x
image
გვანცა1234
 როგორ მივიღოთ მუქი რუჯი ძალიან სწრაფად (რჩევები)

• როგორ მივიღოთ მუქი რუჯი ძალიან სწრაფად (რჩევები) •
საქართველოში ზაფხულის ცხელი დღეები მძვინვარებს. ჩვენს ქვეყანაში ქალბატონები და არა მარტო, დიდ უპირატესობას ანიჭებენ გარუჯულ კანს. ამაზე სოლარიუმების მომხმარებელთა მაჩვენებელიც მეტყველებს. დამეთანხმებით, არაფერი ჯობს მზეზე მიღებულ რუჯს. ზღვის სანაპიროებზე, მდინარესა თუ ტბებზე, აუზებსა და აივნებზეც კი მრავლად შეხვდებით რუჯის მსურველებს. რა თქმა უნდა, მზეზე დიდხანს წოლა სასურველი არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა მუქი ფერის კანი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა რუჯის სწრაფად მისაღებად. ( რასაკვირველია, ყოველგვარი ლეღვის ნახარშის გარეშე ). image1) გაიხეხეთ კანი რუჯის მიღების წინაღამით
შხაპის დროს ტანზე გამოიყენეთ სკრაბი, ან უბრალოდ უხეში ღრუბელი. ეს კანს მკვდარ უჯრედებს მოაშორებს და რუჯის მიღებას დააჩქარებს. ნატურალური სკრაბის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზღვის მარილი, თაფლისა და შაქრის, ან ყავის გრანულებისა და ზეითუნის ზეთის ნარევი. image2) ყურადღება მიაქციეთ ჰიდრატაციას
დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მშრალი კანი ძნელად ირუჯება და რუჯიც ბევრად ღია ფერისაა. გარდა სხვა უამრავი დადებითი თვისებისა, წყალი ატენიანებს თქვენს კანს და გეხმარებათ მუქი რუჯის მიღებაში. image3) გაირუჯეთ მაშინ, როდესაც მზე ყველაზე ძლიერია
ეს დრო შუადღის 12 საათია. თუმცა იყავით ფრხილად, რომ არ მიიღოთ კანის დამწვრობა. image4) გამოიყენეთ ქოქოსის ცხიმი ან შოკოლადის კარაქი
ეს ორივე შესანიშნავი საშუალებაა მუქი რუჯის სწრაფად მისაღებად. გარდა ამისა, ეს ბუნებრივი საშუალებები აძლევს კანს სირბილესა და გასაოცარ ბზინვარებას. imageგისურვებთ კარგ და სასიამოვნო დასვენებას!image

0
216
6-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0