x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საპატრიარქო:კანაფის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, კოკაინის და ჰეროინის ლეგალიზებაც მოხდება

image"ეს არის ერის ღალატი"-განაცხადა მამა ანდრიამ, რომელმაც საპატრიარქოს სახელით განცხადება გააკეთა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-16 მუხლზე დაყრდნობით, მოძრაობა "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა.



"მოსალოდნელი იყო მსგავსი ნაბიჯები, ჩვენ უარესსაც ველოდებით, შეფასების თვალსაზრისით ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი, იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნატკოტიკების ზიანთან დაკავშირებით ჩვენს ახალგაზრდებში...ასეთი დაშვება, ესეთი გაიოლება ამ საკითხისა, მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს, არ შეიძლება ოთხი კაცი, რომლებიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ოთხი მილიონიანი ერის ნებას უგუველყოფდნენ და სრულიად გაუგებარი ლოგიკით ღებულობენ სრულიად დამღუპველ გადაწვეტილებას, ვფიქრობ, გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო; ეს იქნება რეკომენდაცია ალბათ."-განაცხადა ტელეიმედთან საუბარში მამა ანდრიამ.

ამის გარდა მამა ანდრიამ ისიც დასძინა, რომ მოსალოდნელია სხვა ნარკოტიკების ლეგალიზებაც:"კონსტიტუციის მე-16 მუხლზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ, ვფიქრობ, ეს არის შორსმიმავალი გეგმები იმიტომ, რომ მე-16 მუხლში ძალიან მარტივი ფრაზა წერია: თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თვითგანვითარების. თუ ამ ლოგიკით სვლას გავაგრძელებთ, ჩვენ მსგავს ლიბერალურ მიდგომას უნდა ველოდოთ კოკაინზე, ჰეროინზე და ა.შ"

საქართველო გუშინდელი დღიდან შეემატა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებური ან დეკრიმინალიზებულია(გარკვეული რაოდენობის ლიმიტით), მათ შორის არის არგენტინა, აშშ-ს 18 შტატი, (აქედან 9 შტატში ლეგალურია)სამხრეთ აფრიკა, ჰოლანდია, ურუგვაი, რუსეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, დანია, პორტუგალია, ბრაზილია და სხვები.

image

0
64
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0