x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
შოკის მომგვრელი ფაქტი - ცოლ-ქმარმა 240 კგ დაიკლო.
ერთ-ერთ აქტუალურ თემას დამეთანხმებით, რომ ჭარბი წონა წარმოადგენს. სასურველ ფორმაში ყოფნა კი არც ისეთი ადვილი საკითხია, თუმცა როგორც სასიამოვნო, ასევე ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს წარმოადგენს იგი. ხოლო, ისიც მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, ზოგს აწუხებს ეს ჭარბი წონა და ზოგს არა; ზოგს აქვს ნებისყოფა და ყველა ძალის საშუალებით უმკლავდება მას ბუნებრივად თუ პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით და ზოგი კი ვერა. ასე, რომ დღევანდელი სტატიის თემა სწორედაც რომ ჭარბი წონის მქონე ცოლ-ქმარს ეხება.


image



ასე გამოიყურებოდა წარმოშობით ა.შ.შ-ლი Justin და Lauren Shelton-ის წყვილი დიეტამდე. წყვილმა 2008 წელს იქორწინა, თუმცა არც ისეთი უშფოთველი და დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ, მათ ხშირად ახსენებდა თავს ამ ჭარბი წონიდან გამოვლენილი სხვადასხვა უარყოფითი სიმპტომი, ხოლო 2012 წლის იანვარში კი ყველაფერი შეიცვალა. ჯასთინი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შედეგად, რაც სწორედ რომ ჭარბმა წონამ განაპირობა, თუმცა ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და შედეგი ფატალური არ აღმოჩნდა.

image


ვინაიდან და რადგანაც ჯასთინი სიკვდილს დაუსხლტა ხელიდან, განიზრახა დაეცვა დიეტა, მოეშორებინა ჭარბი წონა და ჯანმრთელი ცხოვრებით გაეგრძელებინა არსებობა, რაშიც მხარი აუბა ლორენმა და წყვილმა 19 თვის მანძილზე ერთად დაიცვა როგორც დიეტა, ასევე ფიტნეს გაკვეთილებზეც იარა.



დანაკარგის საოცარი შედეგი იყო ჯამში- 240 კგ-ი, აქედან ლორენმა დაიკლო 83 კგ, ხოლო ჯასთინმა კი დანარჩენი 157კგ-ი. მას შემდეგ კი წყვილმა რაციონიდან ამოიღო ჯანმრთელობისთვის მავნე საკვები, ფიტნეს გაკვეთილებს კვლავ სტუმრობენ და თავს გაცილებით ჯანმრთელად და კომფორტულად გრძნობენ.


აი ისინიც ამ შოკის მომგვრელი ეფექტით:

image
imageimageimage


P.S. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სასურველ ფორმაში ყოფნას.

10
1055
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1055
  
2014, 9 იანვარი, 12:03
სგ ამათ მართლა რა ნებისყოფა ქონიათ
2014, 3 იანვარი, 2:12
მაშინ ცოლი მოასუქებს ))
2014, 3 იანვარი, 2:11
თუ დაოჯახებული არ ხართ, სტატისტიკით ასეა, კაცები, რომელთა უმეტესობა წონით ერთ დონეზე მერყეობს, ცოლ-ქმრული ცხოვრებისთანავე იმატებენ გარკვეულ რაოდენობას და ზოგის შემთხვევაში ნამეტანსაც :)
2014, 3 იანვარი, 2:10
მადის მოსამატებლები სვი ) შენი სიმაღლისთვის ზედმეტად გამხდარი ყოფილხარ
2014, 3 იანვარი, 2:09
მალადეც ამათ. აბა მე პირიქით, ვერ ვიმატებ წონაში. 185 - 72 კილოს ვერ ავდცი
2014, 3 იანვარი, 2:05
მაკუშ ივარჯიშეე დიალობით ) მეც მიდევს სხვადასხვა ზონების ვარჯიშები და აკეთე ეფექტურია )
2014, 3 იანვარი, 2:01
დამავიწყდა სტატიაში მითითება და აქ დავამატებ, დაიქირავეს სპეციალურად ტრენერი, რომელიც მთელი 19 თვის მანძილზე ეხმარებოდა მათ სწორ დიეტასა და ვარჯიშში, აი შედეგიც, მაგარია, მე კი 4-5 კილო მეზედმეტება და მეზარება :(
2014, 3 იანვარი, 2:01
დავწერდი ეხლა რაღაცას მაგრამ ტეხავს :D
2014, 3 იანვარი, 1:59
საოცარია,ამოდენა წონა როგორ დაიკლეს
2014, 3 იანვარი, 1:58
ო ლა ლაა :/
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10