x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ყველაზე საშიში ეკლესია მსოფლიოში (ადგილი,სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ).
image


სიბნელე, სიცივე, სასაფლაო...შიშისგან ტანში ჟრუანტელი გივლის. შედიხარ შიგნით და ხედავ აჩრდილებს.ზიან თეთრ სამოსიანები სკამებზე, დგანან საკურთხეველთან და კათედრასთან ახლოს. ხოლო სიჩუმე, რომელიც შენობას ავსებს, ისმის აფეთქების ხმაზე უფრო ხმამაღლა.


image



ეს ეკლესია ააშენეს 1352 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის პატარა ქალაქში. გასული საუკუნის 60–იან წლებში ის სრულიად გაპარტახდა.





image



ამის მიზეზი იყო ჩამოშლილი სახურავი, რომელიც პიდაპირ დასაფლავების ცერემონიის დროს ჩამოინგრა. ეკლესიის სარემონტო ფული არ ჰქონდათ. ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას მტკიცედ სჯერა, რომ ეს ადგილი დაწყევლილია. ამის შემდეგ აქ იშვიათად თუ ვინმე შეივლიდახოლმე.


image



მაგრამ, მხატვარმა იაკობ ჰადრავამ გადაწყვიტა ისტორიული შენობისთვის ძველი პოპულარობა დაებრუნებია. მან დანგრეული ეკლესია გადააქცია განსაცვიფრებელ არკ- ობიექტად. ახლა ეკლესიის სკამებზე მრევლის ნაცვლად ზიან უსახო და მდუმარე თეთრი სილუეტები.


image



ფიგურები იმ გერმანელი ჯარისკაცების აჩრდილების სიმბოლოებია, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოდიოდნენ ამ ეკლესიაში. მხატვარი ამგვარად ცდილობს გვითხრას, რომ ამ ადგილს აქვს ისტორია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.



image



აჩრდილები, რომლებიც ჰადრავმა შექმნა, გაშინებს და თან გხიბლავს.



image



image




image




image



ეხლა, რაც ეკლესიაში აჩრდილები დასახლდნენ, ის ძალიან პოპულარული გახდა. აქ მოდიან არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ტურისტებიც. ფული, რომელიც ექსკურსიებიდან შემოდის, გეგმავენ დახარჯონ ეკლესიის რემონტზე. ჯერ არაა ცნობილი, რესტავრაციიც შემდეგ რა ბედი ეწევათ აჩრდილებს. შესაძლებელია ისინი სამუდამოდ გაქრნენ...

1
929
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
929
  
2016, 18 თებერვალი, 0:46
კარგი სტატიაა მომეწონა:) არამგონია აღადგინონ ეკლესია,ისე დიდი სიამოვნებით წავიდოდი აქ:))
0 1 1