საზოგადოებრივი დედამიწაზე ცივილიზაციები ასობით მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ დღეს, 9:12 დღეს, არსებული კლიმატური პრობლემის გამო, მეცნიერები იმაზე დაფიქრდნენ, იყო თუ არა, წარსულში მოწინავე ცივილიზაცია, რომელიც პლანეტაზე, საკუთარი ქმედებებით გამოწვეული, გლობალური დათბობის შედეგად დაიღუპა? ნასას კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა გევინ შმიდტმა (Gavin A. Schmidt) და ასტროფიზიკოსმა და მწერალმა ადამ ფრანკმა (Adam Frank) როჩესტერის უნივერსიტეტიდან, საკითხის შესწავლის შემდეგ, სილურული ჰიპოთეზა წამოაყენა, რომლის მიხედვით, ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში, — სილურულ პერიოდში (440 მილიონი წლის წინ დაიწყო და დაახლოებით, 30 მილიონი წელი გაგრძელდა), სილურიანების ცივილიზაცია არსებობდა. ეს იყო ჰუმანოიდების რასა, რეპტილიური გარეგნობით, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებს ფლობდა. ასე, რომ, ამ ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანის გამოჩენამდე, დიდი ხნით ადრე — ცივილიზაციები უკვე არსებობდნენ... და ამის მტკიცებულებად, შეგვიძლია ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, 180 მილიონ წელზე მეტი ხნის ქანებში, ნაპოვნი სკრაპერი განვიხილოთ. თითოეული ხელსაწყო 2, 5-დან — 9 კგ–მდე იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ სკრაპერებს ვინმე იყენებდა, ის ადამიანზე ბევრად დიდი და ძლიერი უნდა ყოფილიყო.
ნახევრად ველური ტომების წარმომადგენლების აზრით, იქ არსებული ბორცვები, სწორედ ამ ღმერთების ტაძარ — პირამიდებია, რომლის დახმარებით, ისინი ვარსკვლავებზე დარჩენილებს უკავშირდებოდნენ. ფაქტობრივად, ინდიელები ამტკიცებენ, რომ ასობით მილიონი წლის წინ, გონიერი ცივილიზაციების წარმომადგენლები დედამიწაზე ჩამოვიდნენ და თან ტექნიკური საშუალებები ჩამოიტანეს, რომლითაც ისინი ასობით სინათლის წელიწადით დაშორებულ სამშობლოში ინფორმაციას გადასცემდნენ...
ჯერ ერთი, რასაც პალეონტოლოგები პოულობენ — ეს იმდროინდელი ფაუნის, 1%-ზე ნაკლებია. ეს იგივეა, ალბინოსი ყვავი რომ ნახოთ და ჩათვალოთ, რომ ყველა ყვავი თეთრია. მეორეც, იმისთვის, რომ ორგანიზმი, ასობით მილიონი წლის შემდეგ, რამე ფორმით გადარჩეს, სპეციალური პირობებია საჭირო. მაგ., თუ დინოზავრი ჭაობებში სპონტანურად დაიღუპა, ანუ ტორფში ჩაიძირა, მას განამარხების და მილიონობით წლის შემდეგ, აღმოჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე იმ დინოზავრს, რომელიც ხმელეთზე, ან წყალში მოკვდა. გარდა ამისა, «თუ ეს ცივილიზაცია მართლაც არსებობდა, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი კვალი არ დარჩენილიყო. უნდა გვახსოვდეს, რომ აღმოჩენილი ნამარხების უმეტესობა, ათასობით და ასობით ათასი წლით არის დათარიღებული და არა მილიონობით. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ იმდროინდელი შენობა–ნაგებობებიდან, დღეს, მხოლოდ მტვერი იყოს დარჩენილი. ეს ცივილიზაცია, დაახლოებით, 100 000 წლის მანძილზე არსებობდა და ამიტომ, მისი ნაკვალევის აღმოჩენა არც ისე მარტივია. უძველეს ქანებში, ასეთი ხანმოკლე მოვლენის მტკიცებულების მოსაძებნად, შესაძლოა, ახალი და სპეციალური კვლევის მეთოდების დანერგვა გახდეს საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ სპეციალურად არ ეძებთ მას, შეიძლება, ვერც იპოვოთ», — აღნიშნა ადამ ფრანკმა.
რაც შეეხება, მათ მიერ შექმნილ ნაგებობებს, 5-10 ათასი წლის შემდეგ, ქალაქები ამოცნობა, რომელიც ადამიანების მიერ არის მიტოვებული, ჯერ კიდევ შეიძლება. ხოლო, 30 ათასი წლის შემდეგ — არა. იმ დროისთვის, ყველაფერი ხეებით და ხავსით დაიფარება, შენობების 90% ობი, სოკო, ქარი და წვიმა გაანადგურებს. 50 ათასი წლის შემდეგ კი, თუ რამე დარჩება, ეს მხოლოდ ლითონის დეტალები და მტკიცე მინერალებისგან დამზადებული საგნები იქნება. გარდა ამისა, დედამიწამ ისეთი კატაკლიზმები განიცადა, რომ მათი ყველა მიღწევა, შესაძლოა, ცეცხლს გადაეწვა, ან ზღვებისა და ოკეანეების გიგანტური ტალღებით ჩამორეცხილიყო...
არხის სხვა სიახლეები:* მთვარეზე ისეთი რამ აღმოაჩინეს, რასაც ჩვენი სამყაროს შეცვლა შეუძლია* რატომ თვლიდნენ, რომ სტალინი, თემურლენგის რეინკარნაცია იყო?* ამ ტესტს მხოლოდ ჭკვიანი თუ გაუმკლავდება (პასუხი აქვს)* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?219 1-ს მოსწონს
|