უცხოური პრესა "დიახ, მე ვარ, ჯერჯერობით” - პუტინმა უპასუხა კითხვას, ნამდვილად პუტინია თუ არა (ვიდეო) 2023, 5 ნოემბერი, 18:07
პესკოვმა კვლავ ისაუბრა ვლადიმერ პუტინის "ორეულებზე". ამჯერად ВДНХ-აზე საზოგადოება "ზნანიას" გამოფენა - ფორუმზე:
"ჩვენ მხოლოდ ერთი პუტინი გვყავს! - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ამასობაში ეროვნული ერთიანობის დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა მოხალისეებთან, ასევე უკრაინის ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის ზონაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების შვილებთან. შეხვედრა წითელ მოედანზე გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ტრადიციულად ფოტოები გადაიღეს. ფოტოსესიის დასრულების შემდეგ, ბიჭმა, რომლის უკანაც პუტინი ფოტოების გადაღების დროს იდგა, პრეზიდენტს ისეთი კითხვა დაუსვა, რამაც რუსეთის ლიდერი, ცოტა არ იყოს დააბნია. შესაბამისი ვიდეო ტელეგრამის არხზე ტელეკომპანია "როსიას-ს ჟურნალისტმა პავედ ზარუბინმა. გააზიარა (ნახე ვიდეო <ამ ბმულზე> „თქვენ რა პუტინი ხართ?!“ - ჰკითხა ბიჭმა, რომელიც დაახლოებით 7 წლის იყო. ”დიახ მე ვარ, ჯერჯერობით”, - ოდნავ ყოყმანით უპასუხა. ამავდროულად, თავად პუტინს და შეხვედრაზე დამსწრე ადამიანებსაც გაეცინათ. პუტინის ორეულებზე ხშირად ვრცელდება ჭორები, არც თუ იშვიათად აბსურდამდეც მისული, მაგალითად რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ვითომ ლუდმილა პუტინასთან აღებული ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ მისი ქმარი დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის და ქვეყანას მისი ორეული მართავდა; ასევე ჭორის იმის შესახებ, რომ პუტინი მძიმედ ავად არის და მალე მოკვდება. მათ შორის უცხოური მედიასაშუალებებიც. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვინმე პროფესორ ვალერი სოლოვეის ინტერვიუ, რომელიც უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს მისცა, რომ თითქოს პუტინი 26 ოქტომბერს გარდაიცვალა კიბოს მძიმე ფორმით. "ის მოკვდა, ნამდვილად მოკვდა, 26 ოქტომბერს, ხუთშაბათს გარდაიცვალა, ახლა ის იმყოფება მაცივარში, თავის რეზიდენციაში ვალდაიში. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ის მოკვდა" - ამტკიცებდა დიმიტრი გორდონთან საუბარში ვალერი სოლოვეი. 367 3-ს მოსწონს
|