x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბაბილონის გოდოლის გამოცანა

image


ბიბლიური სიუჟეტი გრანდიოზული ნაგებობის – ბაბილობის გოდოლის შესახებ, მეცნიერებს მოსვენება დღემდე არ აძლევდა. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ მისი არსებობის ისტორიის მტკიცებულება მოუძებნათ და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაეხურათ.

image

ყველასთვის ცნობილი ლეგენდის თანახმად, ერთხელ ადამიანებმა ისეთი კოშკის აშენება დაიწყეს, რომელიც ცას მისწვდებოდა, რაც ღმერთს არ მოეწონა და მან თვითდაჯერებულ და გათავხედებული კაცობრიობის მოდგმას საერთო ენა წაართვა. ამის შემდეგ, მშენებლობა შეწყდა, რადგან ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უგებდნე. ხოლო ადგილს, სადაც ეს ისტორიული მოვლენა მოხდა, ბაბილონი დაარქვეს, რაც არამეულად «შერევას» ნიშნავს.

თუმცა, ფილოლოგების ერთი ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან ივრითზე, ბაბილონი ისე ჟღერს, როგორც «ბაბელი». გარდა ამისა, ეს სახელი ზოგიერთ ძველ ჩანაწერში როგორც «ბაბილუ» ისეა ნახსენები. ხოლო, Bab-il და Bab-ilu ივრითზე «ღმერთის კარიბჭეს» ნიშნავს.image

როგორიც არ უნდა ყოფილიყო სახელი, მთავარი ახლა ის არის, რომ მეცნიერთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – მათ ლეგენდარული ნაგებობის კვალს მიაგნეს.

ბრიტანელმა არქეოლოგებმა, როგორც თავად ამტკიცებენ, ბიბლიური კოშკის არსებობის ფაქტის უტუარი მტკიცებულება აღმოჩენეს. ამაში მათ ბიზნესმენი დაეხმარა, რომლის კერძო კოლექციაში ლურსმული დამწერლობის თიხის ფირფიტები და ნაკვეთი ქვის ფრაგმენტები არის დაცული. ხსენებული ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფირფიტები დეტალურ აღწერილობას შეიცავს «ბაბილობის გოდლის სტელის» შესახებ. ხოლო, ქვის ფრაგმენტების გამოსახულებაზე მეფე ნაბუქოდონოსორი არის, რომელიც ძვ. წ. აღრ. 1125-1104 წწ. მართავდა ბაბილონს. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, აღნიშნული ტაძრის მშენებლობისას, მეფრ იუდეველთა სამეფოდან წამოყვანილ ტყვე-მონებს იყენებდა, რომლებიც სხვადასხვა დიალექტზე საუბრობდნენ და შესაძლებელია, ენების არების ლეგენდა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

დღეს არსებული ვერსიის თანახმად, ბაბილონის გოდოლი ზიქურათი (მრავალსაფეხურიანი საკულტო ნაგებობა – ეტიმენაკი («ცის და დედამიწის შექმნის სახლი») იყო – უძველესი ტაძარი, რომლის სიმაღლე 91 მ-ს აღწევდა. ასეთი ვარაუდი ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა, როდესაც ცნობილმა არქიტექტორმა და არქეოლოგმა რობერტ კოლდევეიმ ლეგენდარული ბაბილონის ნანგრევები აღმოაჩინა. სწორედ მაშინ მოხდა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების – სემირამიდას დაკიდებული ბაღების არსებობის ფაქტი დაადასტურა. ხოლო, ბაბილონის გოდოლთან დაკავშირებით, მეცნიერებმა ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ განსჯის და ანალიზისთვის შეძლეს.

რეალურად, საკულტო ტაძრის ნანგრევები, რომელიც ძველი ქალაქის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, კოშკი კი არა, 90 მ-ის სიგანის პირამიდა იყო, რომლის წვერი, ბაბილონის უზენაესი ღმერთის – მარდუქის ოქროს ქანდაკებით მთავრდებოდა.
ნაპოვნი ზიქურათი 7 იარუსიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ჰეროდოტეს (484-425) თუ დავუჯერებთ, ბაბილონის საკულტო ნაგებობას 8 იარუსი ჰქონდა, ხოლო საფუძველში მისი სიგანე 180 მეტრს შეადგენდა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ «დაკლებული» იარუსი ამჟამად მიწის ქვეშ არის.


image

imageადამიანების ცამდე ასვლის სურვილთან დაკავშირებული ლეგენა, მხოლოდ ბიბლიაში არ არის დაფიქსირებული. ის მსოფლიოს სხვა ხალხების მითოლოგიებშიც გვხვდება. მაგ., აფრიკის ზოგიერთ ტომშს, რომელიც მდ. ზამბეზის სანაპიროებთან ცხოვრობს, აქვს თქმულება იმის შესახებ, თუ როგორ სთხოვა ღმერთმა ნიამბემ ადამიანებს მორჩილება, ხოლო მათ არ მოისურვეს მონობაში ყოფნა და ღმერთის მოკვლა გადაწყვიტეს. ღმერთი სასწრაფოდ ცისკენ გაემართა, ხოლო ერთმანეთზე გადაბმული ნავის ანძები, რომელითაც ის ცაში ავიდა, ჩამოიშალა და მდევრები, რომლებიც მის დაჭერას ცდილობდნენ, დაიღუპნენ.
მსგავსი ლეგენდა აქვს აშანტის ტომის ხალხსაც (განა), რომლის მიხედვით, შეურაცხყოფილი ღმერთი ტოვებს მიწას და ცისკენ მიემართება, მაგრამ ამ შემთხვევაში, კიბის როლს ხორბლის ქვასანაყი ასრულებს, რომელსაც ადამიანები ერთმანეთზე ალაგებდნენ, რომ ცამდე ასულიყვნენ.imageimage

imageრაც შეეხება ლეგენდას ენების არევის შესახებ, რომელიც ბაბილონის გოდოლს უკავშირდება, არც ამ მხრივ არის ის უნიკალური!

პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა კულტურაში ნახსენებია «იდეალური» ენა, რომელზეც ადამიანები გარკვეულ პერიოდამდე საუბრობდნენ. ავსტრალიელი მითოლოგიის მიხედვით, ეს «სუფთა» ენა იყო, რომელიც საგნების ჭეშმარიტ არსს გადმოსცემდა. ხოლო, ძველი ეგვიპტელების ვერსიის თანახმად, ღმერთმა პტაჰმა სახელი დაარქვა ყველაფერს და ენა ადამიანებისთვის ღმერთების საჩუქრად იქცა. ჩინეთში «სწორ» ენას მითიური იმპერატორები ფლობდნენ. ხოლო, ყურანის მიხედვით, დღეს არსებული ენები, ადრე არსებული, ერთიანი ენის ნაწილებია. ენების არევის საკუთარი ვერსიები აქვთ ამერიკის ორივე კონტინენტის ინდიელებსაც.

და ბოლოს, ალბათ ბევრი დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ ჰქვია ნივთს ესა თუ ის სახელი და ასახულია თუ არა მასში მისი არსი? ეს კითხვა პირველად პლატონმა გაახმოვანა «კრატილში» და იქიდან მოყოლებული, მუდმივი კამათის საგანს წარმოადგენს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ბაბილონი — მხოლოდ ფაქტები და არანაირი მითოლოგია
* ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ძველი მსოფლიოს ცნობილი ძეგლების შესახებ
* ძველი მსოფლიოს ყველაზე უცნაური ნაგებობები და აღმოჩენები. დაპირისპირება ოფიციალურ და ალტერნატიულ მეცნიერებებს შორის

0
2315
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0