![მაკრონს ხორვატიის პრეზიდენტმა სულ
დაავიწყა საკუთარი ცოლი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201807/201807170725186227.jpg)
პრესა და სოციალური ქსელი განიხილავს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე საფრანგეთსა და ხორვატიას შორის ქვეყნის პირველი პირების საქციელს, მაკრონს აშკარად მოეწონა 50 წლის, მასზე უფროსი ხორვატიის სექსუალური პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი(მას ხომ უყვარს მასზე უფროსი ქალები) და სულ დაავიწყდა საკუთარი 65 წლის ცოლი, მისივე ყოფილი მასწავლებელი ბრიჯიტ ტრონიე.
![მაკრონს ხორვატიის პრეზიდენტმა სულ
დაავიწყა საკუთარი ცოლი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201807/201807170725376227.jpg)
აღსანიშნავია, რომ ხორვატიის პრეზიდენტიც აშკარად ეფლირტავებოდა მაკრონს, ორივე პრეზიდენტი მეუღლეებით ესწრებოდენენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, თუმცა მათ არავინ აქცევდა ყურადღებას, თითქოსდა არც არსებობდნენ.
![მაკრონს ხორვატიის პრეზიდენტმა სულ
დაავიწყა საკუთარი ცოლი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201807/201807170726046227.jpg)
როდესაც საფინალო სასტვენის ხმა გაისმა და თამაში დამთავრდა, ემანუელ მაკრონი მივიდა კიტაროვიჩთან და მხურვალედ გადაკოცნა.
![მაკრონს ხორვატიის პრეზიდენტმა სულ
დაავიწყა საკუთარი ცოლი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201807/201807170726286227.jpg)
დაჯილოდების დროსაც ერთი ნაბიჯით არ შორდებოდა მაკრონი ხორვატიის პრეზიდენტს, მეტიც, მაკრონი მაშინაც კი გადაეხვია კიტაროვიჩს, როდესაც გამარჯვების პირველი ეიფორია ოდნავ ჩაცხრა, სოციალურ ქსელში ამ ფაქტმა ფრანგების აღშფოთება გამოიწვია, "ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მაკრონს დაავიწყდა, რომ კანონიერი ცოლი გვერდით ჰყავდა", მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრიჯიტ ტრონიე განვითარებულ მოვლენებს წყნარად ადევნებდა თვალს და ერთი სიტყვაც არ დაცდენია.
![მაკრონს ხორვატიის პრეზიდენტმა სულ
დაავიწყა საკუთარი ცოლი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201807/201807170727036227.jpg)
ხორვატიის პრეზიდენტი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გულშემატკივრობდა ნაკრებს, ამ ქალმა მოხიბლა ინტერნეტ-მომხმარებლები, დღეისთვის იგი ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოს ქალად ითვლება მსოფლიოში.