მინდა, დავწერო ლექსი,
ჩვეულად მოდის მუზა,
ბოღმა მაწვება ყელში,
დარდმაც აუშვა ღუზა.
აფრა აქაჩა ფიქრმა,
გარეკა გემი ზღვაში,
ტალღა მოდენა ქარმა,
მიუძღვის მოუსავალში.
დროა, დაბრუნდე უკან,
სანამ ნაპირი მოჩანს,
იმედი მიზის ყურთან,
და დარდისაგან მმორჩავს.
იმედი გულად იმედობს,
ქარს ტალღა მიაქვს უკან,
გემიც მოადგა ნაპირს,
დარდმაც დააბა ღუზა.
2005წელი.
ეს ...
თქვი, ჭიამარია!
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?
თქვი, ჭიამარია!
ვარდთ შემოუნახავ...
დავიღალე სასიყვარულო, სენტიმენტალური წერილების წერით, არავის აინტერესებს გაცვეთილი ფრაზებითა და გულიდან ამოსული სიტყვებით გაჯერებული ჩანახატები. დღეს კითხულობენ, მხოლოდ იმ წიგნებსა და მოთხრობებს, სადაც არაამქვეყნიური, მისტიკური არსებები ბნელ ღამეში დაფრინავენ, ან სადისტები და მკვლელები, ღმერთმა უწყის რატომ, ბავშვებს რომ ხოცავენ, მაგრამ ამას მხოლოდ მცირე ნაწილი აკეთებს, უმეტ...
ღამეა ბნელი, სიჩუმეა ჩვენი.
ძმები ვზივართ, ვსვამთ და ვმრერით,
მოგონებებს ჩვენ ჩვენსას ვყვებით:
პირველი სიტყვა,
პირველი ლოცვა,
პირველი სიყვარული,
პირველი კოცნა.
ბავშვები ვიყავით,
ცხოვრებას მივყავდით.
ჩვენი სითბო, ჩვენი სიმართლე, ბავშვობიდან მოდის სინათლე.
ტკბილი ბავშვობა წამებს დაშორდა,
დაშორდა იმას
რაც არ ახსოვდა.
დროც ბევრი გავიდა,
ბევრიც წაიღო, ...
მესმის წვიმის თქარა თქური,
ამ უძილო ღამეში,
მესმის გულის ბაგაბუგი,
ჩემი მკერდის არეში.
მესმის მესმის ყველაფერი,
რაც კი ხთება ღამეში,
მესმის ჩემი სხეულიდან,
ჩემი სულის თარეში.
ყველაფერი მოვისმინე,
ამ უძილო ღამეში,
ფიქრითა და უძილობით,
სევდა მაწევს თვალებში.
მაგრამ, მალე გათენდება,
წყდება ღამის ფარეში,
რა ძნელია მარტოობა!
ამ უძილო ღამეში.
...
თეატრი განსაკუთრებულ კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ როლს თამაშობდა ელინისტურ ხანაში, რასაც ხაზს უსვამს ის, რომ იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი არ იღებდნენ ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და სპარსული თეატრის ტრადიციებს, რამაც გამოიწვია ელინური და რომაული თეატრების ნგრევა თურქეთში, მესოპოტამიაში, სირიაში, ლიბანში, ...
ია-ვარდივით ნაზი და ლაღი,
სხვა ვინ იქნება თუ არა ქალი.
სიხარულის და სითბოს მშობელი,
მამაკაცების გულის მფობელი.
სიმშვენიერით გამორჩეული,
ლამაზ ფერებად ნაკოწიწები.
შეუდარები სხვა ქმნილებისგან,
სილამაზითა ნამორჩილები.
თვალთა ციმციმი შეუდარები,
გამოხედვა კი გადამრეველი,
ბაგე ლამაზი, დახატულები,
გამოხედვა აქვს დამაბნეველი.
ასე ყოფილა ოდითგან, თურმე,
ქალი ყოფილა ს...
|
|