მაიაკოვსკის სახელი ბევრისთვის წინააღმდეგობებით სავსე ემოციებს იწვევს: ახალი სამყაროსკენ სწრაფვა, უმრავლესობისთვის გაურკვეველი, "უცნაური" და გამომწვევი ლექსები, შთამბეჭდავი პლაკატები, რევოლუცია...
მისი ლექსებიდან ბავშვები იგებდნენ რა არის კარგი და რა არის ცუდი... თუმცა თავად პოეტისთვის ეს შეკითხვა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე საბოლოოდ მაინც პასუხგაუცემელი დარჩა.
ჰქონდა უამრავი რომანი, ჰყავდა უკანონო შვილები... სიკვდილის წინ დატოვებულ წერილში კი მხოლოდ იმას ითხოვდა, არავინ დაედანაშაულებინათ მის სიკვდილში და არ ეჭორავათ, რადგან "მიცვალებულს ეს საშინლად სძულდა".
ფართო საზოგადოებისთვის დიდხანს უცნობი რჩებოდა მაიაკოვსკის შვილების შესახებ ინფორმაცია. ამ სტატიში სწორედ მათზე ვისაუბრებთ.
1920 წელს ვლადიმირმა გაიცნო მხატვარი ელიზავეტა ლავინსკაია, რომელიც მოქანდაკის, ანტონ ლავინსკის მეუღლე იყო. პოეტის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ სწორედ ანტონ ლავინსკიმ შექმნა მაიაკოვსკის საფლავისთვის ფუტურისტული რკინის კუბო.
ფოტოზე: ელიზავეტა ლავინსკაია
მოქანდაკემ, როგორც ჩანს, იცოდა თავისი ცოლისა და ვლადიმირის ახლო ურთიერთობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ელიზავეტასა და ვლადიმირის ვაჟი, რომელიც 1921 წელს დაიბადა, მაინც თავისი შვილად ჩაწერა. აღნიშნული ისტორია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობი იყო, თუმცა ვლადიმირ მაიაკოვსკთან გლებ-ნიკიტა ლავინსკის მსგავსებას ბევრი აღნიშნავდა. ფაქტი გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც სატელევიზიო ეკრანებზე გამოვიდა მაიაკოვსკის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი "
მესამე ზედმეტია".
ფოტოზე: ელიზავეტა ლავინსკაია, ვლადიმირ მაიაკოვსკის შვილიშვილი, 1996 წ.
პოეტის მეორე შვილსაც იგივე ბედი ერგო: ელიზავეტა ზიბერტი მაიაკოვსკიმ 1925 წელს გაიცნო, აშშ-ში მოგზაურობისას. იგი ამერიკაში ელი ჯონსის სახელით ცხოვრობდა და პოეტის თარჯიმანი და, როგორც ჩანს, საყვარელი იყო.
ვლადიმირ მაიაკოვსკის ქალიშვილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰელენ პატრიცია ტომპსონი, მამის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, 2003 წ.