x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
განსხვავებულობა ნაკლი,თუ ხიბლი?!

imageადამიანები იბადებიან ადამიანებად, მაგრამ შემდეგ იცვლებიან, ყალიბდებიან სხვადასხვაგვარად, ირჩევენ გზებს, რომლებიც ხშირად მათ სურვილებს უკავშირდება, სურვილებს, რომელიც ბედნიერად ცხოვრებას მოიცავს. თითქოს მარტივია, არსებობს ფორმულა, რომელიც მიგვიყვანს ბედნიერებმადე, მაგრამ ბოლოს არმოჩნდება, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთეთ, რაღაცამ ხელიშეგვიშალა, რაღაც ისე არაა, როგორც გვინდოდა. სინამდვილეში საქმე განსხვავებაშია, მე, მე ვარ, შენ, შენ ხარ, მაგრამ ჩვენ ჩვენ არა ვართ, ერთმანეთს ვერ ვავსებთ.

საქართველო ქვეყანაა სადაც, სიტყვა განსხვავებული იმავეა, რაც სატანა. აქ იყო სხვა, ნიშნავს იყო დაღუპული, აქ ორივე სქესს მკაცრი მითითებებითა და უაზრო წესების მიმდევრობით ზრდიან, ამ წესებს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ტრადიციებს უწოდებენ. არ მესმის, რატომ ცდილობს საზოგადოების დიდი ნაწილი იმას, რომ ჩააქროს სხვა აფერად მანათობელი ნათურა, რატომ უნდა ყველას მონოტონური ცხოვრება. ვფიქრობ იმიტომ, რომ ეს მარტივია, ყველას შეუძლია. სოციუმი ჩემთვის არის მხეცი, რომელიც შენს მოძრაობებს აკვირდება, ელოდება როდის შეგეშლება, რომ გეცეს და დაგგლიჯოს, დაგანაკუწოს, გაგრიყოს, თავი უვარგისად გაგრძნობინოს.

საქართველო არის ჩაკეტილი სივრცე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის ხინკლისა და მწვადის გარდა არაფერს არ ნიშნავს, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობს მხეცი და მსხვერპლი.

ჩვენი ქვეყანა იმართება ფულით, მარიონეტებით, ჩვენი ქვეყანა იყიდება სულით, მიწით. ამ ქვეყანაში კი მორალურად ნადგურდებიან ადამიანები, განსხვავებული ადამიანები, ეთნიკურად, აზროვნებით, თუ ორიენტაციით. ისეთივე განსხვავებული ადამიანები, როგორიც მე ვარ. შეიძლება თქვათ, რომ ყველა ისედაც არ გავს ერთმანეთს, მაგრამ "ყველა ერთ ქვაბში არ იხარშება", ეს ფაქტია. მე არ მინდა, რომ ნაკლად იქცეს ის, რაც ჩემთვის საამაყოა, არ მინდა, რომ ბირჟა გართობის ერთადერთი ადგილი იყოს, ან საერთოდ არსებობდეს. არ მინდა ვიცავდე "წმინდა სამებას", ღვინო, დუდუკი, ქალები. არ მინდა, რომ ადამიანები კვდებოდნენ იმიტომ, რომ სხვების აზრით ადამიანები არ ქვიათ. და ბოლოს, პერიფრაზი ბიოლის ნაწარმოებიდან. ზოგიერთი ცოცხალი ადამიანი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი ცოცხალი. ასე, რომ დავფიქრდეთ, ნუ შევუშლით ერთმანეთს ხელს ბედნიერების მოპოვებაში, ასე უფრო მარტივი იქნება ცხოვრება, ბევრად უფრო მარტივი.

3
520
3-ს მოსწონს
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
520
  
2013, 30 ოქტომბერი, 14:23
აზროვნებას. :)
2013, 29 ოქტომბერი, 23:37
ისეთივე განსხვავებული ადამიანები, როგორიც მე ვარ.
რას გულისხმობ ორიენტაციას ,ეთნიკურობას,რელიგიას თუ აზროვნებას?
0 1 3