ბრძენმა ერმა - ჯერ ტროლეიბუსის ხაზები დაგლიჯა, ტრამვაის ლიანდაგები ამოყარა, ხაზები გააუქმა. მეტროს ვაგონები გაანახევრა და გადაჯდა ...
![ბრძენმა ერმა - ჯერ ტროლეიბუსის ხაზები
დაგლიჯა, ტრამვაის ლიანდაგები
ამოყარა, ხაზები გააუქმა. მეტროს
ვაგონები გაანახევრა და გადაჯდა ... image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201807/201807150849326227.jpg)
ცოტნე გამსახურდია “ენ-დი-აის” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა ტორნტონის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აღნიშნავს, რომ მან და მისმა მეგობრებმა გაიკეთეს ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა გაცილებით მეტია ამერიკის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, ხოლო სხვების ანალიზებმა აჩვენეს, რომ ტყვიის შემცველობა მათ ორგანიზმში საშიშ დონეზეა. იგი მოუწოდებს მოსახლეობას, სასწრაფოდ აიღონ სისხლის ანალიზი.
"მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და სხვები პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემას მიხედავენ და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლას აპირებენ. იმედი მაქვს, ეს სასწრაფოდ მოხდება, რადგან ეს ისეთი კრიზისია, რომელზე რეაგირებაც აქამდე იყო საჭირო და ყოველი დღე უფრო დიდი რისკის მატარებელია” – აღნიშნავს ლორა ტორნტონი.
ცოტნე გამსახურდია:ასეა და რა დავამატო..(გიორგი ხვედელიანის პოსტი)
ბრძენმა ერმა - ჯერ ტროლეიბუსის ხაზები დაგლიჯა, ტრამვაის ლიანდაგები ამოყარა, ხაზები გააუქმა. მეტროს ვაგონები გაანახევრა და გადაჯდა ..... გადაჯდა ამერიკის მდინარე
ებში ნაბანავებ მანქანებში, აყროლებული სალონებით, კატალიზატორები დახსნა "გაწევა აქვსო მაგარი". ტროტუარისა და მწვანე ზონის ხარჯზე გააშენა ბენზინის სადგური. თითო ოჯახში სულზე ორი მანქანა შეიყვანა.
მოკლედ მივაგენით "ბედნიერების" ფორმულას. მოკლე ჭკუა რომ არის სინამდვილეში.
![ბრძენმა ერმა - ჯერ ტროლეიბუსის ხაზები
დაგლიჯა, ტრამვაის ლიანდაგები
ამოყარა, ხაზები გააუქმა. მეტროს
ვაგონები გაანახევრა და გადაჯდა ... image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201807/201807150924186227.png)