x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი საიდუმლო – რამდენად დიდხანს ვცხოვრობთ დედამიწაზე?

ითვლება, რომ კაცობრიობა, ცივილიზაციის სახით, ანუ იმ სახით, როდესაც დამწერლობა განვითარდა და ინფორმაციის პირველი მატარებლები (თიხის ფილები) შეიქმნა, დაახლოებით, 5 ათასი წლის წინ გაჩნდა. რაც, სამყაროს განვითარების პერიოდთან შედარებით, დროის უმნიშვნელო მონაკვეთს წარმოადგენს. ხოლო, ოფიციალური მეცნიერება არც კი განიხილავს ადრე არსებული მაღალგანვითარებული ცივილიზაციების საკითხებს და დელიკატურად იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ ადამიანების ამჟამინდელი თაობა ერთადერთია დედამიწაზე, რომელმლმაც განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია... თუმცა, იმის არაერთი ირიბი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს ასე არ არის.


image
ატლანტიდის გარდა, რომელიც პლატონმა აღწერა, არსებობდა სხვა მატერიკული სახელმწიფოები, რომლებმაც, იმავე პერიოდში, საკუთარი განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწიეს... და ოფიციალური მეცნიერების მიერ, ამ მითიური ერებისადმი კადნიერი დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც ხდება ისეთი არტიფაქტების მოპოვება, რომელსაც ჩვენს ცივილიზაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს... და უნდა ითქვას, რომ არტიფაქტების დიდი ნაწილი, თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. კუნძულოვანი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებმაც არსებობა ბუნებრივი კატაკლიზმების გამო შეწყვიტეს და «ბინა» სამუდამოდ წყალქვეშ «დაიდეს», უძველესმა ჩინეთის იმპერიამ იმ პერიოდის ისტორიული წარსული, შედარებით უკეთესად შემოინახა. იქ არქეოლოგები გამუდმებით პოულობენ, ეგვიპტური და სამხ. ამერიკული პირამიდების მსგავს ნაგებობებს, რასაც ამ ტერიტორიაზე, ჩინელი ერის წინაპრების უეცარ გამოჩენამდე მივყავართ.


ვინ იყო პირველი?


ატლანტები, ძველი ეგვიპტელები, ჩინელები, სამხ. ამერიკის და აფრიკის ხალხები — ყველა მათგანს, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, წარსულში განვითარების მნიშვნელოვანი უპირატესობა და ტექნოლოგიების ფლობა აერთიანებს. თან ისეთი ტექნოლოგიების, ჩვენს დროშიც კი, ფანტასტიკის სფეროს რომ განეკუთვნება. მხოლოდ ის ფაქტიც საკმარისია, რომ დღემდე დამტკიცებული არ არის, რომ ძველი ატიფაქტები, თუნდაც, იგივე ეგვიპტის პირამიდები, მხოლოდ ადამიანების ფიზიკური ძალის წყალობით არის აშენებული. მეცნიერებმა ჯერ-ჯერობით ვერ მოუნახეს სარწმუნო ახსნა იმ ფაქტს, თუ როგორ შეიძლებოდა ათეულობით ტონის სიმძიმის ბლოკების სიმაღლეზე ატანა და ისე დამონტაჟება, რომ ბლოკის ღარებს შორის, «ნემსიც არ ჩავარდება».

ძველი ხალხების ბევრ ლეგენდაში, ნახსენებია ვინმე ღმერთების შესახებ, რომლებიც დედამიწაზე ზეციდან ჩამოვიდნენ... ხოლო შემდეგ, იმ აპარატის აღწერილობა მოდის, რომლითაც ისინი ჩვენს პლანეტას სტუმრობდნენ.
და თუ ამ მითებს მყარი საფუძველი აქვს, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ უცხოპლანეტელების რასა, რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა, შემდგომში ადგილობრივებს შეერია და მათი ასიმილაცია მოხდა. ხოლო, მათ მიერ ჩამოტანილი ცოდნა და მოწყობილობა, ცალკე აღებულ ერებს — ეგვიპტელებს, ჩინელებს, შუმერებს, მაიას, აცტეკებს და ა. შ. ტექნოლოგიურ პროგრესში, უფრო სწორედ, ტექნოლოგიურ «ნახტომში» დაეხმარა.


image


მაგ., ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, 12 ათასი წლის წინ, ე. წ. «ნეოლითის რევოლუცია» დაიწყო, რომელიც რამოდენიმე ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, დიდი ცვლილება მოხდა პირველყოფილი ადამიანების ცხოვრების წესში: ისინი შემგროვებლობიდან — სოფლის მეურნეობაზე გადავიდნენ, დაიწყეს ხორბლის და სიმინდის მოყვანა. ყველაზე საინტერესო კი, ამ ისტორიაში ის არის, რომ იმ კულტურების წინაპრები, რომლის დათესვაც პირველმა მიწათმოქმედებმა დაიწყეს, აღმოჩენილი არ არის და დედამიწის სხვადასხვა რეგიონში, სიმინდი და ხორბალი ერთდროულად გაჩნდა.


ამო თუ სამხედროები?


ჩინეთში, ხელისუფლების ბრძანებით, უძველესი პირამიდების უმრავლესობასთან მიახლოვება აკრძალულია. ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ იქ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს და უცხო პირთა დასწრებით, მეცნიერებს ხელი შეეშლებათ.
ამასთან, უკვე დიდი ხანია, რაც ცნობილია, რომ ამ სახის ყველა ნაგებობა, გარკვეული წესით არის აშენებული: ყველა მათგანი თანაბარი მანძილით არის დაშორებული ჩრდ. მაგნიტური პოლუსიდან და ერთმანეთისგან. ცალკეული პირამიდა, პირამიდების ერთობლივი ქსელის ობიექტს წარმოადგენს, რომლის დანიშნულების შესახებ, არაერთი ვერსია არსებობს... და როგორც ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, თავდაპირველად, მაგ., ეგვიპტის პირამიდებს სამარხის დანიშნულება არ ჰქონდა.


image


ძველი ცივილიზაციების მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ატლანტებს საფრენი აპარატები ჰქონდათ, რომ ისინი პირამიდებს, ენერგიის წყაროდ იყენებდნენ და ერთი კონტინენტიდან - მეორეზე, უპრობლემოდ დაფრინავდნემ. ბოლო დროს კი, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მსგავსი აპარატები, ეგვიპტელებსაც ჰქონდათ. ხოლო, ძველი საწვავის ნიმუშები, ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის. რაც გვაფიქრებინებს, რომ პირამიდა მართლაც ენერგოსადგურის ფუნქციას ასრულებდა. სავარაუდოდ, ამის შესახებ, ჩინელმა სამხედროებმა უფრო მეტი იციან და ისინი, ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე, უძველესი რეაქტორების ამუშავებას ცდილობენ.



ვის შეეძლო კიდევ, გამორჩეულობაზე ჰქინიდა პრეტენზია?


მაგალითები, როდესაც უძველესი ცივილიზაციები ისეთ ტექნიკას იყენებდნენ, რომელიც ჩვენთვისაც კი ხელმიუწვდომელია, საკმაოდ ბევრია. გავიხსენოთ, თუნდაც, ბიბლიაში ნახსენები ბაბილონის გოდოლის მშენებლობის ისტორია. აღწერილი კონსტრუქცია, თანამედროვე ცათამბჯენს გვაგონებს, — შესაბამისად, მისი აშენება, ზუსტი გამოთვლების და ანალიზის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა: ლითონის კონსტრუქციის გარეშე, წრიული შენობის აშენება არ შეიძლება, რადგან ქვა სიმძიმეს ვერ გაუძლებს და ან პიზის კოშკივით გადაიხრება, ან ჩამოიშლება. გარდა ამისა, გამორიცხული არც ის არის, რომ ამ ნაგებობას პირამიდის ფორმა ჰქონოდა. შემდეგ, როგორც ცნობილია, გოდოლი დაინგრა, ხოლო, დროთა განმავკოვაში, ქალაქიც დაეცა.
ისტორიამ კიდევ ბევრი მაგალითი იცის, როდესაც სხვადასხვა ეპოქაში, ცალკეული ერები, უეცრად განვითარების მკვეთრ ნახტომს აკეათებდნენ, მაგრამ შემდეგ, გარკვეული გარემოების გამო, ჩამორჩებოდნენ, ხან კი, — საერთოდაც ქრებოდნენ...

ეს რა არის? უმაღლესი ინტელექტის რაღაც ექსპერიმენტი, რომელიც ცალკე აღებულ ერებზე ხორციელდება, თუ უბრალოდ, განვითარების კანონზომიერებაა?! ჯერ-ჯერობით, კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი...

ახალი გათხრებს კი, ახალი აღმოჩენები მოაქვს... ხოლო, აეწყობა, თუ არა, ეს «პაზლი» — რთული სათქმელია.

imageimageimage* ჩვენ და კიდევ 3 სხვა — ოთხი მთვარის ცივილიზაცია
* ჰიპერბორეა – ქვეყანა ჩრდილოეთის ქარებს მიღმა
* ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების ჰიბრიდები იყვნენ
* 12 ფაქტი ძველი მსოფლიოს ისტორიიდან, რომელიც სახელმძღვანელოებში არ წერია

* პატარა პირამიდების ქვეყნის საიდუმლო


0
820
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
820
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0