ქალი და მამაკაცი ვარსკვლავების 15 ყველაზე ხანმოკლე ქორწინება 2018, 14 ივლისი, 7:48 15)ჯენიფერ ლოპესი და კრის ჯადი - 4 თვე - მათ 2001 წელს კლიპ Love Don't Cost a Thing-ის გადაღების დროს გაიცნეს ერთმანეთი, ცოტა ხნის ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ, ოთხი თვის შემდეგ გაიყარნენ. 14)ნიკოლას კეიჯი და ლიზა მარია პრესლი - 4 თვე - როგორც ამბობენ, კეიჯს ელვისის ერთადერთ ქალიშვილთან ქორწინებით მხოლოდ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება სურდა, იგი ხომ როკ-ნ-როლის მეფის დიდი თაყვანისმცემელი იყო, მას გრეისლენდის ზუსტი ასლის დამზადებაც კი უნდოდა. 13)რენე ზელვეგერი და კენი ჩესნი - 4 თვე - რენემ ქანთრის ვარსკვლავი კესი ჩესნი 2005 წლის იანვარში გაიცნო, ხოლო მაისის თვეში დაქორწინდნენ, ამბობენ ასეთი სწრაფი გაყრის მიზეზი ჩესნის დაუოკებელი სექსუალური აქტივობა იყოო, თუმცა ეს ჭორები საკმაოდ გაზვიადებული აღმოჩნდა. 12)მილა იოვოვიჩი და შონ ენდრიუსი -2 თვე -16 წლის იყო მილა, როდესაც დედის ჯიბრით 21 წლის შონ ენდრიუსს გაეკიდა და ლას-ვეგასში შექმნა ოჯახი, მაგრამ დედამ მაინც წამოიყვანა მილა. კალიფორნიის კანონების მიხედვით, არასრულწლოვნის დაქორწინების შემთხვევაში მშობელს მის მაგივრად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება. 11)კიმ კარდაშიანი და კიმ ჰამსრიფი -2 თვე -მიუხედავად იმისა, რომ NBA-ს კალათბურთელის და სექს-დივას ქორწილს 400 სტუმარი ესწრებოდა და 20 მლნ.$ დაჯდა, მათი ქორწინება სულ მალე, 2 თვეში დასრულდა. 10)პამელა ანდერსონი და რიკ პამელანი -2 თვე - მანამდე პამელას როკ-ვარსკვლავ კიდ როკთან ქორწინება სულ რაღაც 5 თვე გაგრძელდა, როგორც ჩანს რეკორდის გაუმჯობესება გადაწყვიტა 90-იანი წლების სექს-სიმბოლომ და პოკერის პროფესიონალ მოთამაშესთან ქორწინება ორი თვემდე ჩამოიყვანა ..შემდეგ დაშორდნენ და ისევ იქორწინეს 2007 წელს. მათი ურთიერთობა მეორედ 6 თვეს გაგრძელდა. 9)აქსელ როუზი და ერინ ევერლი -26 დღე - მთვრალი აქსელი იარაღით ხელში ღამის 4 საათზე სახლში მიადგა ერინს და განუცხადა:"თავს მოკლავდა, თუ ცოლად არ გაჰყვებოდა"..თუმცა ქორწინების შემდეგ აქსელმა აღიარა, რომ მათი ქორწინება შეცდომა იყო და ევერლის გაყრა მოსთხოვა....ამის შემდეგ აქსელი და ერინი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს შიგადაშიგ, დაშორდნენ საბოლოოდ, როდესაც ერინს მუცელი მოეშალა. 8)დრიუ ბერიმორი და ჯერემი თომასი -19 დღე - დრიუ 19 წლის იყო, როდესაც 31 წლის ბარის მფლობელ ჯერემი თომასს ცოლად გაჰყვა, ვინ იყო ქორწინების ინიციატორი, არცერთს არ ახსოვს, რადგან იმ პერიოდში ორივე ალკოჰოლიკები იყვნენ და ყოველდღე ტეკილით იბრუჟებოდნენ. 7) ედი მერფი და ტრეისი ედმონდსი - 14 დღე -2008 წელს მერფი თავის შეყვარებულ, პროდიუსერ ტრეისი ედმონდსთან ერთად ბორა-ბორაზე დასასვენებლად გაემგზავრა, ის ისე მოიხიბლა იქაური ბუნებით, რომ გადაწყვიტა იქვე დაქორწინებულიყო, თუმცა როდესაც აშშ-ში დაბრუნდნენ, აღმოჩნდა, რომ ამერიკის კანონის მიხედვით იქაური ქორწილი ბათილად ცნეს, ედის კი ხელმეორედ დაქორწინების სურვილი აღარ გაუჩნდა. 6) შერი და გრეგ ელმანი - 9 დღე - 1975 წელს შერი ცოლად გაჰყვა კომპოზიტორ გრეგ ელმანს. მათი ქორწილი 9 დღე გაგრძელდა. მანამდე შერს იმედი ჰქონდა, რომ თავის შეყვარებულს ალკოჰოლს ჩამოაშორებდა, მაგრამ უშედეგოდ, ელმანი ქორწილის დღიდან მოყოლებული, 9 დღე არ გამოფხიზლებულა. 5) კარმენ ელეკტრა და დენის როდმანი - 9 დღე გაუძლო კარმენმა დენისის აგრესიულ ხასიათს და ფიზიკურ ძალადობას. 4) ბრიტნი სპირსი და ჯეისონ ალექსანდრი - 55 საათი - დედასთან ჩხუბის შემდეგ ბრიტნი სახლიდან გაიქცა და თავის ბავშვობის მეგობარზე, ჯეისონ ალექსანდრეზე დაქორწინდა ლას-ვეგასში, თუმცა პოპ-მომღერალი მალე მიხვდა თავის შეცდომას და ყველაფრის ძველ კალაპოტში დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ჯეისონი ასე ადვილად ვერ მოიშორა. მას საბოლოოდ 150 000 $ გადაუხადა. 3) ჟა ჟა გაბორი და ფილიპე დე ალბა - 24 საათი - მსახიობ გაბორისთვის მექსიკელ პლეიბოისთან ქორწინება რიგით მე-8 იყო, ქორწილი 1982 წელს პუერტო-ვალიარტაში, იახტაზე შედგა, მაგრამ მეორე დღეს გაბორმა გამოაცხადა, რომ ქორწილი ნეიტრალურ წყლებში გაიმართა და ამიტომ არაკანონიერია. ამასთანავე, გაბორი არ იყო ოფიციალურად გაყრილი ყოფილ მე-7 ქმართან, მაგნატ კორნად ჰილტონთან. 2) რუდოლფ ვალენტინო და ჯინ ეკერი - 6 საათი - ეს ქორწილი არა მარტო იმით გამოირჩევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე იყო, არამედ იმითაც, რომ მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჯინ ეკერი ქორწილის დასასრულისთანავე სასტუმროს ოთახში ჩაიკეტა და ქმარს არ უშვებდა შიგნით, როგორც გაირკვა ეკერი უპირატესობას ქალებს ანიჭებდა, ანუ ლესბოსელი გახლდათ. თუმცა ამ, ფაქტიურად ფორმალური ხანმოკლე ქორწინების შემდეგ ორივემ ხეირი ნახა:ეკერმა პურიტანულ საზოგადოებაში სერიოზული ქალის სტატუსი მიიღო(თუნდაც ნაქმარევი), ხოლო ვალენტინოს გზა გაეხსნა შოუ-ბიზნესში. 1) რობინ გივენსი და სვეტოზარ მარინკოვიჩი -7 წუთი - რობინ გივენსის კოლექციაში მრავალი ცნობილი მამაკაცია:ედი მერფი, ბრედ პიტი, ჰოვარდ სტერნი და რა თქმა უნდა, ქორწინება მაიკ ტაისონთან. მაგრამ ყველაზე ხანმოკლე გამოდგა მისი ქორწინება ჩოგბურთის ინსტრუქტორთან, სვეტოზარ მარინკოვიჩთან 1997 წლის 22 აგვისტოს. ბეჭდები გაცვალეს, ერთმანეთს შეჰფიცეს და იქვე წაიჩხუბნენ. ქორწინების სახლის ზღურბლიდან ირივე თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა. 331 6-ს მოსწონს
|