x
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს?
image - თამარ, ხომ გაგიგონია: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! მაგრამ ჩვენზე ამანაც არ იმოქმედა, ალბათ ბევრი ცოდვა გვაქვს ჩადენილი. ჩემი ბრალია ყველაფერი.
- არა ჩემი ბრალია.
- არა, ალბათ ორივესი.
მხოლოდ ეს სიტყვებიღა ისმოდა ლუკას და თამარის სახლიდან.
ცოლ-ქმარი ლუკა და თამარი ცხოვრობდნენ სოფელში. შვილი არ ჰყავდათ. საქონელს და ქათმებს უვლიდნენ. კვერცხებს აგროვებდნენ, ბაზარზე ჰყიდდნენ და ამით ირჩენდნენ თავს. ერთ დღეს ლუკამ გადაწყვიტა ამ ფულით სხვადასხვა ხილის ნერგები ეყიდა. იმავე სოფელში ცხოვრობდა გიორგი პაპა. მას კარგი ნერგები ჰქონდა. საღამოთი გადავიდა და სთხოვა, მიეცა ერთი მსხლის, ერთი ატმის და ერთი ვაშლის ნერგი. გიორგი პაპამ საჩუქრად კიდევ დაუმატა თითო-თითო და დაარიგა:
- ეს ნერგები დარგე ორ მწკრივად. სამი ერთ მხარეს, სამი მეორე მხარეს. წყალი ყველას ერთნაირად დაუსხი, ნაკელიც ერთნაირად მოაყარე და ყველა იხარებსო.
ლუკა გახარებული დაბრუნდა შინ. სამის ნაცვლად ექვსი ნერგი მოჰქონდა. დარგო ისე, როგორც გიორგი პაპამ ასწავლა. რატომღაც ერთ მხარეს მეტი წყალი დაუსხა. მოვლითაც იმ მხარეს უფრო უვლიდა. გავიდა დრო ხეხილმა იხარა, მაგრამ რომელსაც უვლიდა, თითქოს უფრო ცოტა ნაყოფი დაისხა, ვიდრე მეორემ. თამარმა უთხრა:
- მართალია შენ ამ სამ ხეს უფრო კარგად უვლი, ვიდრე მეორე სამს, მაგრამ ისინი ისე ახლოს გაქვს დარგული, ალბათ ფესვებით იპარავენ წყალს, თვითონ სვამენ და ამათ ჩაგრავენ. ადექი და დააშორე.
დაუჯერა ლუკამ, ამოიღო ის სამი ხე და რამდენიმე მეტრით დააშორა. მოვლა ისევ ისე გფააგრძელა. ეს ხეები თითქოს კიდეც დაავიწყდა. მეორე წელსაც იგივე განმეორდა. უფრო მეტიც, მოვლილ ხეებს ჭიები გაუჩნდა. იმ სამმა ხემ კი ძალიან ბევრი ნაყოფი დაისხა. ჩიტები ჟღურტულით მოდიოდნენ და მათზე სხდებოდნენ.
თამარმა ისევ უთხრა:
- აიღე და საერთოდ ღობის იქით გადარგე ის სამი ხე.
ლუკამ ისევ დაუჯერა. გადარგო ღობის იქით. გავიდა დრო მოვლილი ხეები საერთოდ გახმა. თამარი და ლუკა ტიროდნენ, რომ არ დაფასდა მათი შრომა. იმ სამი ხიდან ნაყოფსაც აღარ წყვეტდნენ, სულ მიატოვეს. ჩიტებს კი არ მიუტოვებიათ, პირიქით ნაირ-ნაირი ჩიტები სხდებოდნენ და ჭიკჭიკებდნენ. ლუკამ და თამარმა მათი ხმებიც ვეღარ აიტანეს და ჩიტების ხოცვასაც მიჰყვეს ხელი.
ერთ საღამოს ლუკას სიზმარში თეთრწვერა მოხუცი გამოეცხადა და უთხრა:
- თქვენ ასე იქცევით ახალგაზრდობიდან და ამიტომაც არ გყავთ შვილიო.
ლუკა მიხვდა რაშიც იყო საქმე. სასწრაფოდ გადმორგო ღობის იქით გადარგული ხეები და მოვლა დაუწყო, მაგრამ უკვე მათაც აღარ მისცეს ნაყოფი და სამივე გახმა.
ლუკა მიხვდა რომ უკვე დაგვიანებული იყო. მათ არ დააფასეს ხეები. იფიქრა იქნებ გამოვასწორო შეცდომაო. წავიდა გიორგი პაპასთან. მოიტანა ისევ ისე ექვსი ხე და დარგო. ეხლა უკვე ერთნაირად უვლიდა. მაგრამ ყველა გახმა. რასაც დასთესდა აღარაფერი მოსდიოდათ. მალე ქათმებმაც შეწყვიტეს კვერცხის დება, შემდეგ ყველა ქათამი ამოეხოცათ ჭირისაგან. მხოლოდ ერთი ძროხაღა დარჩათ. მან არ უღალატა მიუხედავად ყველაფრისა და რძეს მაინც აძლევდა. ამითღა ირჩენდნენ თავს.
ლუკა და თამარი საგონებელში ჩავარდნენ, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შეცვლიდნენ. ძალიან დადარდიანდნენ, სულ შეიცვალნენ, თითქოს დაჩაჩანაკდნენ, აღარაფერი ახარებდათ და უფრო მეტად მოხუცდნენ. ისხდნენ, თავს იდანაშაულებდნენ და ელოდნენ სიკვდილს. თითქოს სიკვდილიც აღარ მოდიოდა მათ ჯიბრზე.

0
159
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0