x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
58 წლის პატარძალი საკუთარ ქორწილზე კუბოში ჩაწოლილი გამოცხადდა
პატარძლების უმეტესობა ოცნებობს, რომ საკუთარ ქორწილზე კარეტით გამოცხადდეს, რომელშიც ულამაზესი ცხენები იქნება შებმული, მაგრამ ბრიტანელმა ჯენი ბაკლეფმა გადაწყვიტა სულ სხვა, გაცილებით ორიგინალური ხერხით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. 58 წლის ქალბატონმა სტუმრები შოკში ჩააგდო, როცა საკუთარ ქორწილზე ....კუბოთი გამოცხადდა.


image


"- მე ძალიან მინდოდა რამე ორიგინალური გამეკეთებინა, ამიტომ კარეტისა და ცხენების მაგივრად გადავწყვიტე კუბოთი მივსულიყავი ქორწილზე", - ამბობს ჯენი. საბოლოო ჯამში ის ჯვრისწერის ადგილზე მივიდა კუბოში ჩაწოლილი, რომელიც მოტოციკლზე იყო გამობმული.


image



ეს ჯენი ბაკლეფი და მისი 51 წლის ქმარი კრისტოფერ ლოკეტია. ისინი ინგლისის ქალაქ სტოკ-ონ-ტრექტში დაქორწინდნენ.


image


"- თავდაპირველად გადავწვიტე კრისისათვის არაფერი მეთქვა და მისთვის ქორწილის დღეს ეს სიურპრიზი გამეკეთებინა, მაგრამ ქორწილამდე ორი კვირით ადრე შემთხვევით წამომცდა, თუ რით ვაპირებდი ცერემონიაზე გამოცხადებას. კრისი თავიდან გაოცდა, მაგრამ შემდეგ მითხრა, რომ თუკი სიამოვნებას მომანიჭებდა, თავისუფლად შემეძლო გამეკეთებინა ის, რაც მსურდა", - ამბობს ჯენი.


image


ჯენი წლების განმავლობაში დამკრძალავ ბიუროში მუშაობდა. გარდა ამისა, ის ბალზამირების კვალიფიციური სპეციალისტია. ასე, რომ მისი საქციელი სულაც არაა გასაკვირი (!).


image


შავი კუბო, რომლის სახურავზეც სიკვდილი იყო გამოსახული, პატარძლის ძმას როჯერს ეკუთვნოდა, რომელიც მას საკუთარმა ქალიშვილმა დაბადების დღეზე აჩუქა (ვერაფერს ვიტყვით, ნამდვილი ადამსების ოჯახია, როგორც ჩანს).


image


მისის ბაკლეფი ამტკიცებს, რომ ადრე მას ასეთი რამ არასოდეს ჩაუდენია, არც უცნაური ჩაცმა უყვარს და არც გოთია: " ჩემი ძმა როჯერი კი სულ სხვა საქმეა. მას მთელი სხეული ტატუირებული აქვს და ჩვენს უცნაურ ქორწილს მშვენივრად ეხამებოდა. სტუმრები შოკირებული იყვნენ", -ამბობს მხიარული პატარძალი.


image


"ახალდაქორწინებულებმა " წლინახევრის წინ გაიცნეს ერთმანეთი, ხოლო უკვე ერთი კვირის შემდეგ კრისმა ხელი სთხოვა ჯენის.



6
677
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
677
  
2015, 2 აგვისტო, 17:24
:–*
2015, 2 აგვისტო, 17:24
ცუგრუმელა :*
2015, 2 აგვისტო, 17:19
არა მივხვდი რაღაცნაირად :P
2015, 2 აგვისტო, 17:18
როგორ? :DD წერტილ-მძიმე რომ არ აკლია?
2015, 2 აგვისტო, 17:15
ეგრევე მივხვდი შენი სტატია რომ იქნებოდა :P
2015, 4 ივნისი, 20:24
ადამსების კი არა, არანორმალურების ოჯახია.
0 1 6