სიკეთის მადლისიკეთის მადლი
(გახსენება)
ყველა ზღაპარი თითქმის ასე იწყება:
- იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, ჰყავდა ერთი შვილი. ცოლი მალე გარდაეცვალა და მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ძალიან ბოროტი გამოდგა. გერი შეიძულა. არაფერს აჭმევდა, დახეულ ტანსაცმელს აცმევდა და სულ ამუშავებდა.
ჩემი ზღაპარი კი განსხვავებულად იწყება:
...
მაპატიე, ჩემო ნიკორა- მამიკო, მამიკო, ჩვენი ნიკორა დაგლიჯა მგელმა! - ისმოდა სოფელში ბავშვის ხმა. ყველანი მოგროვდნენ პატარა გიორგისთან, რომელიც მგლისგან ნახევრად შეჭმულ ხბოს დასტიროდა. გიორგიმ უცებ ტირილს თავი ანება და მამას ჰკითხა:
- მამა, რა ვქნათ, როგორ მოვკლათ ის მგელი?
იქვე მდგომმა ერთმა მოხუცმა კაცმა სთქვა:
- მე გაგებული მაქვს, რომ თუ მგელი ნადავლს ბოლომდე ვერ შეჭამს, მაშინ ის მე...
ეძღვნება ჩემი ბაბუის ყარამან კიკვიძის ხსოვნას- გამარჯობა.
იცინის.
- გამარჯობა.
ისევ იცინის.
- გამარჯობა არ იცი? ბიჭო?
მაინც იცინის.
ეს პატარა ბიჭი იყო. მის ასეთ საქციელს სხვადასხვანაირად აფასებდნენ. ზოგი რას ამბობდა, ზოგი - რას.
- ჯერ პატარაა, რომ გაიზრდება, შემდეგ ისწავლის.
- იცინოს, რამდენიც უნდა.
- ალბათ სახლში ზრდილობას არ ასწავლიან.
- შეიძლება რცხვენია.
მხოლოდ ერთ...
წიგნისა დ კომპიუტერის შეხვედრა- გამარჯობა მოხუცო! როგორ ბრძანდებით? - მიესალმა კომპიუტერი წიგნს.
- კარგად, კარგად. თუმცა რაღა კარგად. არავის აღარაფერში არ ვჭირდები. უკვე მოვხუცდი. ყველამ გადამაგდო. ახალგაზრდა რომ ვიყავი, ბავშვებიდან დაწყებული მოხუცების ჩათვლით ყველას ვუყვარდი. ერთი სული ჰქონდათ, როდის გადამფურცლავდნენ. ეხლა ვარ ჩემთვის, თაროზე შემოდებული. ჰოდა, გადავწყვიტე გამესეირნა დ...
ქართული სიმღერა- მე ქართული ხალხური სიმღერები და საერთოდ, ქართული სიმღერები ძალიან მიყვარს. თითქოს სხვა არც მაინტერესებს.
- მეც.
ასე საუბრობდნენ გიორგი და მისი მეგობარი. ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, სხვა ბიჭებიც შემოუერთდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეხლანდელ დროში ქართულ ხალხურ სიმღერებზე ლაპარაკი ზედმეტია. საჭიროა როკი, რეპი, ჯაზი და ა.შ. რაც შეიძლება მეტი მოძრაობა. ამაზე ჩხუბიც მოუვიდათ. გი...
ინტერვიუ მეგობართანჩემი მეგობარი არის გიორგი კაპანაძე. ერთ დღეს მისგან ავიღე ინტერვიუ და დავუსვი კითხვები:
- რა თვისებას აფასებ ადამიანში?
- სიკეთეს, მეგობრობას, ერთგულებას.
- რა ფერი გიყვარს?
- ლურჯი.
- რა არის ბედნიერება?
- ბედნიერია ადამიანი, ვისაც ყველანაირ ადამიანთან შეუძლია ურთიერთობა.
- რა არის მეგობრობა?
- მეგობრობა არის ერთი ადამი...
ყარამან კიკვიძის ჩანაწერები...
ვინც პირველად დახატა "0" და გაიფიქრა მზეაო, ისიც ისეთივე გენიოსი იყო, როგორც, ვთქვათ, უდიდესი აღმომჩენი. მასაც იგივე გრძნობა დაებადა "გაუგებრობისა", როგორც გენიოსებს.
...
არსად არაფერი არ კეთდება იმ აზრით, რომ რაღაც "უკვე გაკეთდა"... ყველაფერი დასაწყისია რაღაცის...
...
ადამიანში უამრავი ეგოისტური აზრია და მხოლოდ იშვიათ ...
ახალი წლის მოსვლაიყო და არა იყო რა, იყო არის და ყოველთვის იქნება ახალი წელი, რომელიც ერთსა და იმავე დროს დაუპატიჟებლად შემოდის ყველას სახლში, მაგრამ მაინც ყველა ელოდება და ემზადება მის შესახვედრად. ირთვება ნაძვის ხე სათამაშოებით, ეწყობა სუფრა. ამ დროს აუცილებელია სუფრაზე იდოს გოზინაყი და ჩურჩხელა.
ახალი წლის შემოსვლის დროს ანთებენ შუშხუნებს, აივნიდან ისვრიან თოფევს და სვამენ მის სადღეგ...
უპატრონოდ მიტოვებული ნიკა პაპა" - ელიკო, ჩემო ელიკო! გახსოვს, როგორ გავიცანით ერთმანეთი? წყაროზე გნახე პირველად. შენ ერთი შემომხედე, მერე გაიქეცი და მას შემდეგ გულში ჩამივარდი... ეეჰ!"
ასე იწყებოდა ყოველი საღამო ნიკას სახლში. ნიკა, ერთი მოხუცი კაცი იყო, რომელიც სოფელში ყველას უყვარდა და ნიკა პაპას სახელით იყო ცნობილი. ჰყავდა ცოლი - ელიკო, რომელიც სამი თვის წინ გარდაიცვალა, დარჩა შვილი...
სიჩუმეიყო და არა იყო რა, იყო ერთი სიჩუმე. სულ ჩუმად იყო და იმიტომაც ერქვა ეს სახელი. ის ტყეში ცხოვრობდა. ძალიან უყვარდა ტყე. ცხოველებით, ფრინველებით და სხვადასხვა ხეებით სავსე. დილით რომ გაიღვიძებდა, ესმოდა თუ როგორ ჭიკჭიკებდნენ ფრინველები, შემდეგ ცხოველების ხმაც მოჰყვებოდა. შორი ახლოდან წყლის ხმაურიც ესმოდა და კმაყოფილი იყო. იჯდა თავისთვის და სულ ფიქრობდა, აბა მეტი რა შეეძლო.
ერთხელ ...
სამახსოვრო დღემე ვისვენებდი სოფელ ბიწმენდში. იქ ჩადის პატარა მდინარე, რომელსაც რიყეს ეძახიან. მეგობრებთან ერთად დავდიოდი სათევზაოდ. ერთ დღეს მხოლოდ ერთი თევზი დავიჭირე. მოვიყვანე სახლში და ჩავსვი წყალში, მაგრამ ვერ მოვისვენე. წარმოვიდგინე რომ სულ მარტო უნდა ყოფილიყო და შემეცოდა. გამახსენდა ოქროს თევზის ზღაპარი, მეთევზემ რომ დაიჭირა და თევზმა სთხოვა: ოღონდ გამიშვი და ბედსა გწევო. უკვე დაღამ...