ასტროლოგია როგორ უნდა მოვიქცეთ 27 ივლისის მთვარის დაბნელების დროს?- ასტროლოგის რჩევები 2018, 27 ივლისი, 15:35 ასტროლოგი ალექსეი ფანდეევი გვიყვება, რისი უნდა გვეშინოდეს და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს, როცა მთვარე გახდება "სისხლისფერი". მთვარის დაბნელება 27 ივლისს მერწყულის-5 ხარისხში გაიმართება. ეს დაიწყება 22:30 მოსკოვის დროით, გაგრძელდება 103 წუთი და იქნება ყველაზე გრძელი მთვარის დაბნელება 21 საუკუნეში. მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობის დროს ხდება, ამ დროს მთვარის ზეგავლენით ემოციური ფონი იზრდება და ამას დადებითი შედეგები არ მოაქვს. მთვარის დაბნელება ბევრი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანის ბედისთვის იქნება გზაჯვარედინი. განსაკუთრებით ეს ეხება მერწყულს, ლომს, მორიელს და კუროს - ყველაზე ემოციურ ასტროლოგიურ ნიშნებს.. ძირითადი თემები, რომელთაც ყურადღება უნდა მიექცეს, დაკავშირებულია პირად ურთიერთობებთან, ოჯახთან, თავისუფლებასთან და შემოქმედებასთან. მთვარე იქნება დაძაბულ ასპექტში მარსთან, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებებზე და ურანთან, რომელიც პასუხისმგებელია თავისუფლებაზე. ამ პერიოდში ბევრ ადამიანს ექნება ძლიერი სურვილი, რომ გათავისუფლდეს რამისგან. ემოციების კონტროლი ამ დროს ძალიან რთულია. უნდა მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ამ დროს ადამიანებს მიეზღვებათ ძველი საქმეების გამო, რომლებიც დავიწყებული ჰქონდათ, სამყარო ყველაფერს აბრუნებს. მთვარის დაბნელების დროს ურანი ხელს შეუწყობს ფსიქიკისა და ცნობიერების აღგზნებას, ხოლო რეტროგრადული მარსი დაუფიქრებელი ქმედებებისკენ გვიბიძგებს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიმშვიდით. არ ავყვეთ ემოციებს, ნუ გაღიზიანდებით. ნუ ჩაერთვებით ნებისმიერ დავასა და კონფლიქტებში. გირჩევთ, დაიხიოთ უკან და გაჩუმდეთ, რადგან ამ დროს ყველა ქმედება შეუქცევადია. თუ ვერ დამშვიდდებით, გირჩევთ დაკავდეთ სპორტით, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები:- (ოპერაციები, მოლაპარაკებები, ვიზიტები, არ მიიღოთ საპასუხისმგებელო გადაწყვეტილებები). აღსანიშნავია, რომ სატურნს, რომელიც არის პლანეტა კარმა, ექნება პოზიტიური ასპექტები ამ პერიოდში. ადამიანებს, რომლებმაც მოთმინება და სიბრძნე გამოავლინეს სიცოცხლის პერიოდში, ბოლოს და ბოლოს, ექნებათ შემოქმედებითი წარმატებები, ასევე, მათ ელოდებათ დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა, რომელიც გადაიყვანს მათ ბედს ახალ პოზიტიურ დონეზე. 212 შეფასება არ არის
|