ქალი და მამაკაცი გიორგი სააკაძის დისა და მეფე ლუარსაბ II-ის განწირული სიყვარული... 2018, 16 იანვარი, 11:34
ალბათ არ არსებობს მეორე პიროვნება, რომლის როლიც საქართველოს ისტორიაში ისეთივე წინაამდეგობრივი იყოს, როგორიც გიორგი სააკაძის. სოფელ ნოსტეში დაბადებული აზნაური თბილისის მოურავი გახდა, მეფე ლუარსაბ II-ის კარზე წარმოუდგენელი გავლენა მოიპოვა და 1609 წელს მისი მთავარსარდლობით ქართველებმა ტაშისკარის ბრძოლაში ოსმალ დამპყრობელთა ჯარი დაამარცხეს. თუმცა ამის შემდეგ, მოშურნე თავადთა შეთქმულების გამო იძულებული გახდა ქართლიდან ირანში, შაჰ აბას I-თან გაქცეულიყო. სწორედ აქედან იწყება წინააღმდეგობებით სავსე ისტორია, რომელიც ყველასათვის კარგად არის ნაცნობი.
თუმცა ამჯერად გიორგი სააკაძის პიროვნების ან მისი საქციელის განხილვა არ გვაინტერესებს. ქვემოთ ვისაუბრებთ მისი დისა და ლუარსაბ მეფის სიყვარულზე, რომელიც შურსა და პატივმოყვარეობას შეეწირა. ამ ამბის მართალია მხატვრული, მაგრამ მაინც ყველაზე დეტალური აღწერა თავად გიორგის ნათესავის, იოსებ თბილელის (იოსებ სააკაძის) "დიდმოურავიანში" გვხვდება. ყველაფერი 1611 წელს დაიწყო. მეფე ლუარსაბი ნოსტეში, გიორგი სააკაძესთან სტუმრად იმყოფებოდა. ახალგაზრდა მონარქმა თვალი დაადგა მასპინძლის დას, რომელიც ძმამ, თურმე მერიქიფედ დააყენა. ბევრი თვლიდა, რომ გიორგი სააკაძემ თავისი და სპეციალურად დააყენა მერიქიფედ, რათა მეფეს ენახა და მოსწონებოდა, თუმცა სინამდვილე არავინ იცის. "დიდმოურავიანს" თუ დავუჯერებთ, მეფემ თავად მოითხოვა ქალს დაესხა მისთვის ღვინო, რადგან უკვე გულში ჰყავდა ჩავარდნილი სააკაძის და. ასეა თუ ისე, მეფეს ახლად გაცნობილი აზნაურის ქალი შეუყვარდა. კადრი მ. ჭიაურელის ფილმიდან "გიორგი სააკაძე"; სპარტაკ ბაღაშვილი (ლუარსაბ მეფე), ლიანა ასათიანი (გიორგი სააკაძის და, თეკლე), 1943 წ. საინტერესოა თავად გიორგის ქმედება მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების სიყვარულის ამბავი გამჟღავნდა. "დიდმოურავიანზე" დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, სააკაძე სთხოვდა მეფეს თავი დაენებებინა თავისი დისთვის, უფრო მეტიც, იგი სიკვდილითაც კი დაემუქრა მეფეს: "მეფეს კაცი მიუგზავნე: „ეს არ იყო თქვენგან ქნანი! რომ ჩემი და გავაბოზო, სიტყვა ნუ გაქვს ამის თქმანი, ნუ მიჰყვები ბოროტს საქმეს, ნუ გაქვსთ ცუდი გულის თქმანი, და თვარემ თავი მოგაკვლიო, არ მაქვს სიტყვის უკუთქმანი!" სააკაძემ მარიამ დედოფალსაც სთხოვა, თქვენი შვილი ჩემი დის ხელს მთხოვს და იქნებ გადაათქმევინოთ, არ ვართ ჩვენ მისი შესაფერისიო. ჭკვიანი სააკაძე ხვდებოდა, რომ ეს ქორწინება ისედაც მოშურნე დიდთავადებს უფრო მეტად აამხედრებდა მის წინააღმდეგ: "როდეს გნახვენ დიდნი კაცნი, შეგიკვეთენ დაგდებასა, ჩემსა ცუდათ დაჭერასა და სუბუქად აგდებასა, შადიმან არს ჩემი ქიშფი, გეტყვის სიკვდილს, გაგდებასა. და ახლავ მიჯობს ჩამომეხსნა, ბოლოს ჭირში ჩაგდებასა!" მიუხედავად იმისა, რომ დედოფალ მარიამს შვილისთვის დადიანის ქალი ჰყავდა საცოლედ შერჩეული, ახალგაზრდა მეფემ თავადების სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, სიყვარულს არ უღალატა, გიორგი სააკაძის დაზე ქვათახევში ჯვარი დაიწერა. თუმცა, საბოლოოდ გიორგი სააკაძის შიში გამართლდა, მის მიმართ შურით აღვსებულ თავადთა ზეწოლას მაინც ვერ გაუძლო მეფემ და იძულებული გახდა გაშორებოდა საყვარელ მეუღლეს... ასევე დაგაინტერესებთ: 1. ერეკლე II-ის შვილიშვილისა და მუსულმანი პოეტის თავბრუდამხვევი სიყვარულის ამბავი - უცნობი ისტორია... 2. ტესტი: რომელი ქალაქია ფოტოზე - შეამოწმეთ რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს 3. ასე უყვარდათ საქართველოში - მოგზაურობა ამღერებულ კუთხეებში 4. ქართველი ქალი, რომელიც ქმარმა ბანქოში წააგო, გერმანელმა პრინცმა კი ცოლად შეირთო - დაუჯერებელი ისტორია 5. იცით ვინ არის ტყვე ბიჭი, რომელიც ჰიმლერს ასე დაჟინებით უყურებს? - დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია... 6. ქალი, რომელმაც ილია ჭავჭავაძის სიყვარული უარყო - მივიწყებული ისტორია... 7. რატომ მიათხოვეს თამარ მეფის უკანონო და ქართველთა მეფეზე შეყვარებულ უფლისწულს 1103 9-ს მოსწონს
|