ასტროლოგია როგორ მოვაწონოთ თავი ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ნაწილი მეორე 2012, 3 ივლისი, 19:16 ![]() მაშ ასე, ვინც მოუთმენლად ელის ლომის, ქალწულის, სასწორის და მორიელის მოხიბვლის ხერხებს ეს სტატია თქვენთვის იწერება. ლომით დავიწყოთ და მინდა თავიდანვე შეგიბრალოთ, თუ მოკრძალებული ბიჭების კატეგორიას განეკუთვნებით ამ გოგოზე ფიქრი თავიდან სამუდამოდ ამოიგდეთ! ლომის სისუსტე არის ყველაფერი "ფეშენი" და ძვირფასი, მათ შორის რაღა თქმა უნდა ბიჭიც. ჰოდა თუ თქვენ ასეთი "ჯერზკების" კატეგორიას განეკუთვნებით წინ! აი რაც შეეხება ქალწულს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს თავს მოწესრიგებულობით და სტაბილური ხასიათით მოაწონებთ. ყოველგვარი სახის ექსტრავაგანტურობა და "სიყვარულის სახელით" ჩადენილი საქციელი, თქვენი ქალწული შეყვარებულის დაფრთხობას გამოიწვევს. მას ჭკუადამჯდარი მამაკაცები მოსწონს და არა ცირკის ჯამბაზები. გაითვალისწინეთ ეს! ![]() ![]() 1956 6-ს მოსწონს 3-ს არა
|