უცხოური პრესა ღია წერილი ვლადიმერ პუტინს და დონალდ ტრამპს 2018, 15 ივლისი, 12:57 ![]() "დაგეგმილი უმაღლესი დონის სამიტის წინ ფინეთის მოსახლეობია გასული წლების მსგავს შეხვედრებს იხსენებს. ხშირად ხდებოდა, რომ ჰელსინკში ჩასული ზესახელმწიფოების პირველ პირების ჩამოსვლისას დაძაბული ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ ლიდერები სახეზე ღიმილით შორდებოდნენ ერთმანეთს. ამ ფენომენს თავისი სახელიც კი აქვს: "ჰელსინკის სული". თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის შედეგების პროგროზირება ძალზე ძნელია, რადგან ბოლო ხანებში სწრაფი ცვლილებები შეინიშნება, როგორც რუსეთში, ასევე აშშ-ში, ისინი იმასაც იმედოვნებენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერი "არ გადაწყვეტს ევროპულ საკითხებს, ევროპელების მონაწილეობის გარეშე". "აშშ-ს და რუსეთის ურთიერთობის მუდმივი დეგრადაციით ვერავინ მოიგებს, ამიტომ ჰელსინკის უმაღლესი დონის შეხვედრა არის მნიშვნელოვანი მოვლენა, მიუხედავად არსებული სირთულეებისა"-ასკვნის გაზეთი. შეგახსენებთ, პუტინის და ტრამპის შეხვედრა უკანასკნელად 2017 წლის 7 ივლისს შედგა ჰამბურგში. იმავე წლის ნოემბერში, ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ტრამპს და პუტინს შორის გაიმართა ხანმოკლე საუბარი არაოფიციალურად კულუალურ ფორმებში. 22 6-ს მოსწონს
|