x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩვენ ამერიკის ვასალი არ ვართ" - რატომ არ შეუერთდა ინდოეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს?
imageინდოელმა მწერალმა და ჟურნალისტმა Ulleh N.P. -მ უძველესს ავსტრიულ გაზეთ Wiener Zeitung-ის სტატიაში გაანალიზა ინდოეთის ამერიკისადმი და რუსეთისადმი დამოკიდებულება:


"თუ ინდური დისკუსიებს გადავხედავთ სოციალურ მედიაში, არის იმის მაჩვენებელი, თუ რას ფიქრობს ხალხი მოსახლეობის სიდიდით მეორე ქვეყანაში (ჩინეთის შემდეგ) უკრაინის ომზე, ისინი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს ადანაშაულებენ. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც არ ეთანხმება ამას და უწყობს ტენორს დასავლურ მედიას, მაგრამ ზოგადად ეს უმცირესობაა, ინტელექტუალებშიც კი . უმეტესობა საუბრობს ძმათამკვლელ ომზე უკრაინაში და როგორც ჩანს, იემენის ომზე მეტად არ აწუხებთ ეს საკითხი. მათ უფრო მეტად აწუხებს ჩინეთის პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, ვიდრე თავად ომი.


ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ინდოეთი, მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატია და მაჰათმას მიწა, იყოს „არასწორ“ მხარეზე, კერძოდ, აგრესორის მხარეზე?



პასუხი მარტივია: ინდოელებმა იციან, რომ თანამედროვე ომი რუსეთის მიერ არ არის გამოგონილი. მსოფლიო სავსეა ომებითა და სამოქალაქო ომებით.



როდესაც აშშ -მ გასულ წელს ავღანეთიდან, ინდოეთის სამეზობლოდან გავიდა, ახალი ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისი, ქაოსი და სისხლისღვრა დაიწყო. ინდოეთმა საკუთარ თავზე იგრძნო ლტოლვილთა ტალღით გამოწვეული არეულობა. რისთვის იყო ეს ომი? რას მიაღწიეს აშშ-ს ხელმძღვანელობით ნატოს ჯარებმა 20 წლიანი ოკუპაციის შემდეგ? და ააშენეს თუ არა ნატოს ჯარებმა დემოკრატია ერაყში შეჭრის შემდგომ, სადაც მასობრივი განადგურების იარაღის მოტივით იყვნენ შესულები, რომელიც არ არსებობდა? ასეთმა კითხვები ამოძრავებდა ინდოელ ხალხს.


ნავთობზე გაჩაღებულმა ომმა ახლო აღმოსავლეთი დენთის კასრად აქცია. 2014 წელს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე დიდი ხნით ადრე იემენში დაიწყო მრავალშრიანი ომი, რომელშიც სხვადასხვა ინტერესები იყო ჩართული. არც იქ იყო აშშ უცოდველი მაყურებელი, რადგან საუდის არაბეთი იარაღზე ფსონს სწორედ შეერთებულ შტატებთან დებდა.


თუ ომები ცუდია, მაშინ დემოკრატიის დამკვიდრების ცრუ პრეტენზიით წარმოებული ომები კიდევ უფრო უარესი და ეშმაკურია.



ინდური საზოგადოება უსმენს ისეთ ადამიანებს, როგორიცაა რუსეთის ექსპერტი სტივენ კოენი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, რომელიც გარდაიცვალა 2020 წელს, ან ჯონ ჯოზეფ მირშაიმერი. და თუნდაც ჰენრი კისინჯერის ხმაც კი, რომელიც სულაც არ არის ინდოეთის მეგობარი მას შემდეგ, რაც სურდა ჩვენთვის გაეკეთებინა 1971 წლის პაკისტანთან ომში.


სავარაუდოდ, ბევრი ინდოელი იყო მირშაიმერის YouTube ლექციის 27 მილიონ მსმენელს შორის "რატომ არის უკრაინა დასავლეთის წინაშე დამნაშავე?".


2015 წელს, მან, ისევე როგორც კოენმა, გააფრთხილა უკრაინაში გაჩაღებული ომის შესახებ, რომელიც "ნატოს" მიერ რუსეთის ალყაში მოქცევის მცდელობის შედეგად დაიწყებოდა.


საშუალო ინდოელი სვამს იგივე კითხვებს, რასაც ექსპერტები: მოითმენს თუ არა აშშ ჩინეთის საჰაერო ბაზას მექსიკაში? თუ მათ სურდათ, რომ უკრაინა ნატოში ყოფილიყო, რატომ დააგვიანეს ასე? იქნებ უკრაინას იყენებ, როგორც პაიკს, რომ რუსეთი დაასუსტონ? რატომ მიჰყვებიან ევროპული ქვეყნები აშშ-ს ასე თანმიმდევრულად? ეს არის ტიპიური კითხვები, რომლებიც ინდოელებს აინტერესებთ.


ჩვენ შეგვიძლია ყველა კამათი დავიყვანოთ მორალის საკითხამდე. როგორ შეიძლება კაპიტულაცია მოახდინო განდის, როგორც არაძალადობის აპოსტოლის ღირებულებებზე? განდის სწამდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდობის დამყარება ომის გზით. მაგრამ ის მოკვდა საკუთარი ხალხის ცოდვებისთვის. მისმა სიკვდილმა მშვიდობა მოიტანა ინდოეთში, რომელიც 1947 წელს წასული ბრიტანელი კოლონისტების მიერ იყო გაყოფილი. მაშასადამე, ჩვენი პოზიცია ნათელია: როგორც დასავლეთი არ ზომავს თავისი დიპლომატიური მოკავშირის მორალს, ასევეა ინდოეთიც.



უფრო მეტიც, თუ აშშ ოდესმე იფიქრებს, რომ შეუძლია ინდოეთს უკარნახოს პირობები ან დაარწმუნოს, რომ გაწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობები, ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ არ ვართ ვასალური სახელმწიფო.


აშშ არ ელოდოს, რომ ინდოეთი მის მტრებს თავის მტრებად მიიჩნევს. ჩვენც მათსავით გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ინტერესები. ინდოეთისთვის რუსეთთან სამხედრო ურთიერთობა გადამწყვეტია, რადგან ეს ურთიერთობა ათწლეულების წინანდელია. თუ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ რუსული გაზის ყიდვა, ჩვენც გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ რუსეთიდან ნავთობი უფრო დაბალ ფასად ვიყიდოთ.


შენიშვნა:ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით




18
487
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
487
  
2022, 4 სექტემბერი, 18:27
ეეე დებილო თუ ტყუილებს დავწერ მაშინ საქართველოს პატრიოტი ვიქნები? ვა რა დებილი ხარ . მამაშენი ალბად ამაყობს შვილი გავზარდეო არა და რა საჩვენებელი სამაგალითო დებილი ხარ. თქვენ რომ გისმინოთ კაცმა უკრაინის არმია მოსკოვის მისადგომებთან დაგას
დრეს ხავალ პუტინს დაამხობს. ვაი თქვენს პატრონს ამდენ გინებაჩუნგს რა გეშველებათ.
2022, 4 სექტემბერი, 18:15
წადი ექიმს გაესინჯე შენი დებილი, დებილი, დებილი, დებილი, დედაც.
2022, 4 სექტემბერი, 17:49
საზიზღარი რუსი პროპაგანდისტი ხარ, სალაფავისთვის მკვლელების გამმართლებელი. წინ დაგხვდება ყველა ნაძირლობა რასაც აკეთებ
2022, 3 სექტემბერი, 20:50
შენ მანამდე არაფერი გეტკინოს. უკრაინას დედა აღარ ყავს, ეს ამერიკელი მაღალი დონის ექსპერტია( რუსი არ არის არაააა). მოუსმინე და თავს გაუფრთხილდი შემთხვევით არაფერს მიარტყა
https://www.youtube.com/watch?v=RDJky73j9yA
2022, 3 სექტემბერი, 20:34
დარჩები მალე სალაფავის გარეშე, მოგხედავენ უკრაინელები ყველას
2022, 3 სექტემბერი, 10:25
ივანე მაჩაბელი შენი ნამდვილი სახელი არ არის, შენ ხარ ჭიჭიკო ღლეზეჩამოეძინაშვილი ან რაიმე მაგდაგვარი დებილი, გონებაჩლუნგი, სად ნახე პროპაგანდისტული სტატიები, ვიდეოებია შე დებილო სადაც ამერიკის მაღალი დონის ჩინოვნიკები თავის პირით ამბობენ რამდენი ბოროტება დაატრიალეს მსოფლიოში. მოიცა მოიცა შენ ეტყობა ქართულის გარდა სხვა ენა არ იცი როგორც ჩანს. შენ ყოფილხარ მთავარი არხის კლიენტი, გონება ჩლუნგი გამოპატრიოტებული ქართველოიდი, საქართველოს გაუმარ- ჯოს - ჯოს-ჯოს-ჯოს-ჯოს ინტელექტით.
2022, 2 სექტემბერი, 19:26
პროპაგანდონმა სხვა პროპაგანდონების სტატიები მოიყვანა მტკიცებულებად და დეგენერატი არ ჰგონია თავი
2022, 2 სექტემბერი, 19:24
ტიპიური დეგენერატი
2022, 2 სექტემბერი, 16:21
1) ეს ბოლტონის აღიარებითი ჩვენება კარგად მოუსმინე, განსაკუთრებით 1:30
https://www.youtube.com/watch?v=s6RaqFotyFc

2) ეს ამერიკული საინფორმაციო წყარებიდანაა, ამასაც კარგად მოუსმინე, როგორ შევიდა აშშ უკრაინაში გადატრიალებით დემოკრატიის დასამყარებლად, ოღონდ ჯერ ყურები კარგად გამოიწმინდე რომ კარგად გაიგო 3:20 დან
https://www.youtube.com/watch?v=fKPyCkPrpqQ


3) ეს ამერიკელი სენატორია. იცი ვინ არის ტყუილის ყველაზე დიდი გამავრცელებელი მსოფლიოში? ამასაც კარგად მოუსმინე. ამის მერე მთლად დებილი თუ არ ხარ და წერა კითხვაც იცი შენ თვითონ შეგიძლია მოძებნო რამდენი ბოროტება დაატრიალა აშშ-მ მსოფლიოში.
https://www.youtube.com/watch?v=heqn7W0gWCw


ეს ყველაფერი დასავლური წყაროებიდანაა რუსული პროპაგანდა არ გეგონოს, ვაა რა გეშველებათ თქვენისთანა გამოპატრიოტებულ ქართველოიდებს ელემენტარული დაკვირვების და ანალიზის უნარი არ გაქვთ.
2022, 2 სექტემბერი, 11:18
ამდენი ლაი-ლაის დაწერის შემდეგ, ერთი ოფიციალური ლინკი დაგედო სადაც აშშ-ს მთავრობა წერს, რომ სადმე შევიდა დემოკრატიის დასამყარებლად. აბა ჰე მიდი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10