თურქეთი ესალმება... ზოგ-ზოგებისთვის ალბათ ოთახში ჩამოკიდებული დროშაა სახელმწიფოს დანიშნულება, მაგრამ ის, რაც ბათუმში ხდება, სრული განუკითხაობაა.
თუ TAV იყენებს ბათუმის აეროპორტს შიდა რეისებისთვის, ტრანზიტის აღმნიშვნელი წარწერის გაკეთება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ამხელა 'სიბრძნის' მოგონება. ერთი სიტყვის მიწერა შეიძლება Transit ან უფრო დაწვრილებით Passengers going to Hopa to the right - ან შესაბამისი ნიშნით. ეს წარწერა, სულ ცოტა ძალიან არასასურველ ასოციაციებს აღძრავს.
ეს ყველაფერი კი მიშა სააკაშვილის დროს დაიწყო და თურმე 12 წელი გრძელდება.
ბანერის შეცვლამდე - ჩვენი ბანერით გავაგებინებთ ყველას TAV (Georgia)-ს სამარცხვინო ქმედებასა და დანაშაულს საქართველოს წინაშე! მოგიწოდებთ და გთხოვთ: გადაიღოთ მსგავსი სურათი - გამოიწვიოთ მეგობრები და გააზიაროთ ფოტო ჰეშთეგით #ბათუმიარარისხოფა!" - წერს გიორგი კაულაშვილი ![]() გიორგი კაულაშვილის გვერდზე ერთ–ერთი მომხამრებელი ამ საკითხთან დაკავშირებით აკეთებს ასეთ განმარტებას: "ჩვენი წყაროს ინფორმაციით გაირკვა, რომ 2006 წელს ჩვენმა გამყიდველმა ხელისუფლებამ გიული ალასანიასა და გიულენის პაქტი გააფორმა ასე - ბათუმის აეროპორტი 50 წლით მისცა თურქეთს. დღეს, თურქეთის ელჩმა დაარეკვინა ასისტენტს ირაკლი გოგიასთან და სცადა რაღაც უაზრო განმარტების მიცემა. საქართველოს სუვერენიტეტს ლახავს ეს კომერციული შეთანხმება. საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ამ ხელშეკრულების ტექსტი."-წერს იკა კაკაბაძე
117 შეფასება არ არის
|