უცხოური პრესა "ამერიკა ზესახელმწიფო და მსოფლიოს ჰეგემონი აღარ არის" 2017, 17 სექტემბერი, 10:33 ერიკ ზემური ფრანგი პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნალისტია, მრავლგზის პროფესიული პრემიების ლაურეატი, ჟურნალისტი უკვე რამდენიმე წელია აკრიტიკებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას და მათ არაქმედითუნარიანობას უზრუნველყოს მსოფლიოს ერთპოლარულობა. ახლახან ზემურმა ფრანგულ Le Figaro Magazine-ში ამ თემას სპეციალური სვეტი დაურთო: "2001 წლის 11 სექტემბერი გარდატეხის მომენტი იყო შეერთებული შტატების ისტორიაში და სათავე დაუდო ახალ ერას:-ისლამურ სამყაროსა და დასავლეთის კონფრონტაციას. ამერიკელმა "ქორებმა" და ჯორჯ ბუში-უმცროსმა მიიჩნიეს, რომ 11 სექტემბერი კარგი საბაბი იყო, რომ დაწყებულიყო აქტიური ქმედებები ისლამისტების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში. თითქოს გამარჯვება იქნებოდა სწრაფი და დამაჯერებელი, ხოლო მთელი რეგიონის "დემოკრატიულ რელსებზე" გადაყვანა გარდაუვალი. მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა და დღეს ისლამური სახელმწიფოს არმია (ISIS) ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიასთან ერთად უკვე ისრაელის ჩრდილოეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ (რაც ვაშინგტონსა და თელ-ავივს ერთმანეთს აშორებს, რადგან ისინი გვახსოვს, 16 წლის წინ ამ რეგიონში რა "აჯაფსანდალი" ტრიალებდა). ასე, რომ 2001 წლიდან აშშ-მ დაკარგა ზესახელმწიფოს სტატუსი და შემდეგი მათი ქმედებებიც სრული კრახით დამთავრდა ერაყში და ავღანეთში, სადაც თალიბებმა უფრო განიმტკიცეს პოზიციები, ან თუნდაც სირიაში, სადაც რუსეთმა დამაჯერებელი წინააღმდეგობა გაუწია. ჩრდილო კორეელ ტირანს კიმ ჩენ ინსაც კი ცალ ფეხზე ჰკიდია ტრამპის მუქარები, ჩინეთი უკვე მზადაა თავის ეკონომიკური სიმძლავრით გასრისოს ამერიკის შეერთებული შტატები, აშშ აღარაა ზესახელმწიფო, რომელმაც 9 წლის წინ შეძლო კოსოვოს სერბეთისგან გამოყოფა გაერო-ს გარეშე. შედეგად შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული ნელ-ნელა კარგავს ჰეგემონის სტატუსს, მას აქტიურ წინააღმდეგობას უწევს მოსკოვი, რომელიც თავს სრულიად სუვერენულად გრძნობს და თავისუფლად ატარებს თავის პოლიტიკას მრავალ რეგიონში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთშიც."-აღნიშნავს ფრანგი მიმომხილველი. 162 5-ს მოსწონს 1-ს არა
|