სხვა ფაქტები, რომლებიც მარიხუანაზე უნდა ვიცოდეთ 2016, 14 იანვარი, 10:57 სტატისტიკის თანახმად, თქვენ ან ვინმეს თქვენი წრიდან, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, გამოუყენებია მარიხუანა, როგორც ნარკოტიკული საშუალება. დღეს როდესაც, სხვადასხვა წრეებში აქტიურად განიხილება მარიხუანას დეკრიმინილიზაციის საკითხი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ამ მცენარესთან დაკავშირებული ზოგიერტი ფაქტი:
2. მარიხუანა შეიცავს აქტიური მოქმედების ფსიქოტროპულ ნივთიერებას ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC), რომელიც ტვინზე მოქმედებს და სიამოვნების შეგრძნებას იწვევს. იმ შემთხვევაში, თუ მარიხუანას მოხმარება დიდი ხნის მანძილზე გრძელდება, ის აქვეითებს მადას და ადამიანი სწრაფად კარგავს წონას. 3. სიამოვნების შეგრძნებას მხოლოდ მდედრობითი სქესის მცენარის გამხმარი ფოტლები იწვევს. მამრობითი სქესის მცენარეები, მხოლოდ დამტვერისთვის გამოიყენება. 4. მარიხუანას, II მსოფლიო ომის დროს, აშშ-ში, როგორც «სიმართლის შრატს» ისე იყენებდნენ. მტერს მარიხუანის სიგარეტს აძლევდნენ, მის მოსადუნებლად და ასალაპარაკებლად. 5. სამედიცინო მიზნებისთვის, მარიხუანა პირველად 1737 წელს ჩინეთში გამოიყენეს. «წამალი» რევმატიზმით და პოდაგრთი დაავადებულ ადამიანებს ენიშნებოდათ, ტკივილის შემცირების მიზნით. 6. პირველი კანონი მარიხუანასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში მიიღეს, მის არა აკრძალვას, არამედ მოშენებას ეხებოდა. კოლონიაში, კანაფის ფერმებში აშენებდნენ, რომ მისგან ქსოვილი, იალქნები და თოკი დაემზადებინათ. 7. კანაფის ფერმები ჰქონდათ ჯორჯ ვაშინგტონს და თომას ჯეფერსონს. აღსანიშნავია, რომ ჯეფერსონმა «დამოუკიდებლობის დეკლარაცია» კანაფისგან გაკეთებულ ქაღალდზე დაწერა. 8. პარაგვაი და ურუგვაი – მარიხუანას ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან მსოფლიოში. მარიხუანა ლეგალურად მოჰყავთ ამერიკაშიც. მართალია, მისი მოხმარება კანონით აკრძალულია, მაგრამ ამავ დროს, 20 შტატში (Connecticut, Delaware, Hawaii, Illinois, Maine, Massachusetts, Michigan, Montana, Nevada, New Hampshire, New Jersey, New Mexico, Oregon, Rhode Island, Vermont, Washington) დაშვებულია, როგორც სამკურნალო საშუალება. 2014 წლიდან მარიხუანა ლეგალიზებულია ვაშინგტონი, ორიგონის და ალასკას შტატებში. 9. ქვეყნების უმრავლესობაში მარიხუანის მოხმარება აკრძალული არის და მისი მოხმარება კანონით ისჯება. მაგრამ არის ქვეყნები, რომლებშიც მარიხუანა დეკრიმინილიზირებული ან ლეგალიზებული არის: I. ქვეყნები, რომლებშიც მარიხუანა დეკრიმინილიზირებულია: ავსტრალია, ჩეხეთის რესპუბლიკა, მაკედონია, ფინეთი, ჰოლანდია, გერმანია, პორტუგალია, კანადა, მექსიკა, კოლუმბია, ვენესუელა, ეკვადორი და ჩილე. II. ქვეყნები, რომლებშიც მარიხუანა ლეგალიზებულია: ბელგია, ინდოეთი (რეგულირდება სახელმწიფოს მიერ), პაკისტანი, ირანი (შეიძლება წარმოება და არა მოხმარება. მაგრამ არავინ აკონტროლებს), არგენტინა (შეიძლება მხოლოდ მოხმარება), პერუ და ურუგვაი. 10. კარცეროგენური ნივთიერება მარიხუანაში იმდენივეა, რაც სიგარეტში. მაგრამ, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მარიხუანა არ ზრდის ფილტვის კიბოს რისკს და ის არ იწვევს ისეთ სწრაფ შეჩვევას, როგორსაც სიგარეტი. 11. მარიხუანის ჭარბი დოზით მოხმარება შეუძლებელია. იმისათვის რომ ადამიანი ნარკოტიკის ამ სახეობით გარდაიცვალოს, მან 800-ჯერ უნდა ჩაისუნთქოს კვამლი და ამ შემთხვევაშიც, ის ნახშირჟანგით (CO) იწამლება და არა THC-ით. 12. მას შემდეგ, რაც ამერიკის 3 შტატში მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა, Philip Morris-მა ბაზარზე მარლბოროს ახალი მარკა – Marlboro M ანუ მარლბორო მარიხუანით გამოიტანა. სიგარეტის ეს სახეობა, ჯერჯერობით მხოლოდ ორ შტატში იყიდება და 89 დოლარი ღირს. 13. მარიხუანას ხშირი და სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში, ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება და დროთა განმავლობაში ის იწვევს: I. თავის ტკივილს, რომელიც თვეების მანძილზე, შეუჩერებლად გაგრძელდება. ხასიათის მიხედვით, ეს ტკივილი ძალიან ჰგავს შაკიკს. მისი ინტენსივობა ხან იზრდება, ხან მცირდება. III. ხველებას, რომელიც ასევე ემსახურება ადამიანის ორგანიზმიდან შხამების გამოდევნას. ხველება 6-7 თვე გრძელდება, მანამ, ვიდრე ფილტვები და სასუნთქი გზები არ გათავისუფლდება მავნე ნივთიერებისგან. X. ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითებას და მეტყველების პრობლემებს. და ეს, სრული სია არ არის...
2764 10-ს მოსწონს 2-ს არა
|